“Rossiya Segodnya”-ს საერთაშორისო მულტიმედია პრეს-ცენტრში, საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროში წამყვანი ექსპერტების მონაწილეობით გაიმართა დისკუსიები და მეზობელი ქვეყნების საკომუნიკაციო რეჟიმების კეთილგანწყობის რეიტინგის პრეზენტაცია. ღონისძიების ორგანიზატორი და მონიტორინგის ავტორი კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტი იყო.

ზედიზედ მესამე წელია, კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტი ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნის კომუნიკაციის რეჟიმს აკვირდება და წარმოადგენს მათი კეთილგანწყობის რეიტინგს. წელს მუშაობაში 400-ზე მეტმა უცხოელმა და რუსმა ექსპერტმა მიიღო მონაწილეობა. განხორციელდა 14 პოსტსაბჭოთა ქვეყანაში მომხდარი მოვლენების ანალიზი, სამთავრობო დოკუმენტების, ქვეყნის ლიდერების განცხადებების, 2023 წლის მედია რესურსების შინაარსის ანალიზი და ექსპერტების გამოკითხვა. მონიტორინგის მეთოდოლოგიას და შედეგებს ანალოგი არ გააჩნია.

დისკუსიის გახსნისას კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, ვლადისლავ გასუმიანოვმა განაცხადა, რომ გასული წლის განმავლობაში, ყოფილი სსრკ-ს უმეტეს ქვეყნებში რუსეთთან კომუნიკაციის პირობები და შესაძლებლობები მნიშვნელოვანად შეიცვალა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის მიერ განხორციელებული საკომუნიკაციო რეჟიმების მონიტორინგი შესაძლებელს ხდის არა მხოლოდ რუსეთთან ურთიერთობების დინამიკის თვალყურის დევნებას, არამედ დროულად დაინახოს განვითარებული ცვლილებები და გაიგოს მათი გამომწვევი მიზეზები.

ვლადისლავ გასუმიანოვი

„არსებობს ცნებები, როგორიცაა ისტორიული პასუხისმგებლობა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა, მაგრამ არის სამოქალაქო და სამეცნიერო პასუხისმგებლობა, ან მეცნიერების სამოქალაქო პასუხისმგებლობა. არსებული ვითარება ზუსტად უნდა დავინახოთ და აღვწეროთ, დავეხმაროთ ყველას, ვინც გადაწყვეტილებას იღებს, დაინახოს რეალური სურათი. ამ თვალსაზრისით, შეიძლება ზოგს მოსწონდეს ის დასკვნები, რაც დღეს გავაკეთეთ, ზოგს შეიძლება არა, მაგრამ ეს აბსოლუტურად გულწრფელი ხედვაა“, – განაცხადა გასუმიანოვმა.

რეიტინგის შედეგების შეჯამებისას, კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ სამეცნიერო საკითხებში, კომუნიკაციის რეჟიმის მონიტორინგის ხელმძღვანელმა, ვალენტინა კომლევამ განაცხადა, რომ არსებობს მთელი რიგი ფაქტორები, რომლებიც მნიშვნელოვანია პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე პროცესების გასაგებად.

„ახალი თაობებისა და ახალი ელიტების მსოფლმხედველობის თავისებურებები სულ უფრო აშკარა ხდება. არის თაობათა უფსკრული. ამ ახალ ელიტებს არ გააჩნდათ სსრკ-ში ცხოვრების გამოცდილება; მათ ჰქონდათ შეზღუდული ან პოლიტიზებული აღქმა სსრკ-სა და რუსეთის წვლილის შესახებ მათი ქვეყნების განვითარებასა და სახელმწიფოებრიობის მოპოვებაში. მათ აქვთ თანამედროვე რუსეთის გამარტივებული და ზოგჯერ სტერეოტიპული აღქმა. ეს ელიტები არ მონაწილეობდნენ ურთიერთობის პოსტსაბჭოთა მოდელის მშენებლობაში და ამიტომ პასუხისმგებელნი არ არიან ადრე მიღწეულ შეთანხმებებზე და რიგ შემთხვევებში მათ გადახედვას ისახავენ. ამ კონტექსტში, სომხეთი წელს ყველაზე თვალსაჩინოა“, – დასძინა კომლევამ.

ვალენტინა კომლევა

თავის მხრივ, რუსეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის ასოციაციის პრეზიდენტმა ევგენი მინჩენკომ აღნიშნა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში საკომუნიკაციო რეჟიმების დინამიკა შემაშფოთებელია.

„პირველ რიგში, მაწუხებს ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ყაზახეთი, სომხეთი და მოლდოვა. ყაზახეთი ერთ დროს პოსტსაბჭოთა სივრცეში ინტეგრაციის პიონერი იყო და ის, რომ ყაზახეთი რეიტინგში ქვევით იწევს, ჩემის აზრით, საკმაოდ საგანგაშო გარემოებაა. გარდა ამისა, მე სრულად ვიზიარებ შეფასებებს სომხეთთან დაკავშირებით. მეჩვენება, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლება თამაშობს თამაშს, რომელშიც ყველა შეცდომას და ხარვეზს რუსეთის ფედერაციას აბრალებს. სიტუაცია საგანგაშოა არა მხოლოდ რუსეთთან ურთიერთობის, არამედ სომხეთის მომავალი ბედის თვალსაზრისითაც“, – განაცხადა მან.

ევგენი მინჩენკო

მოამზადა ნანა ვაჰრამიანმა