სექტემბრის ბოლო ათი დღე სომხებისთვის  დრამატული მოვლენებით იყო სავსე. 19 სექტემბერს აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღს შეუტია და ამას “ანტიტერორისტული ოპერაცია” უწოდა. შედეგი, ასობით მსხვერპლი, ათობით დაკარგული ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე, ალყაში მოქცეული ქალაქები და სოფლები, ათასობით დაჭრილი.

სომხეთის რესპუბლიკის ხელისუფლება იძულებული გახდა ერთი დღის შემდეგ ბაქოს პირობები მიეღო და მოლაპარაკების მაგიდასთან დამჯდარიყო, რაც ერთს – მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანისთვის გადაცემას ნიშნავდა. სტეფანაკერტმა ცეცხლის შეწყვეტის, სრული განიარაღებისა და ტერიტორიიდან მძიმე ტექნიკის გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ბაქო ზეიმპბს – „ომის ტრაფეის პარკი“ ყარაბაღის ახალი ტრაფეებით შეივსო, თავად პარკი, 2020 წლის 44-დღიანი ომის შემდეგ გაიხსნა.  ამ ფაქტით აღშფოთებული „სრულიად სამართლიანი საერთაშორისო საზოგადოება“, მხოლოდ  მისი დახურვის უაზრო მოწოდებებით შემოიფარგლა…

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომეხი ერისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაში ერევანი არ მონაწილეობდა. მისივე თქმით, სომხეთი არცახელების მიიღებას შეძლებს. ჯერ კიდევ კვირის დასაწყისში, სანამ აზერბაიჯანი აგრესიულ ნაბიჯებს გადადგამდა, პაშინიანმა განკარგულება გასცა, რომ ქვეყანაში 40 000 არცახელის მისაღებად მომზადებულიყვნენ.

მოგვიანებით გაიხსნა არცახისა და სომხეთის დამაკავშირებელი  ლაჩინის დერეფანი, იგივე „სიცოცხლის გზა“, რომელიც 9 თვეზე მეტ ხანს იყო  გადაკეტილი და რომლის გახსნას ვერც   საერთაშორისო საზოგადოების (იგივე „სამართლიანი“) მოწოდებებმა და  ვერც  მაღალი დონის მოლაპარაკებებმა შეუწყო ხელი. რუსეთი, საფრანგეთი, აშშ – ეუთოს მინსკის ჯგუფის ქვეყნებმა, რომლებიც 30 წელია აწარმოებენ მოლაპარაკებებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად, ვერ შეძლეს რეგიონში მშვიდობის დამყარება და უძლურები აღმოჩნდნენ იმ საკითხის მიმართ, რომელიც ზემოაღნიშნული ქვეყნებისთვის მიუღებელი იყო – ძალის გამოყენება და კონფლიქტის ძალისმიერი გზით მოგვარება.

ლაჩინის დერეფანი დღეს ღიაა, მაგრამ პრაქტიკულად ცალმხრივად – ამიერიდან არცახის მოსახლეობას იძულებით გადაადგილებულ პირებს უწოდებენ. პირველივე დღეს შვიდი ათასზე მეტი მოქალაქე გაიყვანეს, ან საკუთარი მანქანებით დატოვეს არცახი. იძულებით გადაადგილებულად იქცნენ არა მარტო ის არცახელები, რომელთა საცხოვრებლები  აზერბაიჯანელებმა დაიკავეს და რუსმა სამშვიდობოებმა სტეფანაკერტში გაიყვანეს, არამედ სტეპანაკერტელებიც. ბაქოს გარყვნილება – არცახელების  გამოსვლის პირველივე დღეს სტეფანაკერტში შუქი აინთო: ცხრათვიანი სიბნელისა და ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრების შემდეგ, არცახის დედაქალაქი განათდა, მაგრამ უკან დარჩა ათასობით არცახელი. რომლებმაც იქ არა მხოლოდ სახლები, არამედ გულის ნაწილიც დატოვეს.

