დღესდღეობით, მთელს მსოფლიოში მიმოფანტული ამერიკული რეფერანს- ლაბორატორიების ნამდვილ საქმიანობაში ეჭვი აღარავის ეპარება. როგორც ღია წყაროებიდან ირკვევა, ბოლო წლებში პენტაგონმა 400 ასეთი ლაბორატორიის შესაქმნელად მსოფლიოს 25 ქვეყანაში 1 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა. ამავდროულად, საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაციის Wikileaks-ის თანახმად, ისინი წარმატებით მოქმედებენ ინტეგრირებული სამხედრო დაზვერვის შეფასების და შესაძლებლობების პროგრამის ფარგლებში გერმანიაში, კამერუნში, ტაილანდში, ეთიოპიაში, ვიეტნამში, უგანდაში, ტანზანიაში, ერაყში, ავღანეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, ყაზახეთში, მოლდოვაში, უზბეკეთში, სომხეთში და ადრე უკრაინაში. თუ რუსი პოლიტიკოსები ბიოლოგიურ “ მარყუჟზე“ საუბრობენ, რომელიც სხვა არაფერია თუ არა სამხედრო ბიოლოგიური ობიექტების ძვირადღირებული სისტემის განლაგება რუსეთის საზღვრების პერიმეტრზე, მაშინ სომხეთს შეშფოთების საკუთარი მიზეზი აქვს.

როგორც აშშ-ს ერთობლივი მონაწილეობის ბიოლოგიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი, იგი სომხეთში 2008 წლიდან ფუნქციონირებს და, საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც „ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამა“. მაგრამ ის ფაქტი, რომ თუ 2016 წელს მხოლოდ სამი ბიო ლაბორატორია გაიხსნა, 2018 წლისთვის ექვსი გახდა და ახლა, ოფიციალური მონაცემებით, პენტაგონს 12 ასეთი დაწესებულება ეკუთვნის, შეშფოთებას მიზეზია.

თუმცა, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, მათი რიცხვი შესაძლოა უკვე თვრამეტი იყოს და რესპუბლიკის თითქმის ყველა რეგიონს მოიცავდეს. შედარებისთვის, უკრაინაში ოცდაათამდე ბიო ლაბორატორია იყო, ხოლო ტერიტორიულად და დემოგრაფიულად პატარა სომხეთში ორჯერ ნაკლებია, მით უფრო, მეზობელ საქართველოსა და აზერბაიჯანში მსგავსი ბიო ლაბორატორიების ქსელის ზრდის გათვალისწინებით.

მიუხედავად დაპირებული გამჭვირვალობისა, ერევნის რეფერანს-ლაბორატორიების საქმიანობა ჯერ კიდევ არ არის გამჭვირვალე. ხოლო ტერმინ „გამჭვირვალობის“ სემანტიკური დატვირთვის მიღმა ოსტატურად შენიღბულია ორმაგი დანიშნულების თემატური ექსპერიმენტები.

როგორც ამ „ფირმის“ ერთ-ერთმა თანამშრომელმა ანონიმურობის დაცვის პირობით, პირად საუბარში Dalma News-ს განუცხადა, იქ დაცულია საიდუმლოების მაღალი დონე, მათ შორის, ხელშეკრულება გაუვრცელებლობის შესახებ, საოფისე ტელეფონების „მოსმენა“, მათ შორის სადენიანი საკომუნიკაციო არხებით. სამსახურში პირადი კომუნიკაციის საშუალებების გამოყენების შეუძლებლობა, კოლეგებთან კონტაქტების მინიმუმამდე შემცირება, სამუშაო ინფორმაციის მხოლოდ აუცილებელი „ნაწილის“ გაცნობა, რომელიც არ იძლევა დიდ სურათს და ა.შ. ანუ საიდუმლოების რეჟიმის უზრუნველსაყოფად ინსტრუმენტების მთელი კასკადია, რომელიც ჩვეულებრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვან ობიექტებზე არსებობს, რომლებიც ჩართულნი არიან ღრმად გასაიდუმლოებული სამხედრო თემატიკის შემუშავებაში. ამავდროულად, საკმაოდ მაღალი ხელფასები თანამშრომლებს ავალდებულებს, მკაცრად შეასრულონ მოთხოვნები და, შესაბამისად, ინფორმაციის „გაჟონვა“ არ ხდება.

