სკოლის მოსწავლისთვის ჯანსაღი კვება იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც ის, თუ რას ასწავლიან მას. საიდუმლო არაა, რომ ბოლო დრომდე სომხეთის სკოლებში მოსწავლეების კვების მხრივ, იდეალური მდგომარეობა ნამდვილად არ არის. სომხური სკოლების მხოლოდ მცირედ ნაწილს აქვს  ბავშვებისათვის ცხელი კერძების მოსამზადებლად გამოყოფილი შენობა, ინფრასტრუქტურა, მოწყობილობა და სპეციალისტები. ასე, რომ ბავშვების კვება მთლიანად მშობლების საზრუნავი იყო. საიდუმლო არც ის არის, რომ ბევრ ოჯახს, განსაკუთრებით სომხეთის შორეულ რაიონებში, ყოველთვის არ შეუძლია ბავშვი  ფიზიკური და ფსიქოლოგიური  განვითარებისთვის  საჭირო სრულფასოვანი საკვებით უზრუნველყოს.

ქვეყანაში ბევრი უცხოური საქველმოქმედო ორგანიზაცია და პროგრამა მოქმედებს, რომელიც მიზნად ისახავს სომეხი ერის კეთილდღეობის დონის ამაღლებას, ან რომელიც ახორციელებს სხვადასხვაგვარ რეფორმებს, რომელთაგანაც ზოგიერთი მართლაც საჭიროა, ზოგი კი განსხვავებულ ინტერესებს ემსახურება.

გაეროს მსოფლიო სურსათის პროგრამის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული და რუსეთის ფედერაციის ფინანსური და რუსეთის ორგანიზაცია “კვების მრეწველობის ინსტიტუტის“ ტექნიკური მხარდაჭერით, საქველმოქმედო მრავალფეროვნების ფონზე პროგრამა “სომხეთში სასკოლო კვების მდგრადი განვითარება“, ექსპერტების შეფასებით, 2011 წლიდან ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი წარმატებული პროგრამაა.

პროგრამის მნიშვნელობის არ დაფასება რთულია, პირველ რიგში იმიტომ, რომ იგი ჩვენი საზოგადოების ყველაზე დაუცველ წევრებს – დაწყებითი სკოლების მოსწავლეებსა და მათ ოჯახებს ეხმარება. გარდა ამისა, როგორც სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების, აწ უკვე ყოფილმა მინისტრმა არმენ აშოტიანმა, დსთ-ს წევრი-ქვეყნების განათლების მუშაკთა და პედაგოგთა მეორე კონგრესზე განაცხადა, ეს უბრალო ჰუმანიტარული დახმარება კი არა, არამედ განვითარების პროექტია, რადგანაც რუსეთის ფინანსური მხარდაჭერით, მომავალშიც კი უკვე სომხეთის მთვრობის მიერ გამოყოფილი სახსრებით, უნარიანი პროგრამის შემუშავების შესაძლებლობას იძლევა.

პროგრამის რეალიზებამ უკვე გამოიწვია სომხეთის მთავრობის მიერ სასკოლო კვების პროგრამის შემუშავება-დამტკიცება. აღნიშნული პროგრამა მუდმივ საფუძველზე მოქმედებს და ქვეყნის სოციალური-ეკონომიკური ზრდის საერთო სტრატეგიის ძირითადი ნაწილია.

დაწყებით სკოლებში შიმშილისა და საკვების უკმარისობის აღმოსაფხვრელად, რაც პროგრამის მთავარი მიზანია, რუსეთის ფედერაციის მთავრობამ 6 წლის განმავლობაში (2010-2016 წლებში) 18 მილიონი აშშ.დოლარი გამოყო. ამ მომენტისთვის პროგრამა უზრუნველყოფს სომხეთის 10 რეგიონის 900 სკოლის დაახლოებით 60 ათასი მოსწავლის ხარისხიან კვებას. პროგრამა განსაკუთრებით აქტუალურია სასაზღვრო რაიონებში, სადაც რთული ეკონომიკური ვითარების გამო ოჯახებს ბავშვების გამოკვება უჭირთ.

ცხადია, რომ ფინანსური დახმარების გარეშე პროექტის განხორციელება შეულებელი იქნებოდა, პირველ რიგში, შეზღუდული სახელმწიფო ბიუჯეტის გამო. გარდა ამისა, სომხეთის კანონმდებლობა არ ავალდებულებს სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სკოლებში კვების ორგანიზებას, უბრალოდ მათ, მხოლოდ აუცილებელი პირობები უნდა შექმნან. ამ მიზეზით, ზემოთ აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად სკოლებში არსებული მშობელთა კომიტეტებიც ჩართეს. სკოლებში ბავშვებისთვის კვების რაციონს თავად მშობლები ამატებდნენ.

ძირითადი მიზნის მიღწევის გარდა, “მდგრადი კვების განვითარება“ დადებითად მოქმედებს სხვა სფეროების, აგროსამრეწველო კომპლექსის განვითარებაზეც, ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, რასაც თავისი დადებით შედეგები მოაქვს საერთო ეკონომიკური განვითარებისთვის.

სპეციალურად პროგრამის რეალიზებისთვის რეგიონებში დამატებითი პროდუქტები მოჰყავთ. აღინიშნება შრომისუნარიანობის ზრდა, ზემოთ ნახსენები სასოფლო სამეურნეო სამუშაოებში ახალი მუშა ხელის მისაზიდად.

