Illustration: Fortepan.hu

წელს მეორე მსოფლიო ომის დასრულების და ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავი აღინიშნება. ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით Dalma News-ის რედაქციამ სტატიების სერია მოამზადა.

1945 წლის ზამთრის დასასრულს, საბჭ ოთა ჯარებმა დასავლეთის ფრონტის მთელ სიგრძეზე წაიწიეს და დიდი სამამულო ომის საბოლოო ბრძოლას – ბერლინის დაპყრობას მიუახლოვდნენ. მთელ რიგ ადგილებში, ნაცისტები უკან იხევდნენ. საბჭოთა არმია, მართალია ძირად უჯდებოდა, მაგრამ მაინც იმარჯვებდა. ბუდაპეშტის განთავისუფლება ერთ-ერთი ყველაზე რთული ოპერაციაა, რომლის წარმატებასაც თან ახლდა დიდი დანაკარგები და უკიდურესი დაძაბულობა.

ჰიტლერმა ისიც კი თქვა, რომ იგი ბერლინს უფრო დათმობდა, ვიდრე ბუდაპეშტს. ცხადია, ნავთობის ბოლო მარაგების დაკარგვა, რომელიც უნგრეთის ნაჯიკანიზის რეგიონში, არც ისე დიდი, მაგრამ სტაბილური საბადოდან მოიპოვებოდა, ჯარისთვის საწვავის მიწოდების სრულად შეწყვეტას ნიშნავდა. გარდა ამისა, 1944 წლის ზამთრისთვის, უნგრეთი გერმანიის ერთადერთი მოკავშირე იყო: ქვეყნის მმართველმა, მიქლოშ ჰორტმა სსრკ-სთან ომის პერსპექტივების გაანალიზებით, დაზავება გადაწყვიტა, მაგრამ გერმანელებმა იგი ხელისუფლებას ჩამოაშორეს და ბუდაპეშტში პარტია “ჯვაროსნული ისრების” ლიდერი, ფერენც სალაში დასვეს. სწორედ სალაშმა მიიყვანა ქვეყანა საბოლოო კაპიტულაციამდე.

 ბუდაპეშტი, 1945г.

ფიურერმა ბუდაპეშტი ქალაქ-სიმაგრედ გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავდა, რომ უნგრეთის დედაქალაქის რაიმე საბაბით ჩაბარება არ შეიძლებოდა. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, ქალაქის შიგნით და მის შემოგარენში 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. ჰიტლერელებმა ამ ქალაქში სერიოზული ძალის მობილიზება მოახდინეს და ერთხმად აცხადებდნენ, რომ ბუდაპეშტი საბჭოთა არმიისთვის იგივე მნიშვნელობის იყო, როგორც რეიხისთვის – სტალინგრადი. ეს გასაგებიცაა: ზემოთ ნახსენები მიზეზების გამო, ბუდაპეშტი ავსტრიის და ბერლინისკენ პირდაპირ გზას ხსნიდა, რაც ნაცისტური გერმანიისთვის გარდაუვალ დასასრულს ნიშნავდა.

მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, დაიწერა სიმღერა, რომელიც ლეგენდად იქცა. სიმღერის ტექსტში შემდეგი სიტყვებია: „და მის მკერდზე ბრწყინავდა მედალი ქალაქ ბუდაპეშტისთვის“. უნგრეთის დედაქალაქი სიმღერაში, არც შემთხვევით და არც რითმისთვის იყო მოხსენიებული, ამ მედლის მფლობელმა საშინელი ომის წარმოუდგენელი ჯოჯოხეთი გამოიარა.

გერმანული არმიის პოზიცია ბუდაპეშტში, 1945 წელი © ullstein bild/ullstein bild via Getty Images

ფაქტობრივად, გარე ფრონტზე ძლიერი კონტრშეტევის მოგერიების საჭიროების გამო, საბჭოთა ხელმძღვანელობას ბუდაპეშტის რაიონში გერმანული ჯარების გასანადგურებლად საკმარისი ძალების გამოყოფა არ შეეძლო, ამიტომაც ოპერაცია 1945 წლის თებერვლამდე გახანგრძლივდა.

