სომხეთის ვაიოცძორის ოლქის არენის თემში თავშესაფარებულმა არცახელმა (მთიანი ყარაბაღი) დევნილებმა რუსეთისგან ჰუმანიტარული დახმარება მიიღეს. აღნიშნული დახმარება არცახის მცხოვრებთა მძიმე სოციალური მდგომარეობის შემსუბუქებას ისახავს მიზნად. 9-თვიანი ბლოკადისა და სექტემბრის ესკალაციის შედეგად იძულებითი გადაადგილების შემდეგ, ბევრი მათგანი სომხეთში ცდილპბს ახალი ცხოვრების დაწყებას. ისინი ნებისმიერ დახმარებას მიიღებენ, რომელიც მათ ფეხზე წამოდგომაში დაეხმარება და რუსეთიდან მიღებულ შემოწირულობასაც მადლიერებით შეხვდნენ, – იტყობინებს IAC Verelq.

2 ნოემბერს, არენის თემს დახმარება ჰუმანიტარულმა ფონდმა „კომუნიკაციების განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტმა“ (MID) მიაწოდა. არცახელი ბავშვებისთვის გამიზნული დახმარება ტანსაცმელს, ტკბილეულს და ა.შ. მოიცავდა.

ჰუმანიტარული დახმარება გადაწილდა ცოტა ხნის წინ გახსნილ,რუსული ენისა და კულტურის ცენტრში, ადგილობრივი და სათემო ადმინისტრაციის წარმომადგენლების, ასევე ფონდ MIR-ის მონაწილეობით.

დახმარების გაცემამდე ჰუმანიტარული ფონდის MIR-ის დირექტორმა, გაგიკ ალოიანმა რუს კოლეგებს და, კერძოდ, NIIRK-ს გულუხვი შემოწირულობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენი კოლეგები რუსეთიდან განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ლტოლვილების, ჩვენი ძმებისა და დების მხარდაჭერას არაწახიდან. ეს დახმარება რუსულ-სომხური მეგობრობის ნიშნად რუსეთის კომუნიკაციების განვითარების ეროვნულმა კვლევითმა ინსტიტუტმა უსასყიდლოდ გაიღო“, – განაცხადა გაგიკ ალოიანმა დამსწრე საზოგადოებას.

პასუხად, არცახის იძულებით გადაადგილებულ პირების სამადლობელი სიტყვები მოჰყვა:

„ძალიან გვიხარია, რომ არ დაგვივიწყეს და ყველაფერში გვეხმარებიან. გმადლობთ“, – ამბობს ქალბატონი, რომელიც, სამ შვილთან და მეუღლესთან ერთად, არაცახის მარტუნის რაიონში ცხოვრობდა და 19-20 სექტემბერს მომხდარი ესკალაციის შემდეგ, სხვა არცახელებთან ერთად, იძულებული გახდა სახლი დაეტოვებინა.

დახმარება მიიღო ანაიტ მარტიროსიანის ორმა შვილმაც, რომელიც ბოლო დრომდე მთიანი ყარაბაღის ქალაქ მარტუნში, ექვსსულიან ოჯახში ცხოვრობდა. სექტემბრის საომარ მოქმედებებამდე უზრუნველად ცხოვრობდნენ და არცახში საკუთარი ბიზნესიც ჰქონდათ, მაგრამ იძულებულნი გახდნენ ყველაფერი დაეტოვებინათ.

„ახლა ჩვენ იძულებულნი ვართ ცხოვრება ნულიდან დავიწყოთ. აქ სახლი ვიქირავეთ, ძალიან ძნელია, არ ვიცით რა ვქნათ,“ – განაცხადა VERELQ-თან ინტერვიუში და დასძინა, რომ მათთვის ყველაზე მკივნეული პრობლემა უმუშევრობაა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჰუმანიტარული დახმარების მნიშვნელობას.

„ისინი გვეხმარებიან. ასევე დიდი მადლობა ამ დახმარებისთვისაც. ბავშვებს ეს ძალიან სჭირდებოდათ“, – განაცხადა ანაის მარტიროსიანმა.

