გადატვირთვა აზერბაიჯანისა და ირანის ურთიერთობაში

ბოლო დღეებში აზერბაიჯანის პოლიტიკური ცხოვრების მთავარ მოვლენად რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ირანული ვიზიტი იქცა. ვიწრო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გარდა, მეზობელ ქვეყნებს ერთმანეთთან ისტორიული, კულტურული, ეთნიკური და რელიგიური კავშრები აერთიანებთ.

საბჭოთა კავშირის დაშლისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ირანისა და აზერბაიჯანის ურთერთობებში ბევრი რამ მოხდა. მათ შორის იყო, როგორც კარგი, ისე ცუდი დღეები. მაგალითად, ირანმა ერთ-ერთმა პირველმა აღიარა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა. თუმცა, როდესაც 90-იან წლებში აზერბაიჯანის ხელისუფლებაში “ეროვნული ფრონტი” მოვიდა, მისი ლიდერების გაუნათლებლობისა და პოლიტიკური გამოცდილების უქონლობის გამო, ოფიციალურ თეირანთან ურთიერთობა დაიძაბა. შემდეგ, ხელისუფლებაში ჰეიდარ ალიევის მოსვლის შემდეგ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა: მისი, როგორც სახელმწიფოს ხელმძღვანელის ერთ-ერთი ოფიციალური ვიზიტი, სწორედ ირანში შედგა. ირანის პრეზიდენტი ჰაშემ რაფსანჯანი ალიევს ძალიან თბილად დახვდა და მათი შეხვედრის შემდეგ ამ ქვეყნებს შორის ურთიერთობაც დათბა.

აზერბაიჯანში, ავად სახსენებელ 90-იან წლებში, სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების მსგავსად, ნგრევა, კრიზისი, ეკონომიკური პრობლემები და ა.შ. სუფევდა. იმ დროს აზერბაიჯანმა იაფი ირანული და თურქული პროდუქციით გაიტანა თავი.

ირანი მაშინ უკვე იყო აშშ-ს სამიზნე: ოფიციალური ვაშინგტონი საომარი მოქმედებების დაწყების შემთხვევაში არ გამორიცხავდა ირანზე აზერბაიჯანის ტერიტორიიდან შეტევას. თუმცა აზერნაიჯანი თავის ტერიტორიაზე ამერიკის სამხედრო ბაზის განთავსების კატეგორიული წინაარმდეგი იყო. უფრო მეტიც, იგი მხარს არასოდეს უჭერდა ირანის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკას. არც ისე ბევრი ქვეყანა არსებობს, რომლებიც ჯერ თეირანთან თანამშრომლობდნენ, შემდეგ კი ანტიირანული სანქციები უგულებელყვეს. საბოლოო ჯამში, ჯერ კიდევ ჰეიდარ ალიევის მიერ აღებული პოლიტიკური კურსი სწორი აღმოჩნდა.

აზერბაიჯანისა და ირანის ურთიერთობებზე საუბრისას, რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, უნდა ითქვას, რომ დღეს ირანში უფრო მეტი აზერბაიჯანელი ცხოვრობს, ვიდრე თავად აზერბაიჯანში. ცხადია, ის ფაქტორი, რომ აზერბაიჯანელებს ირანში მაღალი თანამდებობები უკავიათ, ამ ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობას დამატებით ელფერს სძენს.

საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ხალხი ერთად ცხოვრობდა და ერთად შრომობდა. ჩვენ ისტორია, კულტურა, საერთო წარსული და რელიგია გვაერთიანებს. ჩვენი ურთიერთობები ამ მყარ საფუძველზეა აგებული და დღეს აზერბაიჯანულ-ირანული კავშირები სტრატეგიული თანამშრომლობის საფეხურზე გადავიდა. ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს ერთმანეთს, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომლის წევრებიც ვიყავით », — განაცხადა ილჰამ ალიევმა.

