მოსკოვის ერთ-ერთ პრესტიჟულ კლუბში ჩატარდა ღონისძიება Armfashionday. ე.წ. “სომხური მოდის დღეს” რუსეთში მოღვაწე და რუსული მოდის წრეებში საკმაოდ ცნობილი სომეხი მოდელიორები და დიზაინერები შეიკრიბნენ. იმის შესახებ, თუ ვინ არიან ეს, ჯანსაღი ამბიციებისა და უშრეტი შემოქმედებითი ენერგიით სავსე ახალგაზრდები, მოგვითხრობს Dalma News-ის კორესპონდენტი მოსკოვიდან ელეონორა არარატიანი.

ღონისძიების წამყვანი გაიანე ბრეიოვა და ელეონორა
ღონისძიების წამყვანი გაიანე ბრეიოვა და ელეონორა

ყოველთვის შორს ვიყავი გლამურისა და ფეშენ-ინდუსტრიისგან, მაგრამ ცოტა ხნის წინათ სოციალურ ქსელში თვალი მოვკარი Armfashionday-ის ანონსს. თავად “სომხური მოდის დღის” ჩატარების იდეა, თანაც მოსკოვში, საინტერესოდ მომეჩვენა. გადავწყვიტე წავსულიყავი და მიღებული შთაბეჭდილებები თქვენთვის გამეზიარებინა.

2cbf0f77-0e54-4487-b713-40c77009d536 057ce20f-e65f-4820-b7b3-6e65cfc8fca5 80a7eeb0-883e-4de5-a313-521ed8719d7fსაღამოზე დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგნენ დიზაინერები და მოდელიორები: ანა მურადიანი (AMURSTYLE), ანი მანუკიანი (AniManoukian), არაქსია ვიტა (AraksiaVita), ნარინე არუთუნიანი (Narny), არტიომ სიუნეცი (ArtemSyuneci), არმინე გომციანი (Agreeg) და რეგინა აკოპოვა (ReginaAkopova).

რუსული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მოდის ექსპერტის, საერთაშორისო დონის იმიჯ-მეიკერის, დიზაინერ ანი მანუკიანის მიერ შექმნილი სამოსი.

b4ad3c43-a8c0-4fcb-a0c3-84f0a2627825 42fa2397-84eb-482d-956b-ac4a67d5fc46

 

 

 

 

 

 

ამ სფეროში ანიმ პირველი ნაბიჯები ჯერ კიდევ 2002 წელს გადადგა. პირველი უმაღლესი განათლება მოსკოვში მიიღო. სწავლობდა ასევე მიუნჰენის აკადემია Mueller&Sohn-ში. მოდელიორი მჭიდროდ თანამშრომლობდა ჟურნალებთან GLAMOUR-ი, Playboy-ი, ProFashion-ი, ModaTopical-ი, Millioner-ი. 2009 წელს დააარსა მოდის სახლი-ატელიე AniManoukian-ი, ერთ წელიწადში კი მოიპოვა მთავარი პრიზი ნომინაციაში “წლის საუკეთესო ახალგაზრდა ბიზნეს-სტარტი”. ანი ქმნის საქორწილო, საღამოს, კლასიკურ და ბევრ სხვა სამოსს.

დიზაინერი ანი მანუკიანი
დიზაინერი ანი მანუკიანი

“სომხურ ჩვენებაში პირველად ვმონაწილეობ. როგორც სომეხს, ცხადია მაინტერესებს რა ხდება ამ სფეროში სომხეთში. მინდა ეს მიმართულება აქტიურად განვითარდეს ჩემს სამშობლოშიც. ევროპული ტენდენციების მიუხედავად სომეხ დიზაინერებს განსაკუთრებული გემოვნება აქვთ. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი პიკანტურობა,”- ამბობს იგი.

 

 

დიზაინერი – ანნა მურადიანიც მოსკოვში გაიზარდა და განათლება იქვე მიიღო. Armfashionday-ი მისთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა: მოდელიორმა პირველად წარადგინა ქუდების საკუთარი კოლექცია Amour style-ის ბრენდის სახელწოდებით.

ქუდების სპეციალისტი ანა მურადიანი
ქუდების სპეციალისტი ანა მურადიანი

“ფოტოგრაფიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი და დიზაინერებთან ხშირად ვმუშაობდი. საკუთარ კოსტიუმებს ყოველთვის ჩემი დიზაინით ვიკერავდი. მოგვიანებით კი პირადი კოლექციის გამოშვება გადავწყვიტე,” – ამბობს ანა.

 

 

 

დიზაინერმა განაცხადა, რომ ქუდები ბავშვობიდან უყვარდა და ყოველთვის სიამოვნებით ატარებდა თავსაბურავებს. დეფილეს ბოლოს თავად კოლექციის ავტორი პოდიუმზე წითელი კაბითა და დახვეწილი შავი ქუდით გამოვიდა.

