შინაგან საქმეთა სამინისტროში აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) თბილისის ოფისის ხელმძღვანელი პირები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებს არჩილ თალაკვაძეს და შალვა ხუციშვილს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მიმდინარე და განხორციელებული პროექტები, მიღწეული პროგრესი, სამინისტროს წინაშე არსებული გამოწვევები და საჭიროებები, დასახეს თანამშრომლობის სამომავლო გეგმები. შსს-ს წარმომადგენლებმა INL-ს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს.

როგორცშინაგან საქმეთა სამინისტროსი აღნიშნავენ, უწყება აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროსთან ნაყოფიერად თანამშრომლობს, რის შედეგადაც განხორციელდა მნიშვნელოვანი პროექტები ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის, ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის და კინოლოგიური დანაყოფის განვითარების მიმართულებებით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here