მეორეს მხრივ, აზერბაიჯანი, ისევე, როგორ ირანი, იშვიათი სახელმწიფოა, სადაც უმეტესწილად შიიტური მოსახლეობა ცხოვრობს. სწორედ ამიტომ არის აზერბაიჯანისა და მისი მოსახლეობისადმი ირანის დამოკიდებულება განსაკუთრებული. სწორედ ამის დემონსტრირება მოახდინეს პრეზიდენტთან შეხვედრის ფარგლებში ისლამური სახელმწიფოს ოფიციალურმა პირებმა და უმაღლესმა რელიგიურმა ლიდერმა ალი ჰამენეიმ.

შეხვედრაზე ირანის უმაღლესმა რელიგიურმა ლიდერმა აიათოლა ჰამენეიმ აზერბაიჯანსა და ირანს შორის პოლიტიკურ და სხვა სახის კავშირებზე ისაუბრა.

«ისლამური განმანათლებლობისა და რელიგიური გამოვლინებებისადმი პატივისცემა ხალხს სხვადასხვა საფრთხეებისგან დაიცავს. აზერბაიჯანის პოლიტიკური სტაბილურობა, უსაფრთხოება, რელიგიურობა და აზერბაიჯანელი ერის აყვავება ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია და ჩვენ უნდა განვამტკიცოთ სოლიდარობა და ეკონომიკური კავშირები“, – განაცხადა აიათოლა ჰამენეიმ.

რელიგიურმა ლიდერმა სხვადასხვაგვარი რადიკალური იდეოლოგიის გაძლიერებაზეც ისაუბრა: “აზერბაიჯანი ზოგიერთი ძლიერი ისლამი მეცნიერის სამშობლოა და აზერბაიჯანელი ხალხი საკმაოდ კომუნიკაბელური და შეგნებულია. მიმაჩნია, რომ სახელმწიფო დახმარება და რელიგიური საქმიანობის ხელშეწყობა აზერბაიჯანელების გულებს შეეხებათ. ისლამური და შიიტური განმანათლებლობის გავრცელება საფრთხეებსა და გამოწვევებთან გამკლავებაში დაეხმარებათ”, – განაცხადა აიათოლა ჰამენეიმ.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თავის საპასუხო მოხსენებაში აზერბაიჯანსა და ირანს შორის ეფექტიანი მოლაპარაკებების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისივე თქმით, ბაქოს-თეირანის ახლო ურთიერთობამ, საერთო კულტურამ, რელიგიამ და ისტორიამ ირანი და აზერბაიჯანი მჭიდროდ დააკავშირა ერთმანეთთან. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა დაგმო ანტიისლამური განწყობა, რომელიც ზოგიერთ ქვეყანაში სუფევს და აიათოლა ჰამენეის მიმართა:

აზერბაიჯანელი ხალხი ძალიან აფასებს ისლამსა და შიიტიზმს. ჩვენს რეგიონში ისეთი პიროვნების არსებობა, როგორიც თქვენ ხართ, უფრო მეტ ძალასა და ენერგიას გვმატებს

მოგვიანებით, აზერბაიჯანში ირანის ელჩმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ელჩი და ალი ჰამენეი, არაფორმალურ შეხვედრაზე აზერბაიჯანულ ენაზე საუბრობდნენ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ორ ქვეყანას ერთმანეთთან მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები არ აკავშირებთ.

მსოფლიოში სულ უფრო მეტი ძალა ცდილობს ანტიირანულ კონფლიქტში აზერბაიჯანის ჩათრევას. თუმცა, ამ შემთხვევაშიც აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის პოზიციები ირანთან და რუსეთთან არის დაალხოვებული. რეგიონში მომხდარი ყველა უკანასკნელი მოვლენა, ძირითადად – აზერბაიჯანის რუსეთთან, ახლა კი ირანთან დაახლოვება, იმაზე მეტყველებს, რომ აზერბაიჯანი სამხრეთ კავკასიის რეგიონში “ტროას ცხენის” როლს კი არ ასრულებს, არამედ დაინტერესებულია რეგიონის ყველა ქვეყანასთან თანამშრომლობით.

ნიჯატ გაჯიევი