ცოტა ხნის წინათ Vogue-ს რუსული გუნდის წარმომადგენლები სომხეთს  მსოფლიოში ცნობილ სუპერმოდელ, Victoria’s Secret-ის “ანგელოზ”, სტელა მაქსველთან ერთად ესტუმრნენ. მოდელმა სომხური ეროვნული ხალიჩებისა და გამაოგნებელი სილამაზის პეიზაჟების ფონზე Givenchy, Chloé-სა და სხვა ცნობილი ბრენდების ტანსაცმელი წარადგინა. სტელამ სომეხი ქალის იმიჯიც მოირგო და სომხურ ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა ფოტოები გადაიღო.

ფოტოსესიის ავტორია ფოტოგრაფი დავით მუშეგიანი, რომელმაც ამ მოვლენასთან დაკავშრებით ჩანაწერი გააკეთა: “სტელა მაქსველთან და Vogue Russia-სთან ერთად ვიმოგზაურეთ სომხეთში. ძალიან აღელვებული ვარ. მე სომეხი ვარ და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფოტოსესიაა“.

დავითის ფოტოები, სტელა და Vogue-ის მთელი რუსული გუნდი მასალაში სახელწოდებით – “სომხეთი სამი დღის განმავლობაში Vogue Russia-ს გუნდთან ერთად”.

Vogue-ის რუსული გუნდისა და Victoria’s Secret-ის “ანგელოზ” სტელა მაქსველის თვალით დანახული უნიკალური მონასტერი, კინემატოგრაფიული პეიზაჟები და თანამედროვე სომხეთის ეროვნული გმირები.

ჩვენი მუდმივი ავტორი ამერიკელი ფოტოგრაფი დავით მუშეგიანი პირველად  სომხეთში რამდენიმე თვის წინ ჩავიდა და მოიხიბლა თავისი ისტორიული სამშობლოს სილამაზით. ამიტომ, როდესაც მას Vogue-ის რუსულ გუნდთან ერთად ეთნიკური სამოსის გადაღება შესთავაზეს, თავად ურჩია გუნდს ერევანში გამგზავრება. მასთან ერთად კალიფორნიიდან მისი მეგობარი Victoria’s Secret-ის “ანგელოზ” სტელა მაქსველიც გაემგზავრა.

Vogue -ის სომხეთში ყოფნის სამი დღის განმავლობაში რამოდენიმე ათასი ფოტო გადაიღეს. წარმოგიდგენთ ამ ქვეყნაში ექსპედიციის ქრონიკას.

სომხეთი, პირველ რიგში, ცნობილია ტაძრებითა და მათთან დაკავშრებული ლეგენდებით. თითოეული მონასტრიდან წარმოუდგენელი სილამაზის ხედები იშლება. მაგალთად, არარატზე ხორ ვირაპის გამოქვაბულიდან გადაშლილი ხედი
სომხეთი, პირველ რიგში, ცნობილია ტაძრებითა და მათთან დაკავშრებული ლეგენდებით. თითოეული მონასტრიდან წარმოუდგენელი სილამაზის ხედები იშლება. მაგალთად, არარატზე ხორ ვირაპის გამოქვაბულიდან გადაშლილი ხედი
ერევნიდან 20 წუთის სავალზე, სოფელ გარნიში სახლებს დღესაც შერჩენიათ ძველი სახე

Vogue-ის გუნდი მხატვარ ლუსიკ აგულეცის, ეროვნული კოსტიუმ-ტარაზების კოლექციონერსა და საკუთარი მუზეუმის მფლობელსაც ესტუმრა. სომხური ტარაზი – გრძელი პერანგ-ხალათია, რომელიც წელზე თოკით იკვრება და თავსაფარიც ახლავს. თავად ლუსიკი ყოველთვის ტარაზშია გამოწყობილი.

სტელა გამოწყობილია Givenchy by Riccardo Tisci-ის აბრეშუმის მაისურში,  ქვედაკაბასა და ტყავის ყელიან ფეხსაცმელში
ერთი დღე მიეძღვნა სევანში მოგზაურობას. სუფთა წყლისა და მთის სუფთა ჰაერის გარდა, შესანიშნავი სანახავია IX საუკუნის მონასტერი სევანავანკი
ერთი დღე მიეძღვნა სევანში მოგზაურობას. სუფთა წყლისა და მთის სუფთა ჰაერის გარდა, შესანიშნავი სანახავია IX საუკუნის მონასტერი სევანავანკი
საუკეთსო სუვენირები სომხეთიდან: სუნელები, ბასტურმა, ნიგვზის ჯემი, ვერცხლის სასწორი და ჯამები.

ერევნელი ვარსკვლავი, დუდუკზე დაკვრის ოსტატი, ფილმ “გლადიატორის” მუსიკის ავტორი და “ოქროს გლობუსის” მფლობელი ჯივან გასპარიანი. 80 წლის ოსტატმა გადამღები ჯგუფისთვის, რამდენიმე მელოდია შეასრულა, ხოლო სრული კონცერტის მოსასმენად მოსკოვში დაპატიჟა. ნოემბერში იგი მაყურებლის წინაშე “კროკუს სითი ჰოლში” წარსდგება.

Chloé-ს მელიის ბეწვის სამოსი, აბრეშუმის კაბა და ტყავის ფეხსაცმელები
Chloé-ს მელიის ბეწვის სამოსი, აბრეშუმის კაბა და ტყავის ფეხსაცმელები
Paul & Joe-ს ქურთუკი, Chloé-ს აბრეშუმის კაბა, Vanessa Seward-ის  ყელსაბამი
Paul & Joe-ს ქურთუკი, Chloé-ს აბრეშუმის კაბა, Vanessa Seward-ის  ყელსაბამი

სად ჩერდებიან ცნობილი ადამიანები, პოლიტიკოსები და ფეხბურთელები? სასტუმრო “მარიოტ სომხეთ ერევანში”. სწორედ აქ ცხოვრობდა წინაპართა მიწაზე  პირველი მოგზაურობისას კიმ კარდაშიანი თავის მეუღლესთან, კანიე უესტთან ერთად.

ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა დედაქალაქში რესპუბლიკის მოედანზე იმართება. იქვეა “მარიოტიც”, სადაც Vogue-ს რუსული გუნდი დაბინავდა. მთელი დღის განმავლობაში, ქალაქში წინ და უკან სიარულის შემდეგ, სასიამოვნოა სასტუმროს წინ  SPA-ში შესვლა და სასიამოვნო მასაჟის მიღება, რაც შესანიშნავად აღადგენს ძალებს  ღამის ერევანში დროის გასატარებლად. სასტუმროში სულ 5 რესტორანი და კაფეა. გუნდმა Meeting Point-ის ტერასაზე ივახშმა, ისადილა Cucina-ში, სადაც შეფმზარეული როლ გრაბერი იტალიური სამზარეულოს კერძებს ამზადებს.

აეროპორტისკენ მიმავალმა სტელამ ავტომობილის გაჩერება ითხოვა და ყაყაჩოების  თაიგული შეკრა. სომხეთში წითელი ფერი ქალურობის სიმბოლოა.

ორიგინალური მასალა აღებულია საიტიდან Vogue Россия.