მთავარი კითხვა: ვინ არის დამნაშავე? სომხური ოპოზიცია და მოსახლეობის უმეტესობა ნიკოლ ფაშინიანს ადანაშაულებს, სხვები სომხეთისა და არცახის ექსპრეზიდენტების გვარებს ასახელებენ, რუსეთმაც თითქმის ღიად განაცხადა, რომ ეს ფაშინიანია. გავიხსენოთ რუსეთის ფედერაციის ექს-პრეზიდენტის, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის პოსტი: 19 სექტემბერს, მთიან ყარაბაღში სიტუაციის გამწვავების ფონზე, მან გაიხსენა თავისი „კოლეგა მოძმე ქვეყნიდან“, ამ უკანასკნელის ფლირტი ნატოსთან და მისი მეუღლის დემონსტრაციული მოგზაურობა რუსეთის „მტრებთან“ – უკრაინაში. მედვედევის თქმით, ერთ დღეს ამ „კოლეგამ“ უთხრა: „აბა, მე ხომ თქვენთვის უცხო ვარ, არ მიმღებთ“.

”ვუპასუხე ის, რაც უნდა მეპასუხა: ”განვსჯით არა ბიოგრაფიით, არამედ მოქმედებებით”, – წერს მედვედევი. მან ასევე აღნიშნა, რომ მისი “კოლეგის” ქცევა მნიშვნელოვნად შეიცვალა მას შემდეგ, რაც მან ომი წააგო, უარი თქვა თავისი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილზე, თუმცა “უცნაურად” შეინარჩუნა წინა პოზიცია. შემდეგ მან გადაწყვიტა თავისი მარცხი რუსეთისთვის დაებრალებინა : ”გამოიცანით, რა ბედი ელის მას”, – რიტორიკული კითხვა დასვა დიმიტრი მედვედევმა.

იმავდროულად, აღნიშნულ საკითხზე დასავლური პრესა თავისებურად გამოეხმაურა აღნიშნა, რომ უკრაინის ომით დასუსტებულ რუსეთს  ახალ კონფლიქტში ჩაბმა არ სურს.

სანამ, გეოპოლიტიკა თავისი ინტერესებით, მიდგომებით, კულისებში შეთანხმებებით, ძალთა გადანაწილებებითა და  პოლიტიკური ინტრიგებითაა დაინტერესებული , სომხეთმა იძულებით გადაადგილებული,  70 ათასამდე არცახელი მიიღო. თავად ფაშინიანმა იმავე დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში მთიან ყარაბაღში სომეხი აღარ დარჩება…

მანამდე კი, იძულებით გადაადგილებულმა პირებმა სომხეთში თავშესაფარი და საკვები უნდა იშოვონ, რათა გაიგონ, როგორ იცხოვრონ შემდგომში. 28 სექტემბრის მდგომარეობით, ათი ათასმა ადამიანმა მიიღო დროებითი საცხოვრებელი მთავრობის ხარჯზე, ბევრი არცახელი  ნათესავებს შეეკედლა.

მთავრობამ განაცხადა, რომ უსახლკაროდ დარჩენილი თანამემამულეების საჭიროებებისთვის რეგიონებს 360 მილიონი დრამის ოდენობის  დამატებით დაფინანსებას გამოუყოფს. მოხალისეები, თავის მხრივ, ქვეყნის ყველა ქალაქში აგროვებენ იმას, რაც იძულებით გადაადგილებულ პირებს სჭირდებათ – ავეჯი, ტანსაცმელი, აღჭურვილობა, საწოლები… ხალხი საკუთარ  სახლებსა და ბინებს უანგაროდ სთავაზობენ არცახელებს.

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სომეხი ხალხი სახლ-კარს, სამშობლოს კარგავს. ჩვენ მხოლოდ იმის იმედი გვაქვს, რომ ერთ დღეს, არცახი კვლავ სომხური გახდება და ეს სომხების, მათი მიწიდან უკანასკნელი გამოსვლა იქნება…

ლინა მაკარიანი