შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრი პოლონეთში, გდანსკის საერთაშორისო ფესტივალზე რეჟისორ რობერტ სტურიას სპექტაკლით “იულიუს კეისარი” წარდგება. ქართული დასი პოლონეთში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაემგზავრა.

გდანსკის შექსპირის ფესტივალი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თეატრალური ფესტივალია, რომელმაც 19 წლის მანძილზე ორმოცზე მეტი ქვეყნის 150-ზე მეტ თეატრალურ დასს უმასპინძლა.

ფესტივალი სხვადასხვა ქვეყნის სპექტაკლებს, ვოქშოფებს და კულტურულ შეხვედრებს მოიცავს, რომელშიც ყველა დროის ცნობილი რეჟისორები, მსახიობები და კრიტიკოსები იღებენ მონაწილეობას.

შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრი აღნიშნულ ფესტივალზე მეორედაა მიწვეული.