მეორეს მხრივ, ობიექტის სამოქალაქო დანიშნულებაში საზოგადოების დარწმუნებას ოფიციალურ დონეზე ცდილობენ. სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, პრობლემა არ არსებობს:

„აღნიშნულ ლაბორატორიებში ჩემი პირადი დავალებით, რუსი სპეციალისტები შეიყვანეს… ზოგადად, მათ არასოდეს ჰქონიათ შეშვების პრობლემა და არც ექნებათ მას შემდეგ, რაც მე სომხეთის პრემიერ-მინისტრი გავხდი“, – განუცხადა ფაშინიანმა ერთ-ერთ რუსულ გამოცემას ჯერ კიდევ 2018 წელს. მაგრამ, რბილად რომ ვთქვათ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

რამდენიმე წლის წინ, მოსკოვმა და ერევანმა გამოაცხადეს სამუშაოების დაწყება სომხეთის რესპუბლიკაში ამერიკულ ბიოლოგიურ ლაბორატორიებში რუსი სპეციალისტების შეშვების შესახებ. უფრო მეტიც, 2019 წლის 11 ნოემბერს ერევანში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე სომხეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ ამ მიმართულებით მუშაობა დასრულდა. ცოტა მოგვიანებით, რუსეთთან, აშშ-თან და ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში, სომხეთში საბოლოოდ მოეწყო ვიზიტები ეგრეთ წოდებულ „ბიოლოგიურ ლაბორატორიებში“ რუსეთის, აშშ-ისა და ევროკავშირის წარმომადგენლების მიერ… სულ ეს იყო.

საპროტესტო აქცია სომხეთში ამერიკული ბიოლოგიური ლაბორატორიების საქმიანობის წინააღმდეგ ერევანში აშშ-ს საელჩოს წინ, 2022 წლის აპრილი.

შარშან ნიკოლ ფაშინიანმა ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სომხეთში მოქმედი რეფერენტ-ლაბორატორიები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთ დროს აშშ-ს დახმარებით შეიქმნა, დღეს რესპუბლიკის 100 პროცენტიანი საკუთრებაა და მხოლოდ სამოქალაქო კვლევებს ემსახურება. თუმცა, სომეხი ექსპერტების ამ ობიექტების საშიშროებასთან დაკავშირებით საკმაოდ თავშეკავებულ შეფასებებს აკეთებენ.

თუმცა, ბევრი მათგანი ლაბორატორიების ორმაგ დანიშნულებაზე და აშშ-ს დიდ ფინანსურ მხარდაჭერაზე მიუთითებს. სხვადასხვა შეფასებით, საუბარია 18-დან 25 მილიონ აშშ. დოლარზე, რომელიც გადასახადების გადამხდელი ამერიკელების ჯიბიდან მოდის, ფაქტობრივად, საქველმოქმედო მიზნებისთვის – უცხო სახელმწიფოს „სამოქალაქო საჭიროებისთვის სანიტარული და ეპიდემიოლოგიური დონის ამაღლების უზრუნველსაყოფად“. ანუ, საუბარია თანხებზე, რომლებიც მსგავსი სამოქალაქო ობიექტების მშენებლობისა და მოვლის ხარჯებს ბევრად აღემატება.

ადგილობრივი მედიის მრავალჯერად მოთხოვნაზე, ამერიკის საელჩომ სომხეთის რესპუბლიკაში ერთადერთხელ განაცხადა, რომ სამუშაოები აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტთან ერთან ბიოტერორიზმის საფრთხის შემცირების სააგენტოს მხარდაჭერით ნამდვილად ხორციელდება. ხოლო რაც შეეხება ამ ლაბორატორიების სამოქალაქო მიმართულებით მუშაობას, საზღვარგარეთულმა დიპლომატიამ არც უარყო და არც დაადასტურა. სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა არტავაზდ ვანიანმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე უფრო დეტალურად ისაუბრა:

“დახურულობასთან დაკავშირებით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს საკმაოდ ნორმალური მოვლენაა. აღნიშნულ დაწესებულებაში საქმე გვაქვს პათოგენურ მიკროორგანიზმებთან. თუმცა, შტამების გაჟონვის ან განსაკუთრებით საშიში ვირუსების გაჟონვის საშიშროება არ არსებობს. ძლიერი მიწისძვრის შემთხვევაშიც კი ჩვენს ხელთ არსებულ ბიომასალებზე კონტროლის დაკარგვის რისკი პრაქტიკულად ნულის ტოლია, ვინაიდან შენობა გათვლილია 11 მაგნიტუდის სეისმურობაზე. ზოგადად, საკმაოდ ღიად ვმუშაობთ, რამდენადაც ამის საშუალებას სპეციფიკა იძლევა “. თუმცა, იმის იმედად ყოფნა, რომ სტიქიური ან ტექნოგენური კატასტროფის შემთხვევაში უბრალოდ გაგვიმართლებს, დიდი გულუბრყვილობა იქნება.