1944 წლის 29 დეკემბერს სისხლისღვრის თავიდან აცილების და უნგრეთის დედაქალაქის შენარჩუნების მიზნით (საბჭოთა ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ არ სურდა ლამაზი ქალაქის განადგურება), მტრის გარნიზონს ჩაბარების ულტიმატუმი წარედგინა. პარლამენტარები ორივე ფრონტიდან, კაპიტნები ოსტაპენკო და შტეინმეცი, ხელშეუხებლობის საერთაშორისო უფლებების და წესიერების ყველანაირი ნორმის დარღვევით დახოცეს, ულტიმატუმი გააუქმეს. საბრძოლო მოქმედებები მოწინააღმდეგის სრულ განადგურებამდე დაუყოვნებლივ დაიწყო: შეიქმნა „ბუდაპეშტის ჯარების დაჯგუფება“ გვარდიელების და სამი ქვეითი კორპუსის, საზღვაო ქვედანაყოფის ბრიგადის, 5 საჰაერო არმიის და საარტილერიო ნაწილების შემადგენლობაში.

საბჭოთა სამხედროები ბუდაპეშტის ქუჩებში ბრძოლისას, 1945 წელი
 © ბორის ლოსინი, ლ. ლეონიდოვი/ТАСС

დაახლოებით ერთ თვეში ჩვენმა შენაერთებმა რუმინული ნაწილების მხარდაჭერით, ბუდაპეშტის აღმოსავლეთ რაიონებს დაარტყეს და ქალაქის ეს ნაწილი დაიკავეს. მტრის თითქმის 100 ათასიანი გარნიზონი აღარ არსებობდა, ტყვედ დაახლოებით 63 ათასი სამხედრო და ოფიცერი წამოიყვანეს; განადგურდა და საბჭოთა არმიის ხელში აღმოჩნდა ათასობით სამხედრო ტექნიკა. მტრის მხოლოდ მცირე ნაწილმა მოახერხე ბუდაპეშტისკენ დახევა, თან უკან, მდინარე დუნაიზე ყველა ხიდი ააფეთქეს. ბოლო, ძალიან მძიმე ბრძოლა, რომელიც 25 დღის განმავლობაში გაგრძელდა, საბჭოთა შენაერთებმა ბუდაპეშტის ცენტრისკენ გაიწიეს და 13 თებერვლისთვის უნგრეთის დედაქალაქს სრულად დაეუფლნენ.

ბუდაპეშტის განთავისუფლებით აღმოსავლეთ ევროპაში წითელი არმიის სამხედრო მოქმედებების მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა. ნაცისტური არმიის “სამხრეთის” ჯგუფისთვის სერიოზული ზიანის მიყენებით საბჭოთა არმიამ ჩეხოსლოვაკიაში , უნგრეთსა და ავსტრიაში ოპერაციების მომზადება და ჩატარება შეძლო. ამასთანავე, მეორე და მესამე უკრაინული ფრონტის აუნაზღაურებელმა დანაკარგმა 80 ათას სამხედროს და ოფიცერს გადააჭარბა, ხოლო დაახლოებით 320 ათასი დაიჭრა.

ბუდაპეშტის ერთ-ერთი ქუჩა ქალაქის განთავისუფლების შემდეგ, 1945 წელი
 © ევგენი ჰალდეი/ТАСС

ბუდაპეშტის ოპერაციაში თავი გამოიჩინა გენერალ-ლეიტენანტმა ჰაიკ თუმანიანმა. გამოცდილმა ტანკისტმა, რომელიც 46-ე საყოველთაო არმიის, მე -5 და მე -6 სატანკო ჯარების სამხედრო საბჭოს წევრი იყო, საბრძოლო გზა ვორონეჟიდან და სტალინგრადიდან ბუდაპეშტამდე და ავსტრია, ჩეხოსლოვაკია და შორეულ აღმოსავლეთამდეც გაიარა.

