ახალ ტექნოლოგიურ დროებაში, როდესაც ადამიანები ყოველდღიურად რამდენიმე საათს მხოლოდ სოციალურ ქსელს ახმარენ, კომპიუტერები და სხვადასხვა გაჯეტები შეუცვლელ აქსესუარებად იქცა. Dalma News-ის კორესპონდენტმა გაარკვია სად, როგორ და რა ფასად შეიძლება სომხეთში ტექნიკის შეძენა.

კომპიუტერული ტექნიკის მაღაზია სომხეთში საკმარისადაა. მხოლოდ ერევანში მათი რაოდენობა 500-ს ერთეულს აღწევს. Fine, COMPASS, LED, Computers, RAS, VGComputers, LANS, კომპიუტერული ტექნიკის ცენტრი Hardware,М-TECH  და ბევრი სხვა. მათი ძირითადი ნაწილი განთავსებულია დედაქალაქის ცენტრში – საიათ-ნოვასა და სარიანის ქუჩებზე, რომელბიც ერთმანეთს ჰკვეთენ, უბრალოდ საკმარისია ერთ ქუჩას გაუყვე და მეორეზე გადახვალ. გზის ორივე მხარე სავსეა  ელექტრონიკის ყველა შესაძლო სახეობის დიდი და პატარა მყუდრო მაღაზიებით. როგორც წესი, მყიდველებს დიდი ეკრანებით იზიდავენ, რომლებზედაც არის წარწერა “რაღაც Computers”. როგორც წესი, სავაჭრო წერტილების წინ ფირმის უნიფორმაში გამოწყობილი მაღზიების თანამშრომლები სიგარეტს ეწევიან. ყველაფერი ლამაზი და ელეგანტურია, მაგრამ ყველაფერი არც ისე კარგადაა, როგორც ვისურვებდით. ამას რამოდენიმე მიზეზი აქვს:

ასორტიმენტი

ერევნის კომპიუტერულ მაღაზიებში, როგორც წესი, გასხვავებული არჩევანია:  დილერები უპირატესობას ანიჭებენ დაბალი და საშუალო ფასიანი სეგმენტის პროდუქციას, როგორც ნოუთბუქებსა და უკვე აწყობილ კომპიუტერულ სისტემებს, ისე ცალკეულ კომპიუტერებს. მყიდველს შეუძლია თავად შეარჩიოს სასურველი კონფიგურაცია.  მაგალითად, თუ მყიდველი მიდის მაღაზიაში და ამბობს, რომ მას საოფისე სისტემა ყოველდღიური რუტინული სამუშაოსთვის სჭირდება, ძირითადად მას Intel Pentium G3240-ის ბაზის სისტემას სთავაზობენ. მაგრამ თუ მომხმარებელს სჭირდება Intel Celeron G1850, რომელიც ძალიანაც არ ჩამორჩება წარმოებით თავის უფროს ძმას, მაგრამ თავისი ფასიდან გამომდინარე საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება,- მას უარით ისტუმრებენ და ეუბნებიან, რომ სომხეთში ასეთი პროცესორები არ არის. გარკვეულ სირთულეებს ხვდება ასევე ის მომხმარებელიც, რომელიც უპირატესობას ანიჭებს AMD-ის პროდუქციის პროცესორებს. რატომღაც მიჩნეულია, რომ სომხებს Intel-ის პროდუქცია უყვართ და AMD-ის კრისტალები მოდაში არ არის. საერთო ჯამში, მომხმარებელი ვერ ააწყობს, მაგალითად, Athlon X4 840 ან FX-6350 ბაზის საშუალო სათამაშო კომპიუტერს, რადგანაც ამ სეგმენტში აწყობილი AMD-ს გრაფიკა “ინტელზე” უკეთესია.

პროცესორების გარდა პრაქტიკულად იგივე შეიძლება ითქვას ნებისმიერ კომპიუტერულ ნაწილზე, იქნება ეს ვიდეოკარტა, SSD-დისკი, ოპერატიული მეხსიერება, კვების ბლოკი, სავინტილაციო სისტემა და ა.შ. რაც უფრო მაღალია პროდუქციის ღირებულება, მით უფრო მწვავდება არჩევის პრობლემა. საქმე იმაშია, რომ კომპიუტერული სამყაროს სიახლეები სომხეთში მაშინ ხვდებიან, როცა ის უკვე ახალი აღარ არის. მაგალითად, დღეს ერევანში ვერსად შეიძენ Intel Core i7-5930K -ის, ან AMD FX-9590-ის პროცესორებს, Radeon R9 290X-ის ვიდეოგრაფიკას, ან ორბირთვიან TITANZ-ს. მაგრამ ერთი, ან ორი ეგზემპლარი მაინც მოხვდა სოხეთში მათი ფასი… ამის შესახებ ცალკე მოგითხრობთ.

