ერევანში, 13 აპრილს, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო. საპროტესტო განწყობა მალე სომხეთის სხვა ქალაქებშიც გავრცელდა. ამის მიუხედავად, ქვეყნის პარლამენტმა 17 აპრილს, ხმათა დიდი უმრავლესობით, სახელმწიფოს ახალ ხელმძღვანელად სერჟ სარგსიანი დანიშნა, რამაც საპროტესტო აქციების მასშტაბების გაფართოება და ქვეყანაში “ხავერდოვანი რევოლუციის დასაწყისის გამოცხადება” გამოიწვია.

საპროტესტო აქციების ინიციატორია პარტია “სამოქალაქო შეთანხმება”, ასევე სამოქალაქო ინიციატორები “ფრონტი სომხეთის ხსნის სახელით” და “უარი უთხარი სერჟს”. 22 აპრილს პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი და სომხეთის ეროვნული საბჭოს დეპუტატი ნიკოლ პაშინიანი, ერთმანეთს ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით მოლაპარაკების მიზნით შეხვდნენ, თუმცა შეხვედრა ჩაიშალა. იმავე დღეს ნიკოლოზ პაშინიანი და მისი რამდენიმე მომხრე დააკავეს. სხვადასხვა მონაცემებით, საღამოს, ერევნის რესპუბლიკის მოედანზე 70-დან 100 ათასამდე ადამიანი გამოვიდა. ქვეყანაში ვითარება ყოველდღიურად იძაბება.