საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეჟისორი მარიამ გულბიანი პანკისის ხეობაში ფილმის გადაღებას “სანამ მამა დაბრუნდება” იწყებს. ფილმი ორი გოგონას ისტორიას მოგვითხრობს.

სცენარის მიხედვით, იიმან და ევა მეგობრები არიან და პანკისის ხეობის სოფელ ყვარელწყალში ცხოვრობენ. იიმანი 13 წლის არის, ევა – 12-ის. ქისტი გოგონების მამები ერთი წლის წინ საზღვარგარეთ გაემგზავრნენ. მას შემდეგ გოგონებს იშვიათად უკავშირდებიან. გოგონებისთვის ერთადერთი თავისუფალი სივრცე კინოგაკვეთილებია, რომელიც პროექტის “კინო სკოლაში” ფარგლებში მიმდინარეობს.

მხატვრულ ფილმს ეროვნული კინოცენტრის პროექტ “კინო სკოლის” პროგრამის ფარგლებში გადაიღებენ. გადაღებები პანკისის ხეობაში სექტემბერში დაიწყება. პროექტის აქტიური მხარდამჭერია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.