რუსეთს მადლობა გადაუხადა ლილიტ აბრამიანმაც, რომელიც სტეფანაკერტიდან მრავალშვილიან ოჯახთან ერთად არენის თემში გადავიდა. მანამდე ისინი ქალაქ შუშში ცხოვრობდნენ და როდესაც 2020 წლის ომის შედეგად ქალაქი აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების კონტროლქვეშ მოექცა, იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ იგი. მაშინ, ომის შეჩერება, სხვათა შორის, რუსეთის ხელმძღვანელობის და პირადად პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის დიპლომატიური ძალისხმევის წყალობით გახდა შესაძლებელი.

„ძალიან მადლობელი ვარ რუსეთის ამ დახმარებისთვის. ჩვენს მრავალშვილიან ოჯახში ბევრი ბავშვია. მარაგი და ტკბილეული, რომელიც დარიგდა, მათ ძალიან სჭირდებოდათ“, – განაცხადა მან VERELQ-თან ინტერვიუში და დასძინა, რომ არცახში ჯართის შემგროვებელი და გაყიდვის კერძო საწარმო ჰქონდათ. ამ საქმეს მისი მეუღლე ანდრანიკი უძღვებოდა, რომელიც ყარაბაღის პირველი ომის ვეტერანი და მეორე ჯგუფის ინვალიდია. „ახლა ჩემმა ქმარმა და მისმა ძმამ გადაწყვიტეს აქ, არენის თემში სოფლის მეურნეობით დაკავდნენ. ვნახოთ, რა მოხდება“, – განაცხადა აბრაჰამიანმა.

საერთო ჯამში, არენის თემში რამდენიმე ასეული არცახელი დასახლდა, ​​რომლებსაც ადგილობრივი სახელმწიფო და თემი საკუთარი რესურსებით ეხმარება. თუმცა, ჰუმანიტარული დახმარების საჭიროება მაინც იგრძნობა. როგორც სათვისტომოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მჰერ ასატრიანმა განაცხადა: „ამიტომ, თემის ადმინისტრაციისა და თანამემამულეების სახელით მადლობას ვუხდი ჩემს მეგობრებსა და კოლეგებს რუსეთიდან ამ დახმარებისთვის. ეს ნამდვილად სჭირდებოდათ ჩვენს არცახელ ძმებს და დებს“.

იმავდროულად, ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ღონისძიება კარგი შესაძლებლობა გახდა რუსული ენისა და კულტურის ცენტრის პროგრამებთან ახლოს გასაცნობად. ბევრმა დამსწრემ გამოთქვა სურვილი, გაეგზავნათ შვილები რუსული ენის შესასწავლ პროგრამაზე. ზოგიერთმა, კერძოდ, ლილიტ აბრამიანმა, წამოჭრა ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის საკითხი, რადგან მისი ოჯახი და კიდევ ბევრი სხვა მსურველი სოფელ არენიდან 10 ან 15 კმ-ში დაშორებულ სოფლებში დასახლდნენ.

აღნიშნულ საკითხს მაშინვე გამოეხმაურა თემის ადმინისტრაციის წარმომადგენელი მჰერ ასატრიანი, რომელიც გამოსავალის მოძებნას დაჰპირდა.

მომდევნო ორი დღის განმავლობაში ჰუმანიტარული დახმარების მსგავსი პარტიები (საერთო ჯამში გათვლილია 500 ოჯახზე) ასევე გეღარქუნიკის რეგიონის ქალაქ სევანსა და გავარში გადანაწილდება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ დასახლებებში განთავსებულია ჰუმანიტარული ფონდის MIR-ის მიერ ახლახან გახსნილი „რუსული ენისა და კულტურის“ ცენტრები. აღნიშნული საგანმანათლებლო ცენტრები, როგორც ფონდის დირექტორმა გაგიკ ალოიანმა განაცხადა, ჩაეშვება უფასო საგანმანათლებლო პროგრამები და მათზე დასწრება არცახიდან ჩასულ ბავშვებსაც შეეძლებათ.