ამიერკავკასიის რეგიონის ხალხებს შორის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების ისტორიის განმავლობაში, ეკონომიკისა და კულტურის სფეროში მთელი რიგი ურთიერთწყენასა და პრეტენზიასთან ერთად (ზოგჯერ უსაფუძვლო), ისე ურთიერთქმედების მნიშვნელოვნად პოზიტიური პოტენციალი დაგროვდა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სომხების, ქართველებისა და აზერბაიჯანელების ურთიერთობებში დაპირისპირებები დაიწყო, რომელიც დღესაც განსაზღვრავს მათი ცხოვრების რთულ რეალიებს.

ამ ურთიერთობებში შექმნილი რთული პოსტსაბჭოური კონფლიქტები პრაქტიკულად გადაუჭრელია. ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ არ არსებობს ნდობის გამყარების მექანიზმი და პირობა, რომლის მიხედვითაც ხალხები ერთმანეთს უკეთ გაიცნობენ და გაუგებენ. ეს ძირითადად იმის შედეგია, რომ ახალი თაობის აღზრდაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია “მეზობელი-მტრის” ხატის შექმნას.

თბილისი ყოველთვის მრავალნაციონალური მეგობრული ქალაქი იყო

ეს ახალი ტრადიციაა. ყოფილი საბჭოთა კავშირის ხალხების ცხოვრებაში ნაციონალიზმის საპირისპირო იდეოლოგია -ინტერნაციონალიზმი ვრცელდებოდა. მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როგორც ამბობენ, შუქურა საპირისპირო მიმართულებით დატრიალდა, თანაც ისე ძლიერად, რომ ვისაც საბჭოთა პერიოდში უცხოვრია, მისთვის ეს ნამდვილი საშინელებაა.

ადრე მიუღებელი იყო საკუთარი ერის სხვაზე აღმატებულობის შესახებ ხმამაღლა საუბარი და საკუთარი ეროვნული წარმოშობით ღიად ამაყობა (თუმცა საკუთარი ერის მიღწევებით ამაყობას არავინ კრძალავდა). სხვადასხვა ეროვნების ხალხი კარგად ეცნობოდა ერთმანეთს: საბჭოთა არმიაში მსახურის, “კომუნიზმის დიდებული მშენებლობის” , სხვადასხვაგვარი და მრავალი ახალგაზრდული სპორტულ-გამაჯანსაღებელი ბანაკებისა და სხვა საკავშირო ღონისძიებების დროს. ერთი სიტყვით, საბჭოთა კავშირის მოქალაქეებს ყოველთვის ჰქონდათ მთელი რიგი შესაძლებლობები უკეთ გცნობოდნენ ერთმანეთს და შესაბამისად – უკეთ გაეგოთ ერთმანეთის.

"მენავთობეების ქალაქი" -მეგობრული ბაქო
“მენავთობეების ქალაქი” -მეგობრული ბაქო

დღეს კი ყველაფერი სხვაგვარადაა. ახალი საზღვრები გაივლო არა მხოლოდ ყოფილ “მეგობარ რესპუბლიკებს”, არამედ მათ ხალხებს შორისაც. 25-30 წლის ასაკის სომხებსა და აზერბაიჯანელებს, თუ სამშობლოს ფარგლებს გარეთ არ უმოგზაურიათ, არასოდეს უნახავთ “მტრულად განწყობილი ერის” წარმომადგენლები. ასეთ ვითარებაში დაპირისპირების იდეოლოგიას სერიოზული ალტერნატივა პრაქტიკულად არ აქვს. სამწუხარო შედეგი მრავალია და ეს ყველამ კარგად იცის.

თუმცა, “სიძულვილის გრადუსისა” და  ნაციონალისტური პროპაგანდის მიმართულების შინაარსი სრულიად არის დამოკიდებული ამჟამად არსებულ საგარეო პოლიტიკურ კონიუნქტურაზე. მაგალითად, აზერბაიჯანული მხარე მეზობელ ირანს დროდადრო მწვავედ უტევს. სომხები თავს არიდებენ ასეთ შეტევებს და ცდილობენ ამ ორი ერის ურთიერთობა სამაგალითოდ წარმოაჩინონ, თუმცა იყო დრო, როდესაც სომხებისა და სპარსელების ურთიერთობას ნამდვილად ვერ ვუწოდებით გასხივოსნებულს. მხარეები ამჯობინებენ ეს აღარ გაიხსენონ, რადგან მათთვის ძალზედ მნიშვნელოვანია დღეს არსებული სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები. იგივე მიზეზით არც თბილისი და არც ერევანი არასოდეს აყენებს წინა პლანზე სომხებით დასახლებული ქართული რეგიონის – სამცხე-ჯავახეთის პრობლემატიკას.