ანას ქუდების კოლექცია
ანას ქუდების კოლექცია

ნეოფუტურიზმის იდეებით შთაგონებულმა, მოდელიორმა არაკსია ვიტამ ძალზედ პრაქტიკული კოლექცია წარადგინა. როგორც აღიარა, მის მიერ შექმნილი სამოსის ტარება შესაძლებელია, როგორც დღისით, ისე საღამოს სხვადასხვა ღონისძიებაზე.

არაქსია ვიტა
არაქსია ვიტა

 

 

“მეგაპოლისში დროის უკმარისობის პირობებში ქალებს პრაქტიკული ტანსაცმელი ურჩევნიათ, რომელსაც სხვადასხვა აქსესუარს შეუხამებენ”.

 

 

 

არაკსია ფეშენ-ინდუსტრიაში თითქმის რვა წელია მუშაობს, მაგრამ ტანსაცმლის საკუთარი ხაზის შექმნა 2015 წელს დაიწყო. მას უკვე ჰქონდა რამდენიმე ჩვენება რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში. სომეხი მოდელიორების განსაკუთრებულობაზე საუბრისას არაქსიამ სიამაყით დასძინა, რომ ისინი თავიანთი კოლორიტულობით გამოირჩევიან. ” სომეხი დიზაინერები ძალიან ღრმა შინაარსის კოლექციას ქმნიან. მათ ფერის სხვა ამპლუაში შეგრძნება შეუძლიათ”,- მიაჩია არაკსიას.

558c84c1-20bf-4292-96ba-e0121671e1fa b2eaeae8-86d9-42a6-b6bb-57f675de32b0 c2d0451d-f7d7-4399-8631-638ddabd8538ბრენდ Narny-ის დამფუძვნებლის ნარინე არუთუნიანის მოდელები ძალზედ ქალურია. ისინი შექმნილია ძირითადად აბრეშუმისა და შიფონის ქსოვილებით. ნარინე უკვე ათი წელია მოდურ იდეებს ახორციელებს და რამდენჯერმე გამართა საკუთარი კოლექციის ჩვენება რუსეთის ქალაქებში -მოსკოვში, ირკუტსკში, კრასონადრსა და სოჭში. ნარინე ამბობს, რომ სომხეთში მომუშავე დიზაინერების მოდელებში ძალიან მოსწონს ეთნიკური ელემენტები.

დიზაინერი ნარინე არუთუნიანი
დიზაინერი ნარინე არუთუნიანი

სხვათაშორის, Armfashionday-ში მონაწილეობა სომხეთიდან ჩასულმა დიზაინერმაც მიიღო, რომელიც თავის კოსტიუმებში სწორედ ეთნიკურ მოტივებს იყენებს. სტილისტმა და მოდელიორმა არტემ სიუნეცმა მოსკოვში სომხური ეროვნული კოსტიუმების კოლექცია წარადგინა.

არტიომ სიუნეცი თავის დედოფლებთან
არტიომ სიუნეცი თავის დედოფლებთან

 

“ქალბატონები ჩემთვის დედოფლებივით არიან, ჩემი მოდელები ურარტუსა და ვანის სამეფოს დროინდელი დედოფლების სამოსს წარმოადგენენ,” – აცხადებს იგი.

 

 

სომხეთში არტიომი მოდის ცნობილ სახლ “ატეკს”-თან და ცეკვის ანსამბლებთან თანამშრომლობს, რომლებსაც კოსტიუმებს უკერავს.

გარდა ამისა, ორგანიზატორები პირობას დებენ, რომ მოდის მსგავს დღესასწაულებს ყოველდღიურად გამართავენ. როგორც Armfashionday-ის ორგანიზატორმა ნაირა ნიაზიანმა განაცხადა, ასეთი პროექტების მიზანი სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ნიჭიერი სომხების შეკრებაა, რომლებიც მსოფლიოს გააცნობენ სომეხი ერის კოლორიტს.

ტელეწამყვანი და Armfashionday-ის ორგანიზატორი ნაირა ნიაზიანი
ტელეწამყვანი და Armfashionday-ის ორგანიზატორი ნაირა ნიაზიანი

 

“ჩვენს შორის ბევრი მრავალმხრივი ადამიანია, რომლებიც სამშობლოსგან შორს სომხურ კულტურასა და თვითმყოფადობას ყოველდღიურად ამდიდრებენ და ანვითარებენ”.

 

 

 

 

ასე, რომ ველით Armfashionday-2016-ს…

და კიდევ რამდენიმე ფოტოს მოდის დღესასწაულიდან.

1ae49b8e-67b8-48ca-902a-b9b6e45f2a4d 18e9cfc3-f79b-4ccf-b28d-80b6c4bbb0e8 c750493d-8e67-48ab-a04e-b7a8917c6b4e 9fa5ff11-c48e-4433-a50a-5f030ec18611 15fba56e-7ab1-4d78-b46b-c65694461ca7მოამზადა ელეონორა არარატიანმა

ტიგრან ტადევოსიანის ფოტოები