რუსეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაღესტნის სამ რაიონში შეიქმნება სანქცირებული პროდუქციის  გასანადგურებელი პოლიგონი. როგორც “Oxu.Az“-ი იტყობინება, ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა შარიფ შარიფოვმა.

საგანგებო პოლიგონები გაჩნდება დერბენდში, მაგარამკენტისა და ყარაბუდახკენტის რაიონებში.  „ხვალ ამ რაიონებში გავლენ სამუშაო ჯგუფები, რომლის შემადგენლობაში იქნებიან რუსეთის ხარისხის კონტროლისა და რუსეთის სოფლის მეუორნეობის პროდუქციის ხარისხის კონტროლის სამსახურების, სოფლის მეორნეობისა და მრეწველობის, ბუნებრივი რესურსებისა და ეკონოლიის სამინისტროების წარმომადგელები, ასევე ვეტერინარიის კომიტეტის წევრები, რათა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოზებთან ერთად განსაზღვრონ ადგილი, რომელიც ხელსაყრელი იქნება პროდუქციის განადგურებისთვის და ზიანი არ მიადგენა გარემოს”, – განაცხადა შარიფოვმა სხდომაზე, რომელიც მიეძღვნა ებარგოს ფარგლებში არკძალული პროდუქტების განადგურების საკითხებს.

როგორც ვიცე-პრემიერმა განაცხადა, ტვირთის განადგურება, რომლებსაც ემბარგო შეეხოთ, დაღესტნელ მეწარმეებს საშუალებას მისცემს დახლები საკუთარი პროდუქციით გაამდიდრონ.

აშშ-ში, ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე კანადაში, ნორვეგიასა და ავსტრალიაში წარმოებული პროდუქციის მიმართ ებრაგო რუსეთის მთავრობამ 2014 წელს დააწესა, მოგვიანებით კი  სანქციები  2016 წლის აგვისტომდე გააგრძელა. ივნისის ბოლოს ქვეყნის ხელისუფლებამ მიიღო სანქციების ქვეშ მოქცეული პროდუქციის განადგურების გადაწყვეტილება, რომლებიც რუსეთის ბაზარზე იმ ქვეყნებიდან შედიონდა, რომლებიც არ შედიან სანქციების სიაში.