სატანკო არმიის გენერალ-მაიორმა ბორის სუპიანმა წარმატებით უხელმძღვანელა მეორე უკრაინული ფრონტის საჯარისო შენაერთს არაერთი ბრძოლის დროს, მათ შორის იყო ბუდაპეშტის სტრატეგიული ოპერაციაც. მისი ხელმძღვანელობით ქვედანაყოფებმა სერიოზული წვლილი შეიტანეს უნგრეთის დედაქალაქის აღებისას ბუდაპეშტის განთავისუფლებაში. შემდეგ, ბაიკალის ფრონტის შემადგენლობაში სუპიანმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ხინგანო-მუკდენის სტრატეგიულ ოპერაციაში, იაპონიაში კვანტუნის არმიის დამარცხებაში.

როდესაც უნგრეთის განთავისუფლებაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც სამხედრო კი არა, პროფესიით ექიმია. უნგრეთში დღემდე ახსოვთ არა ერეციანი, რომელიც 1944 წელს, სალაშის რეჟიმის დროს, საავადმყოფოს, სადაც დაახლოებით 350 ათასი ებრაელი იყო, ხელმძღვანელობდა და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დაეხმარა მათ.

საინტერესოა, რომ ერეციანი (დაიბადა კონსტანტინეპოლში. ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როდესაც მისი ოჯახი ბუდაპეშტშტი გადავიდა) 1930-იანი წლების დასაწყისში სალაშის პარტია „ჯვაროსნული ისრების“ წევრი იყო. თუმცა სალაში, მაშინ ფაშისტი არ ყოფილა და არც მისი პარტიის დღის წესრიგში ყოფილა ნაციონალისტური ელემენტები. ერეციანმა პარტია მაშინვე დატოვა, როდესაც სალაში ებრაელების დევნის თაობაზე აკეთებდა მოწოდებებს. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მან თავისი მოწოდებები მოქმედებაში მოიყვანა.

არა ერეციანი მაუღლე – მარია , ქალიშვილ – სოფი და ვაჟ – არასთან ერთად, 1956 წელი

მიუხედავად ამისა, უკვე მმართველი პარტიიდან გამოსული ერეციანი ბუდაპეშტის ერთ-ერთი კვარტლის სამოქალაქო თავდაცვის განყოფილების მეთაურად დანიშნეს. დიდი შიშისა და რისკის მიუხედავად მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ იმდენ ებრაელს დახმარებოდა, რამდენსაც შეძლებდა.

მან საკუთარი თვალით ნახა როგორ გააგზავნეს ებრაელები უნგრეთიდან ოსვენციმში და ამ ტრაგედიამ მას გამოსავლის ძიებისკენ უბიძგა. მან მოაწყო კლინიკა ისეთ შენობაში, რომელიც შვედეთის საელჩოს იურისდიქციაში იმყოფებოდა და სწორედ იქ მალავდა ებრაელებს.

კლინიკაში, რომლის ძირითად ხარჯებს ექიმი თავად ფარავდა, სხვადასხვა დროს დაახლოებით 40 ებრაელი ექიმი ცხოვრობდა თავის ოჯახებთან ერთად. ერეციანმა ებრაელებისთვის ყალბი და საკმაოდ ხარისხიანი დოკუმენტების დამზადება მოახერხა.

არა ერეციანი, 90-იანი წლების ბოლო

არა ერეციანმა ყველა თავისი ძველი პარტიული კავშირი გამოიყენა იმისათვის, რომ ებრაელების შედარებით უსაფრთხო ქვეყნებში გადასაყვანად ლიცენზია და ნებართვა მიეღო. ეს ადამიანი გერმანული, ან სხვა ეროვნების, რომლებთანაც ფაშისტები შედარებით შემწყნარებლები იყვნენ, გვარებით ტოვებდნენ საზღვარს.

ბუდაპეშტის განთავისუფლების შემდეგ გაირკვა, რომ არა ერეციანმა ოთხასამდე ებრაელი გადაარჩინა.

ათწლეულების შემდეგ, 1981 წელს, ჰოლოკოსტის და ისრაელის გმირობის ეროვნულმა მემორიალმა – იადვა-შემ – ერეციანს „მსოფლიოს ხალხებს შორის მართლის“ წოდება მიანიჭეს. ეს წოდება იმ არაებრაელებისთვის არის გათვალისწინებული, რომლებმაც ნაცისტური ოკუპაციის წლებში, სხვადასხვა ქვეყნებში ებრაელები საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინეს.

რუბენ გიულმისარიანი

ფოტოებზე: Illustration: Fortepan.hu