მსოფლიო ჩემპიონატი ტრიატლსა და ბიატლში, რომელმაც სტარტი ბათუმში აიღო, საქართველოს ნაკრების სახელით მოასპარეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელმა გიორგი ბერძენიშვილმა, ჩემპიონატის მესამე დღეს, ინდივიდუალურ გამოსვლაში ბიატლში ოქროს მედალი მოიპოვა.

წარმატებულმა სპორტსმენმა საქართველოს ნაკრებს ჯამში სამი – 1 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი შეჰმატა.

მსოფლიო ჩემპიონატი ბიატლსა და ტრიატლში საქართველოში პირველად, თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირის, საქართველოს თანამედროვე ხუთჭიდის და ტრიატლონის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.