გარდა ამისა, სომხეთის ხელმძღვანელობის მიერ, ხან რუსეთის და ხან შეერთებული შტატების, ხან ევრაზიის ეკონომიკური კავშირის და ხან ევროკავშირის მიმართ მთელი თავაზიანობისა და რევერანსების მიუხედავად, თავად ქვეყნის შიგნით ბიოლოგიური საფრთხეების საკითხი კვლავინდებურად ღია რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული მხარე აცხადებს, რომ ამ დაწესებულებების მიზანია ფერმის ცხოველების ჯანმრთელობის გარანტიების უზრუნველყოფა, თანამედროვე ლაბორატორიების დაფინანსება, რომლებიც აძლიერებენ მთავრობის უნარს განახორციელონ ადამიანის ჯანმრთელობის პოტენციური საფრთხეების საჯარო მონიტორინგი, როდესაც საქმე ვირუსებს, ბაქტერიებს და ტოქსინებს ეხება, უკვე ძნელი დასაჯერებელია. მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ უკრაინის მსგავს ობიექტებზე სამხედრო ბიოლოგიური იარაღის წარმოების ექსპერიმენტებს.

პროტესტი სომხეთში ამერიკული ბიოლოგიური ლაბორატორიების საქმიანობის წინააღმდეგ, 2022 წლის მარტი.

სხვათა შორის, თუ ადრე ბიოლოგიური ლაბორატორიების ფუნქციონირების ადგილებში დაავადებების გავრცელება არ შეიძლებოდა ეჭვების აბსოლუტურ დადასტურებად ჩათვლილიყო, იმ მიზეზით რომ დაავადებები მანამდეც იყო, სამხედრო ბიოლოგიური ლაბორატორიების აღმოჩენის შემდეგ ზოგიერთი ეპიდემიის ხელოვნური ბუნება ეჭვს აღარ იწვევს. ასეთი დასკვნის გაკეთება შესაძლებელი გახდა უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს ბიოლოგიური ობიექტების აღმოჩენის შემდეგ , რომელთა საქმიანობაც შეერთებული შტატების სამხედრო ბიოლოგიური პროგრამების ფარგლებში ხორციელდებოდა და მათ შორის, ჭირისა და დიზენტერიის პათოგენური შტამების საფუძველზე მუშაობას მოიცავდა.

მიუხედავად იმისა, რომ სომხეთში გარკვეული ინფექციური დაავადებების გავრცელებას ჯერ კიდევ არ აქვს ფართომასშტაბიანი ეპიდემიის ხასიათი, მათ ალბათობას სრულად მაინც ვერ უგულებელვყოფთ. კერძოდ, არაერთხელ დაფიქსირდა ბრუცელოზის, ან ტულარემიის დაავადებების აფეთქებები, რომლებიც ამ ტერიტორიისა და გარემოსთვის დამახასიათებელი არ არის. ამრიგად, სასაზღვრო რაიონებში 2016 წელს სოფელ წახავანში (ტავუშში), ბაგრატაშენსა და ნოემბერიანში ტულარემიის ინფიცირების ექვსი შემთხვევა დაფიქსირდა. ერთი წლის შემდეგ, ტავუშის სოფელ არწვაბერდში ამ დაავადების კერა კვლავ დაფიქსირდა.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ჯანმრთელობის“ კოალიციის ლიდერმა გრიგორ გრიგორიანმა, ბიოლოგიური უსაფრთხოების დარგის საერთაშორისო ექსპერტმა, Dalma News-თან საუბარში განაცხადა, რომ სომხეთის ეროვნული ბიოუსაფრთხოების სისტემა რეგიონში აშშ-ს ბიოლოგიური დაზვერვის სისტემის ელემენტად გადაიქცა. ოკეანის გადაღმელთა საქმიანობის შედეგად შესაძლებელი გახდება მთელი დასახლებებისა და ცოცხალი სამხედრო ძალის მნიშვნელოვანი რესურსები მიზანმიმართულად მწყობრიდან გამოყვანა.