ფასი

ახალი კომპიუტერის შესაძენად შემდეგი ნაბიჯი მომხმარებლის ჯიბეა. საქმე იმაშია, რომ სანამ კომპიუტერული ტექნიკა სომხეთში მოხვდება, მისი ფასი ძალიან იზრდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ ზუსტად ისეთი ნაწილი იპოვეთ, როგორიც თქვენ გჭირდებათ, მასში სამმაგი ფასის გადახდა მოგიწევთ. ამ საკითხის უკეთ გასაგებად მოვიყვანოთ ASUSTransformerTF-300 პლანშეტების მაგალითი.  ეს სასიამოვნო მოწყობილობა ASUSTransformerTF-700Infinity-ის მოდელის ბიუჯეტური ვარიანტია, რომელიც მიჩნეულია iPad-ის შემცვლელად. ასე, რომ TF-300  3 წლის წინ გაჩნდამ 2012 წლის მაისში მწარმოებელმა წარადგინა, როგორც დაბალ ფასიანი სეგმენტის პროდუქცია. eBay-ზე 16 Gb-ის მეხსიერების პლანშეტის შეკვეთა შესაძლებელია ახლავე 75-80 აშშ. დოლარად. ეს მართლაც კარგი შენაძენია, მაგრამ თუ ერევნის მაღაზიებში იგივე პლანშეტის შესაძენად გახვალთ, ვერც TF-300-სა და ვერც TF-700Infinity-ს ვერ იშოვით. დიდი ხნის ძიების შემდეგ ერთ ეგზემპლარს  მივაგენით, რომელიც 182 ათსი დრამი, ანუ 385 აშშ. დოლარი დაგვიფასეს. როგორც სჩანს, თუ ერევანში კომპიუტერის აწყობა გადაწყვიტეთ, ამისთვის მორალურად მაინც უნდა იყოთ მზად.

სიძვირე აიხსნება არა მხოლოდ საქონლის დეფიციტით, არამედ მისი წარმომავლობით. მაღაზიების ნაწილი ამჯობინებს ელექტრონიკა ოფიციალური მიმწოდებლებისგან შეიძინოს, რომლის ტრანსპორტირება, საბაჟო ზედნადების გაფორმება, ნორმალური ტექნიკური მომსახურეობა და ა.შ. ცალკეულ ხარჯებს მოითხოვს. მაგალითად, თუ შეიძენთ საქონელს Foxconn-ის ქეისში, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ იგი სწორედ ამ კომპანიის ერთ-ერთ ქარხანაში შეიქმნა. სწორედ იქ შეიძინეს და შეიტანეს სომხეთში, სადაც განაბაჟეს როგორც “კომპიუტერული ქეისი” და მაღაზიის დახლებზე მოხვდა. როგორც ვარიანტი, ამ ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლია ოფიციალური წარმომადგენელი (მაგალითად, როგორც  Samsung-თან მუშაობენ), რომელიც რეგიონალური ცენტრიდან (რუსეთში, ან ყაზახეთში) ეწევა დისტრიბუციას. ერთი სიტყვით, ასეთი ფირმები განეკუთვნებიან №1 კატეგორიას და ნორმალური სტანდარტებით მუშაობენ. საბოლოოდ კი ეს გავლენას ახდებს სომეხი მომხმარებლის საფულეზე, რომელიც იძულებულია საჭირო ტექნიკა სხვაგან ეძებოს. ამაში მას ეხმარება №2 კატეგორიის ფირმა, რომელიც განსხვავებულად მუშაობს: არავითარი გარანტია, არავითარი სტანდარტი, საკუთარი ძალებით ადგილობრივი დონის ტექნიკური მომსახურეობა, გაურკვეველი წარმოშობის საქონელი. ასეთ პროდუქციას ძირითადად არაბეთის გაერთიანებულ საემიროში, უფრო ზუსტად, დუბაიში სუპერმარკეტის სტილში ყიდულობენ. შედეგად კი საქონელი იაფია, მაგრამ სარისკო.

ადამიანები

სოხმეთში იშვიათი ბაზარი თავისი მონოპოლისტის გარეშე. ჩვეულებრივ, ყოველ საქონელს ჰყავს თავისი ბიძა (იშვიათად – დეიდა), რომელიც აკონტროლებს მის იმპორტსა და დისტრიბუციას. საერთოდ ელექტრონიკა, კომპიუტერები და მათი  კომპლექსური ნაწილები – გამონაკლისია. მათზე არ არის მონოპოლია და ჩვეულებრივად შემიძლია ჩავიდე დუბაიში და ეკრანების პარტია გასაყიდად  ჩამოვიტანო. ეს, უდავოდ პლუსია, რადგანაც სხვა ვითარებაში ხუთმაგი ფასი სიკეთედ გამოჩნდებოდა.

პერსპექტივები

თუ სადმე პრობლემა არსებობს, იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ცუდადაა. ფაქტობრივად, სომხეთში ყველაფერი არც ისე ცუდადაა. 5 წლის წინათ Logitechили Razer-ის ნორმალურ ე.წ. მაუსს ვერსად შეიძენდით, დღეს კი ეს შესაძლებელია, თუმცა საკმაოდ სპეციფიკურ პირობებში. გარდა ამისა, კომპიუტერული ტექნიკის გაყიდვებით დაკავებული ფირმებისა და სავაჭრო წერტილების რაოდენობამ ბოლო რამდენიმე წელიწადში სერიოზულად იმატა. ამან აამოქმედა კონკურენტული მექანიზმი, რომელიც ნელა, მაგრამ მტკიცედ კარნახობს ბაზარს, მიიღოს  სამომხმარებლო ნორმები. სანამ პროცესი თავის ლოგიკურ დასასრულამდე მივა, სომხებს ყოველთვის შეუძლიათ დახმარებისთვის მიმართონ მეგობარ ქართველებს, რომლებიც ამ მხრივ მართლაც გვიხარებენ გულს. როგორ? ამის შესახებ აუცილებლად წაიკითხეთ ჩვენს საიტზე შემოთავაზებული ანალოგიური სტატია თბილისიდან. 😎