მიმდინარე წლის 24 აპრილს, მე-20 საუკუნის პირველი გენოციდის – ოსმალეთის იმპერიაში სომხების გენოციდის 108 წლისთავია. მაშინდელმა ახლადდამყარებულმა  თურქულმა  მთავრობამ იმპერიის სხვადასხვა რეგიონში 1,5 მილიონზე მეტი სომეხი მოკლა, კიდევ 500 ათასი  იძულებული გახდა გაქცეულიყო და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში დასახლებულიყო.

ყოველწლიურად, ამ დღეს სომხები მთელს მსოფლიოში აღნიშნავენ იმ ტრაგიკული მოვლენების მსხვერპლთა ხსოვნას და  მსოფლიო საზოგადოებას ამ გენოციდის აღიარებისკენ მოუწოდებენ.

მართალი ცეცხლი გადარჩენილთა ხელში

ხსოვნის დღისადმი მიძღნილი ღონისძიებები 23 აპრილის საღამოს, ტრადიციული ჩირაღდნებიანი მსვლელობით დაიწყო. ასობით ადამიანი, რომლებსაც ხელში ჩირაღდნები ეჭირათ, ქალაქის ცენტრალური რესპუბლიკის მოედნიდან „ციცერნაკაბერდის“  მემორიალური კომპლექსისკენ გაემართა.

მსვლელობაში, როგორც დედაქალაქის, ისე სომხეთის სხვადასხვა რეგიონიდან ჩამსული  მრავალი ადამიანი მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ ასევე ასევე ოფიციალური პირები, სომხეთის ყოფილი პრეზიდენტები რობერტ ქოჩარიანი და სერჟ სარქსიანი, სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლები, ახალგაზრდების ცალკეული ჯგუფები, რომლებსაც მაისურებზე გამოსახული ჰქონდათ არცახის დროშაზე დატანილი საფეხურებიან-კბილანიებიანი ნიმუშები. მსვლელობისას მონაწილეებმა  აზერბაიჯანისა და თურქეთის დროშები დაწვეს.

ყვავილების კოლონა და დუმილი

ამ სამგლოვიარო დღეს, სომხები „ციცერნაკაბერდის“ მარადიული ცეცხლის საკურთხეველთან, იქ, სადაც წინაპრებზე მგლოვიარე შთამომავლები გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას მარადიულ პატივს მიაგებენ, დიდი და უწყვეი კოლონით მივიდნენ.  დუმილი, მშვიდი მოძრაობა, დაბლა დაშვებული  თაიგულები, მწუხარების და ამავდროულად თავდაჯერებული გამოხედვა რამოდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა.

დილიდან,  „ციცერნაკაბერდში“ სახელმწიფოს პირველი პირები მიდიოდნენ: სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატრიანი, პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი, მინისტრები, დეპუტატები და მოადგილეები. წარჩინებულთა კოლონამ  მემორიალთან გადაინაცვა, რომელიც ყვავილებით შეამკეს.

გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ მსვლელობას „ციცერნაკაბერდში“  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. მათ  შორის იყვნენ: რუსეთის ელჩი სომხეთში სერგეი კოპირკინი, აშშ-ის ელჩი სომხეთში კრისტინა ქუინი, ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი სომხეთში, ელჩი ანდრეა ვიქტორინი, საფრანგეთის ელჩი სომხეთში ანნ ლუიო და სხვები.  „ციცერნაკაბერდში“  მისულ უცხოელ ოფიციალურ პირებს შორის იყო ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი.

ჩვენ სომეხი ხალხის გვერდით ვართ”

დღის ერთ-ერთი ხმაურიანი განცხადება იყო აშშ-ს კონგრესის სომხური ჯგუფის ვიცე-თავმჯდომარის ადამ შიფის მიერ წარმოთქმული სიტყვები, რომელმაც «Asbarez»-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კონგრესში წარადგენს პროექტს, რომელიც შეერთებულ შტატებს არცახის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის აღიანებისა და აზერბაიჯანის აგრესიის დაგმობისკენ მოუწოდებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ შტატები ადასტურებენ ფიცს, რომ არასოდეს დაივიწყებენ  სომხების გენოციდს. მან მოუწოდა ერთად გაილაშქრონ სიძულვილისა და ძალადობის წინააღმდეგ, დაიცვან ადამიანის უფლებები.

„ბევრი გადარჩენილი იძულებული გახდა  ახალი ცხოვრება სხვა ქვეყნებში, მათ შორის შეერთებულ შტატებში დაეწყო. აქ და მთელს მსოფლიოში სომეხმა ხალხმა სიძულვილს იმედით უპასუხა“, – განაცხადა მან.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა Twitter-ის თავის გვერდზე დაწერა, რომ სომხეთს  საფრანგეთის მხრიდან მუდმივი მხარდაჭერა აქვს. ამის შესახებ საფრანგეთის სენატის ფრაქციის ლიდერმა ბრუნო რეტაირომ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზეც განაცხადა.

„დღეს ჩვენ სომეხი ხალხის გვერდით ვართ და თქვენთან ერთად პატივს მივაგებთ უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნას. ისინი ჩვენი მსხვერპლიცაა, რადგან საუბარია მთელი კაცობრიობის ტრაგედიაზე“, – განაცხადა მან.

კაცობრიობის მოვალეობაზე, ახსოვდეს სომხების გეონოციდი, ასევე ისაუბრა საბერძნეთის  სს მინისტრმა ნიკოს დენდიასმა, რომელმაც შესაბამისი პოსტი Twitter-ის თავის გვერდზე გამოაქვეყნა. გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაშიც. 1915 წლის ტრაგედიის შესახებ განცხადებები გააკეთეს ასევე კანადის პრემიერ მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ, საბერძნეთის პრეზიდენტმა კატერინა საკელაროპულუმ, არცახის პრეზიდენტმა არაიკ არუთუნიანმა, კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ქრისტოდულიდესმა და კვიპროსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

ევროპის სახალხო პარტიამ თავის განცხადებაში თურქეთს  მოუწოდა  აღიაროს სომეხთა გენოციდი და გადადგას ნაბიჯები შერიგებისკენ.

ხალხის მხარდაჭერა  მთელი მსოფლიოდან

განზე არც სამოქალაქო საზოგადოება და ცნობილი პირები დადგნენ. ამგვარად, თეირანის სომხური  დიასპორა წმ.სარგისის ეკლესიაში შეიკრიბა და  სომხების გენოციდის მსხვერპლთ პატივი მიაგო. უნგრეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ, ბუდაპეშტში პირველად გაიმართა გენოციდისადმი მიძღვნილი ღონისძიება: წმინდა მიხას ტაძარში  ზემოთ აღნიშნული ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიღძვნილი საღამო გაიმართა. უკრაინის სომხურ ეკლესიებსა და ხსოვნის  ხაჩკარებში, 24 აპრილს სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღვთისმსახურება გაიმართა. ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს კოლორადოშიც. მექსიკის ქალაქ პანინდიკუაროში გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ხაჩკარი დაიდგა.

სომხების გენოციდის შესახებ ისაუბრეს ცნობილმა სომეხმა ადამიანებმა: მოჭადრაკე ლევონ არონიანმა, ბიზნესვუმენმა კიმ კარდაშიანმა, ჯგუფის System of a Down ლიდერმა სერჟ ტანკიანმა, შოუმენმა მიხაილ გალუსტიანმა, ტელეპროდიუსერმა გარიკ მარტიროსიანმა, ვიზაჟისტმა გოარ ავეტისიანმა, რეჟისორმა სარიკ ანდრეასიანმა, ბლოგერებმა დავით მანუკიანმა და სოფია ბროიანმა და სხვებმა.

სარა მარტიროსიანი