შსს-მ და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ “ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შემთხვევების გამოვლენის ხელშეწყობის შესახებ” ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. აღნიშნუკუ შეთანხმების მიზანია ადამიანით ვაჭრობის  პრევენციის ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების, ასევე მის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ამაღლების და გამოვლენის ხელშეწყობა.

“მემორანდუმი ითვალისწინებს კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობასა და ინფორმაციის გაცვლას, ასევე მხარეებს შორის გამოცდილების გაზიარებას, ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას”, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.