ასეთი რეალობა მოწმობს იმას, რომ მავნე და საშიში ეროვნული ვაქხანალიის დამარცხება, რომელიც ახალგაზრდა თაობის გონებას წამლავს, მხოლოდ ურთიერთმომგებიან ურთიერთობას შეუძლია, რომელიც 20-ზე მეტი წლის წინ იყო გაწყვეტილი. ამის განხორციელება კი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები, როგორც ერთობლივად, ისე ცალ-ცალკე რუსეთთან და ირანთან დიალოგისა და კონტაქტების გაფართოვების გზების ძიებას დაიწყებენ. ასეთი დიალოგის მოედნად შესაძლოა იქცეს ევრაზიის ეკონომიკური კავშირი, რომლის წევრი უკვე არის სომხეთი. როგორც ცნობილია, ბაქო და თეირანი  ამ ინტეგრაციულ გაერთიანებასთან ურთიერთობების გაღრმავებით არიან დაინტერესებულნი. რაც შეეხება თბილისს, ის შედარებით რთულ ვითარებაშია, რადგანაც ევროკავშირთან ასოცირებული წევრობის შესახებ შეთანხმება აკავშირებს. ამის მიუხედავად ბოლო დროს ქართული მხარე ანკარასა და ბაქოსთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოვებასა და დივერსიფიკაციის აუცილებლობაზე სულ უფრო ხშირად საუბრობს.

ადვილი შესაძლებელია რუსეთ-თურქეთის ბოლოდროინდელ დაძაბულ ურთიერთობებთან დაკავშირებულმა მოვლენებმა, სამხრეთ კავკასიაში გამაერთიანებელი პროცესები გარკვეულწილად დააჩქაროს.  ამიერკავკასიის სამივე ქვეყნის საზოგადოება დარწმუნდა, რომ თურქეთის, რომელიც სულ უფრო ეშვება რადიკალურ ისლამიზმში და თითქმის ღიად თანამშრომლობს დამნაშავე “ისლამისტურ სახელმწიფოსთან”, საიმედო პარტნიორად განხილვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგანაც მისთვის ზურგში ვერაგულად მახვილის ჩარტყმა სირთულეს არ წარმოადგენს. ეს არც არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ თურქეთის ხელისუფლების იდეოლოგიას, მის მჭიდრო კავშირებს  მოძრაობა “მუსულმანთა საძმოსთან” და იმ ფაქტს, რომ  ისლამის სუნიტური განშტოება, როგორც პრაქტიკამ გვაჩვენა, შესანიშნავი ნიადაგია ვაჰაბიზმისა და მის მიერ “გამოძერწილი” ტერორიზმისთვის. ამ ფონზე შიიტური ირანი ბევრად უფრო ზომიერი და რაც მთავარია საიმედო პარტნიორი სჩანს.

სტუმართმოყვარე და თბილი ერევანი
სტუმართმოყვარე და თბილი ერევანი

“რუსეთი-კავკასიის ქვეყნები-ირანი” – ამ ჯაჭვის წარმოქმნის შემთხვევაში, იგი ფუნდამენტალურ განმსაზღვრელ ფაქტორად იქცევა, არა მხოლოდ რეგიონის ხალხების, არამედ მთელ ახლო და შუა აღმოსავლეთის ცხოვრებაში. ამასთანავე, შემცირდება ნაციონალისტური პროპაგანდის ტალღა – ბიზნესპარტნიორის შეურაცხყოფა, უგუნურება და წინდაუხედაობაა. ამასთან დაკავშირებით, ამჟამინდელი არაბუნებრივი და ხელოვნურად შექმნილი ვითარებები დაძლევადი  გახდება და ახალი თაობა ბოლოსდაბოლოს ღიად შეძლებს ერთმანეთის გაცნობასა და ურთიერთთანამშრომლობას.

ანარა ვალიევა, პუბლიცისტი, თბილისი