ექსპერტების თქმით, ერთ-ერთი “გვერდითი” დადებითი ეფექტი ის არის, რომ პროგრამის განხორცხიელების უზრუნველსაყოფად მაქსიმალური ეფექტის მისაღებად მოქმედი სკოლებისა და მათი ინფრასტრუქტურის დეტალური ანალიზი ჩატარდა. შედეგად გამოვლინდა სისტემის ყველა ხარვეზი და შეძლებისდაგვარად ჩატარდა საჭირო რეფორმები. გარდა ამისა, სკოლები, ძირითადად – სკოლის სასადილოები ყველა საჭირო მოწყობილობითა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვეს. ასევე შემუშავდა და წარმატებით დაინერგა სასკოლო კვების ნორმატივები, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეები კი არ შიმშილობენ, არამედ ორგანიზმისთვის ყველა საჭირო ვიტამინსა და მიკროელემენტს ღებულობენ. ეს კი პირდაპირ კავშირშია ბავშვების აკადემიურობასთან.

აღნიშნული პროგრამის კიდევ ერთი დადებითი და უმნიშვნელოვანესი მხარე ის არის, რომ იგი უზრუნველყოფს სასაქონლო ბრუნვას რუსეთსა და სომხეთს შორის, რადგანაც პროგრამის რეალიზებისთვის ყველა საჭირო საქონელი და მოწყობილობა სწორედ რუსეთიდან იგზავნება.

სომხეთის მეცნიერებისა და განათლების ყოფილი მინისტრის არმენ აშოტიანის თქმით, პროგრამა 2021 წლისთვის გაფართოვდება და სომხეთის ყველა რეგიონს, მათ შორის ერევანსაც მოიცავს.

პროგრამის ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულებს ამოწმებენ გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის, სომხეთისა და რუსეთის სახელისუფლებო ორგანოების კომისიები. სკოლებს ასევე ხშირად სტუმრობს სხვადასხვა სახის დელეგაცია, მათ შორის რუსეთიდანაც. ამგვარად, 2015 წლის დეკემბერში არარატის რეგიონის ქალაქ არტაშის პირველი სკოლა რუსეთის ფინანსთა სამინისტროს დელეგაციამ მინისტრის მოადგილის ს.ა.სტორჩაკოვის ხელმძღვანელობით მოინახულა. სასკოლო კვების ეროვნულ პროგრამაში ეს სკოლა ერთ-ერთი პირველი შევიდა. დელეგაციას სკოლის დირექტორმა ა.ვარდანიანმა უმასპინძლა, რომელმაც მადლიერება გამოთქვა რუსეთიდან მიღებული მხარდაჭერისთვის, რისი წყალობითაც შესაძლებელი გახდა დაწყებითი კლასების ბავშვებისთვის ცხელი კერძების შეთავაზება.

არარატის მარზის საგანმანათლებლო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ა.გასპარიანმა განაცხადა:

«რუსეთის ფედერაციის ფინანსური დახმარების, ახლა კი სახელმწიფო დაფინანსების წყალობით იმისკენ ვისწრაფვით, რომ სასწავლო წლის განმავლობაში ჩვენი მოსწავლეები უზრუნველყოფილნი იყვნენ გემრიელი, ცხელი და უსაფრთხო საკვებით, რაც აუცილებლად დადებითად იმოქმედებს მათ სწავლისადმი სურვილსა და შესაძლებლობებზე»

თავის მხრივ, გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ქვეყნების დირექტორი სომხეთში პასკალ მიშუ აცხადებს, რომ პროექტის განხორციელებისას ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა წინ კიდევ არანაკლები სამუშაოა, რაც აუცილებელია სასკოლო კვების ეროვნული პროგრამის გასამყარებლად, მათ შორის ადგილზე საკადრო პოტენციალის განვითარებისთვის. კერძოდ, სასკოლო კვების ეფექტიანი მართვის საკითხებში საფუძვლიანად უნდა გადამზადდნენ დირექტორები და სკოლების თანამშრომლები, ხოლო მზარეულებს უსაფრთხო და მრავალფეროვანი სასკოლო კერძების მომზადებისთვის სჭირდებათ თანამედროვე მიდგომებისა და საფუძვლების შესწავლა.

სამუშაო მართლაც ბევრია, თუმცა, ხცადია, რომ “სასკოლო კვების მდგრადი განვითარების” პროგრამა ერთ-ერთი წარმატებული და მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ამჟამად სომხეთში ხორციელდება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აღნიშნულ პროგრამას მხარს უჭერს როგორც ხალხი, ისე სომხეთის მთავრობა. არსებული ეკონომიკური და სოციალური პრობლემებისადმი გამკლავება მარტო პატარა სოხმეთისთვის რთულია. ბავშვებზე, როგორც მთავარ იმედსა და ქვეყნის მთავარ ინვესტიციაზე ზრუნვა და მათი დახმარება მართლაც რომ სამადლობელი საქმეა.

ვიმედოვნებთ, მოვესწრებით იმ დღეს, როდესაც ბავშვების სრულფასოვანი კვება ქვეყნის ყველა სკოლისთვის ჩვეულებრივ და ნორმალურ მოვლენად იქცევა.

მოამზადა ანჟელიკა ტერ-ნააპეტიანმა