დღეს, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის სამხედრო ბიოლოგიური ინფრასტრუქტურის საგარეო ქსელი ზრდას განაგრძობს, ხოლო უკრაინაში ფიასკოს შემდეგ, პენტაგონმა თავისი დაუმთავრებელი პროექტების ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გადატანა გადაწყვიტა. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები ცალკე სიაშია შეტანილი. შეერთებულმა შტატებმა უკვე გამოყო საკმაოდ მგრძნობიარე ბიუჯეტი სომხეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში, უზბეკეთსა და ყაზახეთში ლაბორატორიების მოდერნიზაციისთვის. პოლიტოლოგების აზრით, გეოპოლიტიკური ტურბულენტობის ფონზე, შეერთებული შტატები ცდილობს წინასწარ მოემზადოს ფართომასშტაბიანი კონფლიქტისთვის ჩინეთის წინააღმდეგ ბიოიარაღის გამოყენებით და ამავდროულად მოახდინოს ვითარების დესტაბილიზაცია სამხრეთ კავკასიაში, რათა რეგიონში რუსეთის პოზიცია შეასუსტოს.

ამასთან დაკავშირებით, რუსეთს კვლავ აქვს კითხვები ბიოლოგიურ სფეროში, მათ შორის, სამხედრო დეპარტამენტების ხაზით, სომხეთის აშშ-თან და მის მოკავშირეებთან ურთიერთქმედების შესახებ არსებულ ინფორმაციაზე. კერძოდ, სომხეთში რუსეთის დიპლომატიური მისიის გზავნილში აღნიშნულია, რომ სომხეთში იმ სტრუქტურების არსებობა, რომლებიც უკრაინის ბიო პროექტებში მონაწილეობდნენ, დეტალურ ანალიზს იმსახურებს. საელჩოში ასევე აცხადებენ, რომ აშშ და მისი მოკავშირეები არ ხსნიან რას საქმიანობენ სომხეთში, უშუალოდ რუსეთის საზღვრებთან ახლოს. აღნიშნული ფაქტორი, რა თქმა უნდა, თავად რუსეთის ბიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტექსტში განიხილება.

საპროტესტო აქცია სომხეთში ამერიკული ბიოლოგიური ლაბორატორიების საქმიანობის წინააღმდეგ, ერევანში აშშ-ს საელჩოს წინ, 2022 წლის აპრილი.

ბიო ლაბორატორიებთან დაკავშირებული ვითარებით თავად სომხეთში შეშფოთებულები არიან. ამგვარად, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის რეზერვის ოფიცერთა კავშირში მიაჩნიათ, რომ უპირველესი ამოცანაა რესპუბლიკაში მოქმედი ბიოლოგიური ლაბორატორიების საქმიანობის შემოწმება.

„მიგვაჩნია, რომ სიღრმისეული, პროფესიული და მიუკერძოებელი შესწავლის დრო დადგა, რათა გაირკვეს, ამერიკული დაფინანსების მქონე ეს სტრუქტურები რეალურად ვისი ხელმძღვანელობით მოქმედებდნენ; კონტროლდებოდნენ თუ არა სომხეთის კომპეტენტური ორგანოების მიერ, რა სახის ექსპერიმენტები ჩატარდა იქ და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მათ?“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ეჭვგარეშეა, რომ ეს პირები აცნობიერებენ სახელმწიფო საიდუმლოებას და უფრო მეტ ინფორმაციას ფლობენ, ვიდრე ის საზოგადოებას მიეწოდება. მაგრამ, სამწუხაროდ, არც პროფესიონალების გამოცდილებას, არც სპეციალისტების აზრს და არც აშშ-ის საელჩოს წინ საჯარო საპროტესტო აქციებს ჯერ დადებითი შედეგი არ მოჰყოლია. ექსპერტების აზრით, რომლებიც წლების განმავლობაში აღნიშნული ლაბორატორიების კედლების გარღვევას ცდილობდნენ, ბიოლოგიური საფრთხეების თავიდან ასაცილებლად და პრობლემის გადასაჭრელად მხოლოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო, რაც სომხური ხელისუფლების უმაღლესი ეშელონიდან ჯერ არ დაფიქსირებულა.

ნათელა ოგანიანი