ცნობილი რუსი ილუზიონისტი ძმები საფრონოვები ბაქოში ჩასვლასა და იქ რამდენიმე ახალი საილუზიონო ნომრის წარმოდგენას აპირებენ. კერძოდ, ექსპერიმენტის ჩატარება იგეგმება სამ „ცეცხლოვან კოშკზე“, რომლებიც თანამედროვე ბაქოს სიმბოლოდ მიიჩნევა.

როგორც «ANS PRESS-ი» იტყობინება, ამის შესახებ საფონოვებმა გამოცემა „მოსკოვი-ბაქოსთან“ ინტერვიუში განაცხადეს.

“ბაქოში ბოლოს როდესაც ვიმყოფებოდით, სამწუხაროდ ქალაქის გასაცნობი დრო პრაქტიკულად არ გვქონდა. სულ ერთხელ გავისეირნეთ ცოტა ხნით. ჩვენი ყურადღება განსაკუთარებით მიიპყრო სამმა კოშკმა, რომლებიც თავისი ფორმით ცეცხლის ენას მოგაგონებენ, მაშინ გაგვიჩნდა მათთან დაკავშირებით იდეა… მსგავსი ჯერ არავის არაფერი გაუკეთებია. შესაძლოა ჩვენ ვაიძულოთ ეს კოშკები, ადგილიდან დაიძრან ან საერთოდ გაქრნენ”, – განაცხადეს ილუზიონისტებმა, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, როდის ესტუმრებიან ბაქოს.

ძმებმა საფონოვებმა მხოლოდ დასძინეს, რომ ეს უკვე მალე მოხდება.