სოჭში, ყირგიზეთის რესპუბლიკის თავმჯდომარეობით, დსთ-ს მთავრობათა მეთაურების საბჭოს სხდომა გაიმართა.

განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო დსთ-ს წევრი ქვეყნების სამრეწველო თანამშრომლობის განვითარება, კერძოდ, მიიღეს შესაბამისი კონცეფცია და მისი განვითარების ღონისძიებების კომპლექტი 2030 წლამდე, – იტყობინება დსთ-ს აღმასრულებელი კომიტეტი.

კონცეფციას აქვს რამდენიმე მიზანი, მათ შორის:

— ახალი მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიების შექმნა;

— თანამეგობრობის ქვეყნებში სამრეწველო წარმოების დაჩქარებული განვითარება და მოდერნიზაცია და მისი ტექნოლოგიური განახლება;

— კონკურენტუნარიანი, ინოვაციური და მეცნიერულ-ინტენსიური პროდუქციის წარმოებისა და ექსპორტის, დამატებული ღირებულების მაღალი წილით გაზრდა;

— პროდუქციის ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების მიღწევა;

— ახალი სამუშაო ადგილების შექმნა;

— მოსახლეობის კეთილდღეობისა და ცხოვრების ხარისხის ამაღლება.

დსთ-ს წევრი ქვეყნების სამრეწველო თანამშრომლობის განვითარების ღონისძიებების ერთობლიობა 2030 წლამდე მოქმედებს, როგორც კონცეფციის განხორციელების მექანიზმი და უზრუნველყოფს სამრეწველო თანამშრომლობის განვითარებას და გაღრმავებას, თანამეგობრობის შესაბამისი ინდუსტრიული პოლიტიკის განხორციელების გზით.

მთავრობის მეთაურებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას – “რადიაციული მდგომარეობის მონიტორინგის მონაცემთა გაცვლის საკითხში თანამშრომლობა”. ასეთი თანამშრომლობა შესაძლებელს გახდის დსთ-ს სივრცეში რადიაციული სიტუაციის პარამეტრების ცვლილებებზე სწრაფ რეაგირებას და მეზობელი ქვეყნებისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდებას ქვეყნების ტერიტორიაზე რადიოაქტიური ნივთიერებების ტრანსსასაზღვრო გადაცემის ან გავრცელების საფრთხის ან შემთხვევისას, თანამეგობრობის ქვეყნებიდან, მათ შორის, მესამე სახელმწიფოებიდან.

ასევე, სხდომაზე ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს სატელეკომუნიკაციო ქსელებში თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში. დოკუმენტი ითვალისწინებს ისეთ დანაშაულებზე ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გამკაცრებას, რომელიც გულისხმობს თანამშრომლობას და გამოყენებული მექანიზმების პოზიტიური გამოცდილების გაცვლას, საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო სერვისების ბაზრის მდგრადი ფუნქციონირებისა და ეფექტიანი განვითარების პირობებში საბოლოო მომხმარებლების ინტერესების და სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ეკონომიკური ინტერესების დაცვას, ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია სატელეკომუნიკაციო ქსელებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში.

სხვა საკითხებთან ერთად, მხარეებმა გადაწყვიტეს, რომ შშმ ბავშვებისთვის დსთ-ში რეგულარულად მოეწყოს სპორტული დღეები. მაგალითად, წელიწადში ერთხელ, ზამთრისა და ზაფხულის სპორტის სახეობებისთვის ცალ-ცალკე ჩატარდეს შეჯიბრებები. პირველი ესტაფეტა 2024 წლის ზამთრის და 2026 წლის ზაფხულის სპორტის სახეობებში დაიგეგმა.

ასევე, დსთ-ს წევრი ქვეყნების მთავრობების მეთაურების გადაწყვეტილებით, 2024 წელს ტაშკენტი (უზბეკეთი) , 2025 წელს კი, ქალაქი გაბალი (აზერბაიჯანი) და 2026 წელს სომხური ქალაქი კაპანი დსთ-ს ახალგაზრდულ დედაქალაქად გამოცხადდა.

აღნიშნულია, რომ სამივე ქალაქს ახალგაზრდებთან მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდიელბა აქვს. ისინი ავითარებენ ახალგაზრდების ცხოვრებისთვის აუცილებელ ინფრასტრუქტურას და მხარს უჭერენ საერთაშორისო ახალგაზრდულ თანამშრომლობას.

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მთავრობების მეთაურთა საბჭოს შემდეგი სხდომა 2023 წლის 27 ოქტომბერს ბიშკეკშია დაგეგმილი.

სარა მარტიროსიანი