ბოლო დროს სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები მძიმე პერიოდს გადის. თუმცა უფრო სწორი იქნება იმის თქმა, თუ ვუტყვით რომ ისინი ისტორიულ მინიმუმზე არიან. მაგრამ არც ერევანი და მით უფრო, არც მოსკოვი რაიმე „მკვეთრ“ მოძრაობას არ აკეთებენ, ხოლო ორივე საზოგადოება ამ ყველაფერს თვალს ადევნებს.

დასაწყისი: კრიზისი ურთიერთობებში

„განგაშის ზარი“ ჯერ კიდევ 2018 წელს გაისმა, როდესაც სომხეთის ხელისუფლებაში მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ რუსეთს და რუსეთის გავლენას სომხეთში. 2020 წლის მთიანი ყარაბაღის სისხლიან ომამდე, სომხურ საზოგადოებაში ანტირუსული განწყობები იყო, თუმცს ისინი არც ისე აშკარად, მაგრამ სომხური მხარის დამარცხების და 9 ნოემბერს სამმხრივი განცხადების ხელმოწერის შემდეგ, სომხეთში ანტირუსული პროცესების გაღვივება ყველა, დასავლეთის მიერ დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, პოლიტოლოგებმა, პოლიტიკოსებმა დაიწყეს.  ეს განსაკუთრებით მაღალ ეშელონებში შეინიშნებოდა.

მთიან ყარაბაღში, სადაც რუსი სამშვიდობოები პასუხისმგებელნი იყვნენ მოსახლეობის უსაფრთხოებაზე, ვითარება გაუარესდა და კრიზისი გამწვავდა.  უფრო მეტიც, ყარაბაღის მოგვარების საკითხთან დაკავშირებით, ფაშინიანი შესამჩნევად ცდილობდა გზების ძიებას არა რუსეთის მხარეს, არამედ დასავლურ პლატფორმებზე – ბრიუსელსა და ვაშინგტონში.  ბოლოს მივიღეპრაღა, სადაც სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად აღიარა. ამას მოყვა არცახის ცხრათვიანი ბლოკადა და, შედეგად, სომხების გამოსვლა მათი ისტორიული მიწებიდან…

სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში კრიზისი განსაკუთრებით სექტემბრის დასაწყისში გამოიხატა. იტალიურ გაზეთ La Repubblica-სთან ინტერვიუში ნიკოლ ფაშინიანმა არაერთი პრეტენზია გამოთქვა რუსეთის წინააღმდეგ. კერძოდ, მან განაცხადა, რომ რუსი სამშვიდობოები არ ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას – ისინი არ უზრუნველყოფენ თავისუფალ მოძრაობას ლაჩინის დერეფნის გასწვრივ, რომელიც აკავშირებს სომხეთს და ყარაბაღს. ფაშინიანმა თქვა, რომ რუსეთს არ შეუძლია, ან არ სურს შეინარჩუნოს კონტროლი ლაჩინის დერეფანზე, რაც „ძალიან შემაშფოთებელია“. ფაშინიანმა ასევე გამოთქვა პრეტენზია, რომ სომხეთის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის მხრიდან განხორციელებულ დარტყმებზე მოსკოვს რეაქცია არ აქვსო.

ამის შემდეგ იყო მთელი რიგი ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს, რომ სომხეთი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობებს წყვეტს:  ერევანმა გაიწვია CSTO-ს წარმომადგენელი და დადის ხმები, რომ ის არ აპირებს ახლის დანიშვნას; პრემიერის მეუღლე პირადად გაემგზავრა კიევში უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებით; პარლამენტმა რომის წესდების რატიფიცირება მოახდინა, რის ფონზეც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სომხეთის ელჩი დაიბარეს… შემდეგ კი ფაშინიანი ბიშკეკში,  დსთ-ს ქვეყნების ლიდერების სამიტზე არ ჩავიდა,  სადაც მას რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შესაძლებლობა ჰქონდა.

ბევრი ვარაუდობს, რომ სომხეთის ხელისუფლების დემარში რიგით მოქალაქეებზე აისახება – რუსეთი გაზს გააძვირებს.  წინ კი ზამთარია. სომხური იმპორტი შემცირდება და „სანქციებმა“ შესაძლოა,  რუსეთში მცხოვრებ სომხეთის მოქალაქეებზე იმოქმედოს. ეს უკანასკნელნი კი 2,5 მილიონზე მეტნი არიან. პერსპექტივები, როგორც ვხედავთ, არც თუ ისე სახარბიელოა ხალხისთვის, რომელიც ისედაც რთულ პერიოდს გადის.

რუსეთი რბილ ნიშანს სვამს

რამდენიმე დღის წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ სომხეთში ანტირუსული განწყობები ხელოვნურად მძაფრდება.

