მიმდინარე წლის ივლისში ბრიუსელში ნატოს მორიგი სამიტი ჩატარდა. როგორც ცნობილია, საქართველომ კიდევ ერთხელ დაარწმუნეს იმაში, რომ იგი ოდესმე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი გახდება. ამგვარად, სამიტის საბოლოო დასკვნაში ნათქვამია:

“ვაღიარებთ, რომ საქართველომ რეფორმების გატარების თვალსაზრისით, სერიოზულ პროგრესს მიაღწია…, რაც ხელს უწყობს თავდაცვის შესაძლებლობების გაფართოებას და ნატოსთან თავსებადობას. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან საქართველოს ურთიერთობებს ყველა პრაქტიკული საშუალება აქვს იმისთვის, რომ მომავალი წევრობისთვის მოემზადოს”.

ეს განცხადება არც პირველი და, ალბათ, არც უკანასკნელია. უკვე მეათე წელია ამას იმეორებენ. შესაძლოა, მათ ამ აზრისთვის მსოფლიო საზოგადოების მომზადება სურთ, ან იქნებ რაოდენობიდან ხარისხზე გადასვლის შესახებ მარქსისტული დიალექტიკის სჯერათ.

როგორც ძველი აღმოსავლური ანდაზა გვეუბნება, რამდენიც არ უნდა იყვირო “ჰალვა”, პირი ამით არ დატკბება. თუმცა, შესაძლოა, ეს სხვა შემთხვევაა. ურეაქციოდ ამის დატოვება არ შეიძლება – დასავლეთი ძალიან საშიშ თამაშს თამაშობს. მისი მმართველი ელიტა რეალობას სულ უფრო მეტად შორდება. ვირტუალურ სამყაროში მყოფნი სულ უფრო მეტად იხრებიან სუიციდური საგარეო პოლიტიკური კურსისკენ. ასეთ გადაწყვეტილებებს ისინი მთელი ჩვენი პლანეტის მთელი კაცობრიობის მასშტაბით იღებენ. მათი გაფრთხილების და შეჩერების მისია, თავის თავზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აიღო.

პუტინი მთელი რუსეთის სახელით აცხადებს, რომ მის საზღვრებთან სიახლოვეს ნატოს შემდგომი გადაადგილება მისთვის საფრთხედ აღიქმება. პუტინმა განაცხადა, რომ შესანიშნავად იცის, როგორ მუშაობს ალიანსში გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმი. ფორმალურად, ყველა გადაწყვეტილება კონსენსუსის გზით მიიღება, თუმცა, სასურველი გადაწყვეტილებების მისაღებად მთელი რიგი ხრიკები არსებობს. მაგალითის მოსაყვანად შორს წასვლა არ დაგვჭირდება. როდესაც შეერთებულ შტატებს პოლონეთის და რუმინეთის ტერიტორიაზე სტრატეგიული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის განთავსება დასჭირდა, ამისთვის ნატოს წევრ ცალკეულ ერებთან ორმხრივი მოლაპარაკებები აწარმოეს და სასურველ შედეგსაც მიაღწიეს.

რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა: “ჩვენი საზღვრებისკენ ნატოს ინფრასტრუქტურის დაწინაურება ჩვენთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს და ამას, ცხადია, ძალიან უარყოფითად შევხვდებით”.

არავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ნატოს ინფრასტრუქტურა აღმოსავლეთში პერმანენტულად ფართოვდებოდა.

“ნატოს სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა 10 ათასი ადამიანით არის გაზრდილი იმ რაიონებში, სადაც ისინი საერთოდ არ უნდა იყვნენ რუსეთის ფედერაციას და ნატოს შორის ურთიერთობების მოწესრიგების შესატყვისი დოკუმენტების საფუძველზე. ეს ცხადია დესტაბილიზაციის გამომწვევი ფაქტორია. ცხადია, ეს ჩვენს ურთიერთობებში უნდა გავითვალისწინოთ”, – განაცხადა პუტინმა.

მაშ, რატომ უარესდება რუსეთსა და კოლექტიურ დასავლეთს, რომელსაც აშშ ერთპიროვნულად ლიდერობს, შორის ურთიერთობა? პუტინმა ამ კითხვასაც უპასუხა, რომ რუსეთი ვალდებულია რეაგირება მოახდინოს.

“ჩვენი პრინციპული წინააღმდეგობის მიუხედავად, ყველაფერი ორი ტალღით მოხდა. მოვითხოვდით არ დარღვეულიყო რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი შეთანხმების პირობები, მაგრამ ასე არ მოხდა. შეერთებული შტატები ცალმხრივი წესით გამოვიდა. შევთავაზეთ ეს არ გაეკეთებინათ და ამ საკითხზე ერთად გვემუშავა, მაგრამ უარი განაცხადეს”, – შეახსენა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ცუდი მეხსიერების მქონეთ.

