რუსეთთან დაპირისპირების მიზნით, საერთაშორისო სანქციების ახალი რაუნდის მიუხედავად, კოლექტიური დასავლეთი ვერ აღწევს სასურველ შედეგებს. როგორც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფედერალურ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რუსეთი თავს თავდაჯერებულად გრძნობს და ამიტომ ქვეყნის შიდა განვითარებაზეა ორიენტირებული. პრეზიდენტმა ასევე რუსეთის ბიზნესის, მრეწველობის, მოქალაქეების, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის უპრეცედენტო მხარდაჭერაზე ისაუბრა, რაც ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობასა და საიმედოობას მოწმობს.

იმავდროულად, რუსეთი მეზობელი ქვეყნების განვითარებისთვის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს ქმნის, სადაც დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება. შესაბამისად, რუსეთი აპირებს ამ სფეროში თანამშრომლობა არა მხოლოდ გააგრძელოს, არამედ გააძლიეროს კიდეც. კერძოდ, სომხეთში მუშაობს 40-ზე მეტი ცნობილი რუსული კომპანია, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია “გაზპრომ სომხეთი”, GeoProMining Gold-ი, MTS Armenia, VTB Bank-ი, ARMENAL-ი, “სამხრეთ კავკასიის რკინიგზა”, Rosatom-ი. ხოლო სომხეთში რუსული ბიზნესის საინვესტიციო პროექტების მთლიანი პაკეტი 2 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული, რაც სომხეთში მთლიანი ინვესტიციის დაახლოებით 40 %-ია. ინვესტიციების ძირითადი ნაწილი მიმართულია სიცოცხლის მხარდამჭერ ინდუსტრიებზე, როგორიცაა ენერგეტიკა, ბანკები, მეტალურგია, მშენებლობა, კომუნიკაციები. ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია თანამშრომლობა ბირთვული ენერგიის ინდუსტრიაში.

ცოტა ხნის წინ, ერევანში ჩასულმა დელეგაციამ რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია “როსატომის” დირექტორის მოადგილე ნიკოლაი სპასკის ხელმძღვანელობით, სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან გნელ სანოსიანთან შეხვედრაზე თანამშრომლობის არაერთი აქტუალური საკითხი განიხილა. მათ შორისაა სომხური ატომური ელექტროსადგურის მეწამორში მოქმედი ენერგობლოკის საპროექტო ვადის გახანგრძლივება და ახალი ენერგობლოკის მშენებლობა. „როსატომი“ ასევე დაინტერესებულია სომხურ მხარესთან თანამშრომლობით „ნაირიტის“ ქიმიური საწარმოს საშიში ნარჩენების განეიტრალების საკითხში. 2026 წლის შემდეგ ატომური ელექტროსადგურის მეორე ენერგობლოკის უსაფრთხო ფუნქციონირების მნიშვნელობაზე, მხარეებმა სამომავლო ერთობლივი სამუშაოების ჩამონათვალი განიხილეს, სადაც გენერალური კონტრაქტორი „როსატომ სერვისია“.

სხვათა შორის, სახელმწიფო კორპორაცია „როსატომი“ სომხეთში საკმაოდ აქტიურად საქმიანობს. როგორც Dalma News-თვის გახდა ცნობილი, სომხეთისთვის სამედიცინო იზოტოპების მიწოდებაზე ახლახან გაფორმებული კონტრაქტების საფუძველზე, თებერვლის ბოლოს, ერევანში, იზოტოპების წარმოების ცენტრში ტექნეციუმ-99m GT-5K გენერატორების პირველი პარტია ჩავიდა. ეს სომხეთში უკვე მეექვსე სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც სახელმწიფო კორპორაცია Rosatom-ის რუსულ რადიოიზოტოპურ პროდუქციას იყენებს. ამ ტიპის გენერატორები გამოიყენება ონკოლოგიური, კარდიოლოგიური, ნეიროენდოკრინული და სხვა დაავადებების დიაგნოსტიკაში. Technetium-99m არის ყველაზე მოთხოვნადი იზოტოპი ბირთვულ მედიცინაში, მის საფუძველზე დიაგნოსტიკური პროცედურების 80 პროცენტზე მეტი წარმოებს.

“რადიო ფარმაცევტული საშუალებების გამოყენება დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის და თერაპიის დროულად დაწყების შესაძლებლობას იძლევა“, – განაცხადეს სახელმწიფო კორპორაციაში. — რუსეთი თანამიმდევრულად ავითარებს საერთაშორისო სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებს, აქცენტს აკეთებს გრძელვადიან ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე, განსაკუთრებით რადიოიზოტოპური პროდუქტების მიწოდების სფეროში. გარე შეზღუდვების მიუხედავად, შიდა ეკონომიკა საექსპორტო პოტენციალს მთელს მსოფლიოში ზრდის. ხოლო სომხეთთან ახალი კონტრაქტებიც გაფორმდა”.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში მომავლის კუთხით ურთიერთქმედების საკითხები მუდმივად არის ორი ქვეყნის თვალთახედვის ველში, რაც არაერთხელ აღინიშნა როგორც ოფიციალურ დონეზე, ისე სპეციალიზებულ ფორუმებზე, რომლებშიც როგორც სახელმწიფო, ასევე ბიზნეს სამყაროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. კერძოდ, რუსულ-სომხური რეგიონთაშორისი IX ფორუმის მოედანზე, რომელიც შარშან შემოდგომას, ერევანში გაიმართა, რუსეთმა და სომხეთმა ხელი მოაწერეს სამოქმედო გეგმას 2027 წლამდე რეგიონთაშორისი სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის განსავითარებლად.

„დღესდღეობით რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა დინამიკურად ვითარდება. რუსეთი არის არა მხოლოდ სომხეთის მთავარი სამხედრო-პოლიტიკური მოკავშირე, არამედ ჩვენი მთავარი პარტნიორი ეკონომიკის სფეროში. სომხური პროდუქციის ექსპორტმა ამ ქვეყანაში 2022 წელს რეკორდული 4,1 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი ექსპორტი რუსეთში ყველაზე დივერსიფიცირებულია“, – განაცხადა პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა და ევრაზიის ექსპერტთა კლუბის კოორდინატორმა არამ საფარიანმა, ერევან-მოსკოვს შორის გამართული ვიდეო ხიდის – “რუსეთ-სომხეთის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები”, დროს.

აღსანიშნავია, რომ სომხეთში რუსული ექსპორტის სტრუქტურაში დომინირებს მინერალური, საკვები პროდუქტები და სასოფლო-სამეურნეო ნედლეული, მანქანები, აღჭურვილობა, სატრანსპორტო საშუალება, ქიმიური წარმოების პროდუქტები, ლითონები და მათგან მიღებული ნაკეთობები. ხოლო იმპორტის სტრუქტურაში მოთხოვნადია საკვები პროდუქტები, სასოფლო-სამეურნეო ნედლეული, ქსოვილები და ფეხსაცმელი, ძვირფასი ლითონები და ქვები, მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა, სატრანსპორტო საშუალებები და ა.შ.

ამასთან, კვლევითი ცენტრი „ალტერნატივის“ ხელმძღვანელის, ევრაზიის ექსპერტთა კლუბის წევრის, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ თათულ მანასერიანის თქმით, სომხეთის ეკონომიკის განვითარების ერთადერთი გზა განუყოფლად არის დაკავშირებული ევრაზიულ პლატფორმასთან.

“ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფორმატი რომ არ არსებობდეს, არც რუსეთთან პარტნიორობა იარსებებდა. წარმოიდგინეთ, ეკონომიკური თვალსაზრისით, სომხეთი სად იქნებოდა, – განუცხადა მან Dalma News-ს და იქვე დასძინა, რომ რუსეთის ჯიბრით, ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციიდან გამოსვლა ქვეყნის ინტერესებისთვის სასარგებლო ვერ იქნება. მათ უბრალოდ, სომხეთის ამ კონტექსტიდან ამოგლეჯა სურთ, ისევე როგორც რუსეთის რეგიონიდან განდევნა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ვირუსი სომხეთში უკვე შემოაღწია, ილუზიას მაინც არ უნდა ავყვეთ”.

მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ სსრკ-ს დაშლის შემდეგ, რუსეთი ბოლო 30 წლის განმავლობაში სომხეთისთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორი და ადგილობრივი ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვან სფეროებში მსხვილი საინვესტიციო პროექტების ლიდერია. აღსანიშნავია, რომ ორმხრივი თანამშრომლობა მოიცავს არა მხოლოდ დედაქალაქის რეგიონს, არამედ სომხეთის გარეუბნებსაც, რაც საშუალებას გვაძლევს ვისაუბროთ ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაზე.