“ვიცით, რომ სომხეთში, ბოლო წლებში რამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია შეიქმნა  თუმცა ცოტა არც მანამდე იყო.  ეს ორგანიზაციები არ არის შექმნილი სომხეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის მეგობრული ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით. პირიქით, ისინი მიზნად ისახავს ანტირუსული განწყობებისთვის ნიადაგის შექმნას და ამ რეგიონში შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნების ინტერესების ხელშეწყობისთვის სომხეთის მომზადებას. ამ მცდელობებს აშკარად ვხედავთ და ისინი გარკვეულ შედეგს აღწევენ“, – განაცხადა ლავროვმა.

ამავე დროს, რუსმა მინისტრმა გამოთქვა რწმენა, რომ სომეხი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთის ფედერაციასთან ტრადიციული, ისტორიულად ძმური კავშირების განვითარებითაა დაინტერესებული.

„რამდენიმე დღის წინ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სომხეთი არ ცვლის თავის ორიენტირებს. იმედია, ერევნის სხვა მიმართულებით წაყვანის მიუხედავად, ეს პოზიცია გაიმარჯვებს“, – დასძინა მან.

ზოგადად, მიუხედავად იმისა, რომ ფაშინიანი ბიშკეკში არ იმყოფებოდა, იქ სომხეთი არ დაივიწყეს. პირველ რიგში, ბელორუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ „ქვა ესროლა” სომეხთა ლიდერს და თქვა, რომ სომხეთი ყოველთვის არ იქცევა როგორც პარტნიორი, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი. მისი თქმით, დსთ-ს შექმნის მთავარი მიზანი იყო სსრკ-ს დაშლის შემდეგ ჩამოყალიბებულ ქვეყნებს შორის კავშირის გაწყვეტის თავიდან აცილება. მაგრამ დასავლეთი ცდილობდა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების „დასუსტებას“ და თავისი ინტერესებისადმი „დაქვემდებარებას“. შედეგად, საქართველომ პირველმს დატოვა გაერთიანება, უკრაინა დე ფაქტო აღარ არსებობს და მოლდოვასთან დაკავშირებით დიდი კითხვებია.

დასაწყისისთვის, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთი დსთ-ს არ ტოვებს. მან ამის საფუძვლად მასსა და ფაშინიანს შორის განხორციელებული სატელეფონო საუბარი მოიხსენია.

„არის გარემოებები, რომლებიც სავსებით გასაგებად მიმაჩნია… მაგრამ, რამდენადაც მე მესმის, სომხეთი დსთ-ს არ ტოვებს“, – დასძინა, რუსეთის ლიდერმა.

პუტინი ასევე შეეხო სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში არსებულ „დაბრკოლებას“ – რომის სტატუტის რატიფიცირებას, რომელიც მოსკოვმა უკიდურესად მკვეთრად დაგმო. რუსეთის პრეზიდენტმა აღიარა, რომ სომხეთში ვიზიტით გაემგზავრება. „ჩვენ კონტაქტზე ვართ მასთან (სომხეთის პრემიერ-მინისტრთან – რედ.).  არის მიწვევა და მოწვევა რუსეთში. ვნახოთ. ჩვენ ყველაფერი გვესმის, ყველანი ზრდასრულები ვართ. გვესმის, რა ხდება იქ. ეს არის ყარაბაღის სომხების ტრაგედია. მას, ალბათ, ახლა მოგზაურობისთვის არ სცალია“, – განაცხადა პუტინმა პრესკონფერენციაზე. და დასძინა: „როგორც კი ნორმალური სიტუაცია ჩამოყალიბდება“, ის სომხეთში ჩავა, ხოლო ფაშინიანი – რუსეთში.

ამის შემდეგ, თითქოს, ვითარება  დარეგულირებისაკენ შეიცვალა, თუმცა  ნიკოლ ფაშინიანმა ახალი სიმწვავე შეიტანა: მისი ოჯახის კუთვნილ გაზეთში, ბიშკეკის შემდეგ, გამოქვეყნდა სტატია სათაურით: „პუტინი, განაწყენებული პატარძალივით, სულ ერთიდაიგივეს იმეორებს.. ”სტატიის მთელი აზრი ისევ ბიშკეკის გამოძახილს შეეხო.  ამბობენ, ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სწორედ ფაშინიანმა შეცვალა ყარაბაღის საკითხის არსი, როდესაც პრაღაში არცახი აზერბაიჯანის ნაწილად აღიარა. ახლა კი სრულიად განსხვავებული ვითარებაა, რადგან „სომხეთის ხელისუფლებამ ეს თემა დახურა“, თუმცა ბოლო ათწლეულების განმავლობაში „მხარეები ახლოს იყვნენ შეთანხმების ხელმოწერასთან“. სწორედ ამან აიძულა ავტორები დაეწერათ უსათაურო სტატია და რუსეთის ლიდერს “განაწყენებული საცოლე” უწოდეს…

რა მომავალი ელის სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებს სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული ვითარების გაუარესების, ორივე მხარის ურთიერთბრალდებების, იმის ფონზე, რომ აზერბაიჯანი ღიად აცხადებს პრეტენზიას სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე. პასუხი, ალბათ, მხოლოდ ერევნისა და მოსკოვის პოლიტიკურ კულუარებში იციან…

ლინა მაკარიანი