ევროპის ლიგის ტრიუმფატორი, ესპანური კლუბი “სევილია” საქართველოს დედაქალაქს 9 აგვისტოს, 21 საათზე ესტუმრა. ათენიდან თბილისში ჩამოსული დელეგაცია 230 წევრისგან შედგება.

“ბარსელონა”-“სევილიას” თამაში 11 აგვისტოს “დინამო არენაზე” გაიმართება.

“ბარსელონას” წევრები საქართველოში დღეს ჩამოფრინდებიან. კლუბი თამაშამდე ორ ვარჯიშს გამართავს – 10 აგვისტოს “დინამო არენაზე” და 11 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე.