2023 წლის 14 დეკემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში კიდევ ერთ მნიშვნელოვან თარიღად ჩაიწერება. ამ დღეს, ბრიუსელში, ევროსაბჭოს სხდომაზე, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდეს. ამ გადაწყვეტილებას საქართველოს მოსახლეობა ზარ-ზეიმით შეხვდა. 15 დეკემბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, ხელისუფლების ორგანიზებით, ხალხმრავალი მიტინგი გაიმართა. ადამიანები ერთმანეთს სტატუსის მიღებას ულოცავდნენ.

მილოცვები ისმოდა მოედანზე მოწყობილი ტრიბუნიდანაც, სადაც სიტყვით გამოვიდნენ “ქართული ოცნების” მთავრობის ლიდერები და ევროპელი დიპლომატები. მაგრამ ტრიბუნასთან არ გამოჩენილა მთავრობასთან დაპირისპირებული პრეზიდენტიზ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც თავის რიგს ამაოდ ელოდა მოქალაქეებს შორის, ქუჩაში მდგარი.

საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას გამოეხმაურა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. მისი მოსაზრებით, ამ გზის გაკაფვაში, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, საქართველოს ყველა ხელისუფლებას აქვს შეტანილი შეტანილი. პატრიარქი იმედოვნებს, რომ ეს კავშირი ურთიერთ გამამდიდრებელი იქნება და საქართველოს ქრისტიანული ტრადიციების და სულიერი ფასეულობების განმტკიცებასაც შეუწყობს ხელს.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ყველაფერს აკეთებდა, რათა საქართველოს ეს სტატუსი “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში არ მიეღო და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მათ რევოლუციურ გეგმებს მწვანე შუქი ანთებოდა, 15-დეკემბერს მათ პარტიულ ოფისებშიც ზეიმი იყო.

Саломе Зурабишвили

საყოველთაო საზეიმო განწყობის მიუხედავად შეიქმნა უხერხულობა. ასეთ მნიშვნელოვან დღეს, მთავრობისგან გარიყული ქვეყნის პრეზიდენტისთვის ადგილი,  ვერც ოპოზიციის სადღესასწაულო მაგიდასთან მოიძებნა.

როგორი იქნება საქართველოს ევროპასთან დაახლოების შემდგომი ნაბიჯები, კანდიდატის სტატუსის – რატომ ახლა და არა ერთი წლის წინ? Dalma News-ის კითხვებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე და პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე პასუხობენ.

ზაალ ანჯაფარიძე: სტატუსის მიღება მოსალოდნელი იყო. არსებობდა მცირე ალბათობა, რომ უარი ეთქვათ, მაგრამ, როგორც ჩანს, გეოპოლიტიკურმა მოსაზრებებმა გადაწონა. ეს ირიბად აღინიშნა კიდეც ევროსაბჭოს მიერ შემუშავებული დოკუმენტის პროექტში სამიტის წინ, მასში იყო ხაზგასმული სწორედ არსებული გეოპოლიტიკური ვითარების მნიშვნელობა, რაც შეიქმნა უკრაინის კიმფლიკტის გამო. ახლა მთავარია, რამდენად სწრაფად შეძლებს საქართველო გაიაროს ის პერიოდი, რის შემდეგაც უნდა გადავიდეს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების სტადიაზე.

ზაალ ანჯაფარიძე

რამაზ საყვარელიძე: ჯერ კიდევ იქიდან მოყოლებული ველოდი სტატუსის მიღებას, როცა უარი გვითხრეს. იმიტომ, რომ ევროპისკენ ჩინეთიდან მიმავალი ტვირთები გადიოდა რუსეთზე. სანქციების გამო, ეს გზა ჩაიკეტა და გადმოიტანეს საქართველოზე. ასე, რომ საქართველო ევროპისთვის ფაქტობრივად არის კარები იმისა, რომ ჩინეთიდან მიიღოს ტვირთები. ასეთ კარებთან მისასვლელი სჭირდება ევროპას, ამიტომ აუცილებლად გადადგამდა ამ ნაბიჯს. 1 წლის წინ მაკრონიმ თქვა, – საქართველო გეოგრაფიულად ძალიან შორს არისო, – რაც იმას ნიშნავს, რომ მათთვის აქვს მნიშვნელობა გეოგრაფიულ სიახლოვეს. ცოტა ხნის მერე, როცა ტრანზიტის თემა გამოიკვეთა შოლცმა დაიძახა, – თბილისამდე უნდა გაფართოვდეს ევროკავშირიო. ეს უკვე ნიშნავდა იმას, რომ ტრანზიტის ფაქტორმა მუშაობა დაიწყო. გეოპოლიტიკა, რომელიც ერთი წლის წინ, ევროკავშირისთვის ხელისშემშლელი იყო, გეოეკონომიკამ გადაწონა.

სწორედ გეოპოლიტიკის გათვალისწინებით ელოდნენ ქართულ ოპოზიციაში, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებდა. ახლა ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ იმაში, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია. რამდენად ადეკვატურია ოპოზიცია?

ზ.ა: ანალიზის უნარი უნდა ჰქონდეს დაკარგული ადამიანს, რომ ელოდოს იმას, რომ საქართველოს ამოაგდებდნენ გეოპოლიტიკური სქემიდან, მხოლოდ იმის გამო, რომ ოპოზიციისთვის მაშველი რგოლი გადაეგდოთ და მათთვის ესიამოვნებინათ. როგორც ჩანს, რადიკალურ ოპოზიციაში ასეთი მოლოდინი ჰქონდათ გარკვეულ პარტიებსა და ცალკეულ ფიგურებს. ტყუილად ხომ არ დარბოდნენ, ხან ვაშინგტონში, ხან ბრიუსელში? მილიონებს ხარჯავდნენ საქართველოსთვის იმიჯის შესალახად. ყველამ კარგად იცის, რა ძალისხმევა გაიღო ოპოზიციამ იმისთვის, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში საქართველოსთვის არ მიეცათ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ეს დაადასტურეს თავად ოპოზიციის ცალკეულმა წარმომადგენლებმაც. რამდენიც არ უნდა ამტკიცოს ახლა ოპოზიციამ, რომ ეს ასე არ იყო, მათ აღარავინ დაუჯერებს. ოპოზიციამ ამით თვითდაზიანება მიიყენა. კანდიდატის სტატუსის მიღებაზე მათი რეაქცია იყო ზუსტად ისეთი, რასაც მოველოდი. დაიწყეს აპელირება, რომ „ქართული ოცნება“ არის რუსული ხელისუფლება, დაიწყეს ხალხის და მთავრობის გამიჯვნა. ანუ იმავე ფირფიტის დატრიალება, რასაც ატრიალებდნენ აქამდე. გაუგებარია, რატომ ვერ ხვდებიან, რომ ეს ნარატივი და ეს გზავნილი უკვე აღარ მუშაობს მოსახლეობაში. მათ უბრალოდ, არ აქვთ პასუხი, რა უნდა გააკეთონ შემდგომში. ოპოზიციის ანტირუსული კარტი, რომელიც ხელში ეჭირათ, უკვე გაჭრილია. აღარაფერი აღარ დარჩათ და გადაწყვიტეს, სადამდეც შეძლებენ, ეს კარტი გაათამაშონ. ოპოზიციამ წააგო პირველი რაუნდი და ახლა ის ბრძოლას დაუწყებს ხელისუფლებას იმისთვის, რომ შეაფერხონ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესი.

.: მსოფლიოში შექმნილმა მდგომარეობამ განაპირობა ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭება. როგორც ჩანს, არც ის 12 პუნქტი და არც ოპოზიციის როლი გადამწყვეტი არ ყოფილა. ბოლო მომენტში არავის მოუკითხავს იმ პუნქტების მდგომარეობა.

Рамаз Сакварелидзе

– პრეზიდენტის რუსთაველის გამზირზე მისვლით ერთობ უხერხული მდგომარეობა შეიქმნა, ის მთავრობის ლიდერებმა ტრიბუნასთან არ მიიწვიეს. ხომ არ სჯობდა პრეზიდენტს, იმ დაპირისპირების გათვალისწინებით, რაც მათოცნებისმთავრობასთან აქვს, ამ ღირსშესანიშნავ დღესთან დაკავშირებით თავის სასახლეში გაემართა მიღება და პრემიერმინისტრი და მთავრობის წევრები იქით მიეწვია?

.: პრეზიდენტს შეეძლო თავისი რეზიდენციიდან გაეკეთებინა განცხადება, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ სიტყვით გამოსვლის საშუალება არ ექნებოდა. მაგრამ მე პირადად, ნამდვილად შემექმნა უხერხულობის განცდა, იმის გამო, რომ ქვეყნის პრეზიდენტს არ მიეცა სიტყვით გამოსვლის უფლება. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამაში თავად პრეზიდენტის ბრალეულობის წილიც არის. მის მიმართ, როგორც პოლიტიკოსისადმი, დაკარგულია ნდობა, პატივისცემა. გავიხსენოთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავ ზეიმზე მისი სიტყვით გამოსვლა. მან მაღალი ტრიბუნიდან დაიწყო პრემიერისა და მთავრობის კრიტიკა და ჩააშხამა ზეიმი. ჩემი აზრით, ამჯერად „ქართულმა ოცნებამ“ თავი დაიზღვია იმისგან, რომ პრეზიდენტი, მისი არაპროგნოზირებადი და ჯიუტი ხასიათის გათვალისწინებით, არ გამოსულიყო ტრიბუნასთან და არ ეთქვა ისეთი რამ, რაც სადღესასწაულო განწყობას გააუფერულებდა. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, თუ რა შესაძლო ექსცესები მოჰყვებოდა ზურაბიშვილის ტრიბუნასთან გამოჩენას. თუმცა გეთანხმებით, ვითარება მართლაც უხერხული იყო.

რუსთაველის გამზირზე მისული მოქალაქეების უმეტესობის განწყობაც იყო, რომ პრეზიდენტი არ დამდგარიყო ტრიბუნასთან?

.: პრეზიდენტმა კარგად იცოდა, რომ უხერხულობა მოჰყვებოდა მის იქ ყოფნას. შეიძლებოდა მთავრობის ლიდერები დაფიქრებულიყვნენ და ისეთი გამოსავალი მოეძებნათ, რომ არც თვითონ დაეკარგათ სახე და უკანაც არ წაეღოთ თავიანთი სიტყვები, როცა თქვეს, – ზურაბიშვილი ჩვენთვის პრეზიდენტი აღარ არისო. კანონის ენაზე თუ ვილაპარაკებთ, იმპიჩმენტი ვერ შედგა, შესაბამისად, ზურაბიშვილი პრეზიდენტობას ინარჩუნებს. ელჩების მოსახსენებელი რომ არ ყოფილიყო პრეზიდენტი, მგონი უპირველეს ყოვლისა ხელისუფლებისთვის ჯობდა.

– როგორი გაგრძელება ექნება 15 დეკემბერს, რა სამუშაო ელის საქართველოს შემდგომ ეტაპზე?

.: ველოდები, რომ უახლოეს დღეებში გასაჯაროვდეს ის სამოქმედო გეგმა, რაც ხელისუფლებამ გადაგზავნა ევროკავშირში სტატუსის მონიჭების წინ და გავიგებთ, რას აპირებს ხელისუფლება. მაინც მაქვს განცდა, რომ ხელისუფლება ევროკავშირთან განაგრძობს ლავირების პოლიტიკას, განსაკუთრებით ისეთ საკითხებში, რაც ეხება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, რუსეთთან, როგორც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მინიმიზაციას, ასევე ორმხრივი ავიამიმოსვლის აკრძალვას და სანქციების პაკეტის ყველა იმ პირობის შესრულებას, რაც ევროკავშირს აქვს რუსეთის მიმართ. მათ პირდაპირ გვითხრეს, რომ საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში უნდა იყოს. საქართველოს ხელისუფლება იმასაც აცნობიერებს, რომ მისი უცებ შეერთება ანტირუსულ სანქციებთან გაზრდის საფრთხეებს საქართველოსთვის. რუსეთს ეს დიდად ვერ დააზარალებს, მაგრამ საქართველო ამის გამო, სერიოზულ ეკონომიკურ ზიანს მიიღებს. არავითარი დამცავი მექანიზმი ამ ეტაპზე საქართველოს არ გააჩნია. რამდენად მოახერხებენ კომპრომისის პოვნას ევროპასთან ეს მოლაპარაკებებზეა დამოკიდებულია. ასევე მგონია პრობლემური იქნება სასამართლო რეფორმის ისე განხორციელება, როგორც ამას ევროკავშირის ითხოვს, რომ მოსამართლეების დანიშვნაში ჩართული იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები და მათი სიტყვა გადამწყვეტი იყოს. მგონია, რომ ეს მოთხოვნა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის შემზღუდველია. არ ვარ მომხრე, რომ მოსამართლეები გარედან ინიშნებოდნენ და გარე აქტორების მიმართ იყვნენ ანგარიშვალდებულები.

.: განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს უკრაინისგან, ღმერთმა დაგვიფარა. ვხედავთ, როგორი აქტიურია ზელენსკი. ანალოგიური აქტიურობა მოუწევს ჩვენს ხელისუფლებასაც. მაგრამ მაინც იმ ვერსიით ვხელმძღვანელობ, რაც დასაწყისში გითხარით – ერთი მხრივ ევროპის ჩინეთთან ურთიერთობა, ხოლო მეორე მხრივ საქართველოს ევროპულ სტრუქტურებთან თანამშრომლობა. ბევრია სამუშაო. საქართველო ძალიან დაშორებულია ევროპას. მეორე ფაქტორია კონფლიქტური რეგიონები. სირთულეებს, ალბათ, ეს ყველას უქმის, ამ პრობლემების შერბილება, გადაჭრა, კომპრომისების ძიება, ხელისუფლების საქმეა.

შორენა პაპაშვილი