დასავლეთთან მიმართებაში რუსეთს ძალიან მწარე გამოცდილება აქვს. ცოტა ხნის წინათ, ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე – 22 ივნისი აღინიშნა. დღევანდელი ვითარებაც გარკვეულწილად რაღაცით წააგავს იმ მოვლენებს, რომლებსაც შედეგად დიდი სამამულო ომი მოჰყვა. მაშინდელი ევროპა, ადოლფ ჰიტლერის ერთპიროვნული ხელმძღვანელობით, სწორედ ასე მიადგა საბჭოთა საზღვრებს? მაშინ სტალინს არ სჯეროდა, რომ ჰიტლერი თავის დამღუპველ გადაწყვეტილებას მიიღებდა. ეს მისი უსაშინლესი შეცდომა იყო. ასევე, თავის დამღუპველი გადაწყვეტილება საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმაც მიიღეს. მათ სსრკ – თან ანტიჰიტლერულ კავშირზე უარი თქვეს, რადგანაც იმედი ჰქონდათ ,რომ რუსეთი და გერმანია ერთმანეთს დახოცავდნენ და მსოფლიოზე თავად იბატონებდნენ. შედეგად საფრანგეთი გადატეხეს, ინგლისი კი განადგურების პირას აღმოჩნდა.

დღეს რუსეთის წინააღმდეგ კვლავაც დიდი ჯვაროსნული ლაშქრობისკენ მოწოდება გაისმის. საქართველო, უკრაინა და სხვა ასპირანტი ქვეყნები ამ ლაშქრობის წინა, თავდამსხმელ ხაზს წარმოადგენენ. ჩვენი ელიტა კმაყოფილია – იგი დასავლეთის წინაშე თავის ჯამაგირს პატიოსნად გამოიმუშავებს. ამის პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მისამართით, საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო არ შეცვლის თავის არჩევანს და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიანი წევრი გახდება.

“სამიტზე გაკეთდა განცხადება, რომ ჩვენი ქვეყანა ნატოს წევრი გახდება, მანამდე კი ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში დაეხმარება. ასევე, ნატოს 29-ვე ქვეყანამ რუსეთისადმი კონკრეტული გზავნილი გაახმაურა და მას საქართველოს ტერიტორიიდან თავისი ჯარების გაყვანისკენ მოუწოდეს”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ამაში ახალი არაფერია. საქართვლოს ხელისუფლებას ბევრ რამეს ჰპირდებიან, მაგრამ ნატოში გაწევრიანების კონკრეტულ თარიღს არავინ ასახელებს, ამასთან დაკავშირებით ნატოს გენმდივანი და დონალდ ტრამპი თავიანთი ვირტუალური რეალობიდან შეტყობინებებს გზავნიან და რეალობას უგულებელყოფენ. პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე იღებენ და საერთო კონტექსტს არ ითვალისწინებენ.

პუტინის სიტყვებზე, რომ ნატო რუსეთის საზღვრებს უახლოვდება, მარგველაშვილმა განაცხადა: “რუსეთის პრეზიდენტის ამგვარი პასუხი, სამწუხაროდ, დიდი ხანია უკვე გვესმის. ჩემთვის ეს ძალზედ არასასიამოვნოა, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტის მსგავსი პოზიცია – ახალი არ არის”.

საინტერესოა მარგველაშვილი რას ელოდა? რომ რუსეთი მის საზღვრებთან მტრის ჯარების გამოჩენას ბედნიერი შეხვდებოდა? რომ ის საპასუხო ზომებს არ მიიღებდა? პირველი შემთხვევა არ არის, რომ მას მრავალრიცხოვან კოალიციასთან გამკლავება უწევს და რა მდგომარეობაშიც არ უნდა ყოფილიყო, იგი ყოველთვის ახერხებდა მტრის დედაქალაქამდე მისვლას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთში ზურაბ აბაშიძემ, რუსეთს თითი დაუქნია და მოუწოდა არსებულ ვითარებას თვითკრიტიკულად ჩაუღრმავდეს და ის ნაბიჯები გადადგას, რომლებსაც საერთაშორისო თანამეგობრობა და საქართველო დიდი ხანია მოელიან. მისივე თქმით, თუ რუსეთს, აგვისტოს ომის მეათე წლისთავზე, მართლაც სურს საქართველოსთან ურთიერთობების მოგვარება, ხელს არავინ და არაფერი უშლის.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ რუსეთმა ბოდიში უნდა მოიხადოს იმის გამო, რომ სააკაშვილის ფაშისტებს დაძინებული ცხინვალის და ოსური სოფლების განადგურების საშუალება არ მისცა. რაც შეეხება ტალიავინის კომისიას, როდემდე უნდა ეგონოთ ჩვენს პოლიტიკოსებს, რომ რუსეთთან ურთიერთობების რეგულირება მისი სრული კაპიტულაციით უნდა დაიწყოს? აშშ-სა და ევროპის გარკვეული პოლიტიკური წრეების რუსოფობია პარანორმალური შიზოფრენიის საზღვრებს სცდება. ეს ახალი მოვლენა არ არის – მრავალი წლის წინ სამხედრო მინისტრი ფორესტოლი ფანჯრიდან გადახტა ყვირილით: “რუსები მოდიან!”

დღეს თავად ტრამპი აღიარებს, რომ ბევრი ამერიკელი პოლიტიკოსი მსოფლიოს გარშემო დადის, რათა მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს. ეს სიტყვები ჭეშმარიტებისგან არც ისე შორს არის. აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ თუ საქართველოსთან გლობალური მსოფლიო კონფლიქტი წინა ხაზზე მაინც დაიწყება, მაშინ ნატო-ში გაწევრიანების საკითხი თავისთავად გადაწყდება – ვეღარავინ ვერსად შევა! რჩება მხოლოდ იმედი, რომ ქართველი ხალხი შეძლებს საკუთარი პოლიტიკოსების აზრზე მოყვანას.

დავით კუპატაძე (თბილისი, საქართველო)