სომხეთის ეკონომიკის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სფერო ტურიზმია, რომელიც გასულ წლებში რუსებს შორის პრიორიტეტული იყო. მრავალრიცხოვანი რეიტინგების შედეგების მიხედვით, მთელი ამ წლების განმავლობაში სომხეთი ბიუჯეტური და ხარისხიანი დასვენების მქონე ქვეყნების ხუთეულში იყო. მაგრამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შედეგად ეს სფერო შესაძლოა დაზარალდეს.

პარალელურად, კეთდება დადებითი პროგნოზები, რომლის მიხედვითაც, თუ დასავლეთი რუს ტურისტებს კარს გაუკეტავს, მაშინ ტურისტული ნაკადები სხვა ქვეყნებისკენ, მათ შორის სომხეთისკენ შეიცვლის კურსს. გარდა ამისა, თურქეთში მომხდარი კატასტროფული მიწისძვრების გამო თურქული ტურისტული ტურების შემცირება დამსვენებლების კავკასიის რეგიონის სხვა ქვეყნებისკენ მიზიდვას ნიშნავს.

ამასთან, ექსპერტების აზრით, ბოლო პერიოდში შიდა ეკონომიკის ზრდა რუსი ეკონომიკური მიგრანტების შემოდინებას უკავშირდება. ლიბერალური ეკონომიკა, კომფორტული საბანკო და საგადასახადო პირობები IT-სპეციალისტებს იზიდავს. სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრ ვაჰან კერობიანის თქმით, დღესდღეობით, მათ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ადამიანური კაპიტალის 25 პროცენტიანი ზრდა უზრუნველყვეს, რამაც სომხეთში პრიორიტეტად მიჩნეული IT სექტორის განვითარებაზე უდავოდ დადებითად იმოქმედა. 2022 წლის შედეგების მიხედვით, ქვეყანაში 12,5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რაც ნაწილობრივ განპირობებულია რუსეთიდან ჩამოსული შრომითი მიგრანტების საქმიანობით, რომელთაგან დაახლოებით 30-40 ათასი IT ტექნოლოგიების სფეროში მუშაობს.

ამავე მოსაზრებას იზიარებს სახელმწიფო პოლიტიკის კვლევის ეროვნული ცენტრის ექსპერტი არმენ კტოიანი, რომელსაც მიაჩნია, რომ რუსულ კაპიტალს სომხეთში სტრატეგიული ინტერესები აქვს, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურულ სფეროებში, რაც გულისხმობს თანამშრომლობის გაფართოებას გაღრმავების ტენდენციით.

„ეკონომიკის დივერსიფიკაცია ყოველთვის შესაძლებელია. სხვა საკითხია, შედეგს როდის გამოიღებს. მნიშვნელოვანი ცვლილებების ორი-სამ წელიწადში დანახვა შეუძლებელია, თუმცა დღევანდელი “ჩანასახი” 5-10 წელიწადში შესაძლოა ინოვაციური კომპონენტის მქონე ეკონომიკის ახალი სტრუქტურის საფუძველი გახდეს“, – განაცხადა კტოიანმა და დასძინა, რომ რუსული ბიზნესის დომინანტური მახასიათებელი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სივრცეში მუდმივი პარტნიორების ძიებაა და ამ მხრივ სომხეთის კანონმდებლობა და საბანკო სისტემა ყველაზე კომფორტულია.

ამიტომ სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს რუსი ბიზნესმენების დელეგაციები, რომელთა ვიზიტები არც ბიუროკრატიულია და არც პროტოკოლური, არამედ ძალზედ პრაქტიკულ ინტერესებს ემსახურება. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ რუსეთი სომხეთის წამყვან საგარეო ეკონომიკურ პარტნიორად რჩება, რომელიც ქვეყნის საგარეო ვაჭრობის მეოთხედზე მეტს უზრუნველყოფს.

ამასთან, ბოლო დროს შეიმჩნევა სომხური საზოგადოების პრორუსულ და პროდასავლურ პოლუსებად დაყოფის ტენდენცია. მისი აზრით, ამგვარი კონტრასტული მიდგომების განეიტრალება შესაძლებელია იმ ქვეყნებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, რომლებთანაც რუსეთსაც და სომხეთსაც მეგობრული ურთიერთობა აქვს. ამ შემთხვევაში საუბარია ჩინეთზე, ინდოეთზე, საბერძნეთზე, ირანზე, ეგვიპტეზე და ა.შ. დღევანდელ რეალობაში რუსეთთან დისტანცირება ალოგიკურია, რადგან უკვე დიდი ხანია აშკარაა, რომ რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს.

ნათელა ოგანიანი