სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების პროცესის აშკარა წარუმატებლობის ფონზე, ერევანში შიდაპოლიტიკური დაძაბულობა იზრდება.

სომხეთის ხელისუფლება, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სახით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ხალხს აიმედებდა, რომ 2023 წლის ბოლომდე აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულებას გააფორმებდა და რომ ის აუცილებლად პერსპექტიული იქნებოდა. აღნიშნული შეთანხმება უნდა ყოფილიყო ერთგვარი კომპენსაცია მთიან ყარაბაღზე კონტროლის სრული დაკარგვისა და ამ რეგიონიდან სომხური მოსახლეობის მასობრივი განსახლებისთვის. თუმცა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, 2022 წლის 6 ოქტომბერს პრაღაში აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე ხელმოწერის მოპოვების შემდეგ, ოსტატურად „გადახტა“ რუსეთის პლატფორმაზე და ფაშინიანი ხელმოცარული დატოვა. ახლა, ალიევი დაჟინებით ითხოვს რუსეთის ეგიდით მოლაპარაკებების გაგრძელებას, რაც მოსკოვთან ურთიერთობა გაფუჭებულ ფაშინიანს ბუნდოვან პოზიციაში აყენებს. ამ ფონზე, სომხეთში შიდაპოლიტიკური ვითარება მწვავდება.

ამავდროულად, სოციოლოგიური კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, სომხურ მოსახლეობას უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულება აქვს, როგორც ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის, რომელმაც ფაქტობრივად დათმო არცახი (მთიანი ყარაბაღი), ასევე სომხეთის ყოფილი მმართველების მიმართ, რომლებიც ფაშინიანმა 2018 წელს ე.წ. „ხავერდოვანი რევოლუციის“ შედეგად დაამხო. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, სომხეთის მოსახლეობის 80%-ზე მეტი არც ფაშინიანის მმართველ პარტიას “სამოქალაქო შეთანხმებას” და არც „ყოფილ“ მმართველებთან დაკავშირებულ პოლიტიკურ ძალებს – რობერტ ქოჩარიანს, სერჟ სარგსიანს და ლევონ ტერ-პეტროსიანს ენდობა. ამგვარად, სომხეთში ჩიხური ვითარებაა, რამაც ხელი შეუწყო შიდა არეულობას, მზარდ უკმაყოფილებას და აპათიას ამომრჩეველთა შორის. ერთადერთი რეალური გამოსავალი არის ძლიერი “მესამე ძალის” ფორმირება – პარტიებისა და სოციალურ-პოლიტიკური მოძრაობების ალიანსი, რომლებიც არ ასოცირდება არც პაშინიანთან და არც “ყოფილებთან”.

მოგეხსენებათ, ნებისმიერი დაძაბულობა, რომელიც პიკს აღწევს, აუცილებლად პოულობს გასაჟონს და შემდეგ ლავასავით იფრქვევა. ანალოგიური რამ მოხდა, ქალაქ ერევნის ერთ-ერთი პოლიციის უფროსის მოადგილის, ვარდან გუკასიანის (მეტსახელად „დოგი“, რომელიც აშშ-ში იმყოფება) აქტიური და ძალიან ეფექტური გამოსააშკარავებელი საქმიანობით. „დოგი“ თავის გავლენას სხვადასხვა მედიაპლატფორმაზე საჯარო განცახდებებით აძლიერებს და წარმატებით იბირებს ნიკოლ ფაშინიანის ამომრჩეველთა იმ ნაწილს, რომელიც რევოლუციის შედეგებით იმედგაცრუებულია და მიაჩნია, რომ 2018 წელს მოატყუეს.

ვარდან გუკასიანთან პაშინიანის ელექტორატის ის ნაწილი მიედინება, რომელსაც დადგმული „რევოლუციისთვის“ შურისძიება სწყურია , თუმცა ამავდროულად არ სურს 2018 წელს დამხობილი „ყოფილების“ რევანში. ზოგიერთი შეფასებით, “დოგ”-ის თანამგრძნობთა საერთო რაოდენობა მოსახლეობის აქტიური ნაწილის 60%-ს აღწევს, ხოლო ფაშინიანის რეიტინგი კლების ტენდენციით 15%-ს უახლოვდება. უახლოეს დღეებში არჩევნები რომ ჩატარდეს, „დოგ”-ის პარტია სომეხი ამომრჩეველელის 18-20%-ს მაინც მოიპოვებს.

ვარდან გუკასიანმა პარტია “საზოგადოებრივი ხმის” სახით, თავისი პოლიტიკური გავლენის კაპიტალიზირება უკვე მოახერხა-სომხეთის დედაქალაქ ერევნის უხუცესთა საბჭოს არჩევნების შედეგების შემდეგ, იქ მცირე ფრაქცია შექმნა. თუმცა, ამ პარტიაში განხეთქილება მოხდა და „დოკი“ იძულებული გახდა დაეარსებინა ახალი პარტია „დოკ“, რომელიც სომხური ტრანსკრიფციის პირველი ასოების მიხედვით, იშიფრება როგორც „დემოკრატია“. Კანონი. დისციპლინა“.

თუმცა, ვარდან გუკასიანის პარტიის გარდა, ათობით სხვა, მანამდე უცნობი და არც თუ ისე გავლენიანი პოლიტიკური ძალაც აქტიურობს, რომლებმაც საზოგადოებრივი პროტესტისა და ზემოთ აღწერილი ტრადიციული პარტიების მიმართ უნდობლობის პირობებში, გარკვეული მოწონებაც დაიმსახურეს. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, არაერთმა სომხურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალტერნატიული ძალების კონსოლიდაციის პროცესი (ალიანსი- „მესამე ძალის“ ფორმირება) არა სპონტანურად, არამედ ოსტატურად კოორდინირებულია ცნობილი არმან ვარდანიანის მიერ, რომელიც. არაერთი მედიასაშუალების მფლობელი და ეროვნული მოძრაობა „ერთობის” ლიდერია.

პრესაში გაჟონილი ინფორმაციის თანახმად, ვარდანიანი, რომელმაც მანამდე განაცხადა, რომ არცახის დაშლისა და საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე საბედისწერო შეცდომების შემდეგ, ნიკოლ ფაშინიანი, ვეღარ აკონტროლებს ვითარებას და ვალდებულია გადადგეს, შიდა პოლიტიკურ ასპარეზზე “რუხი კარდინალის” ფუნქციას ასრულებს.

პრესაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ არმან ვარდანიანი და ვარდან გუკასიანი ფაშინიანის დამხობის მიზნით, გაერთიანებას აპირებდნენ. ამისთვის ისინი აქტიურად მუშაობენ მესამე ალტერნატიული ძალის ახალი პლატფორმის შექმნაზე. როგორც ჩანს, „მესამე ძალა“ იქნება როგორც არასაპარლამენტო პარტიებისა და სოციალური მოძრაობების ალიანსი. მისი მიზანია მოემზადოს, ან სომხეთში ვადამდელი არჩევნებისთვის და მათში გამარჯვებისთვის, ან საყოვრლთაო ბოიკოტის გზით, ფაშინიანის მთავრობის დამხობისთვის, რაც მოიცავს არა მხოლოდ შიდა რესურსებს, არამედ სომხური დიასპორის ფართო შესაძლებლობებს.

არევიკ სირუნიანი