მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამოგზაურო და გასართობი ჟურნალი “Time Out” თბილისს ევროპის 10 საუკეთესო ქალაქს შორის ასახელებს, რომელსაც 2015 წელს უნდა ეწვიო.
თბილისთან ერთად დასახელებულია: ლისაბონი, კრაკოვი, კოპენჰაგენი, რიგა, სპლიტი, შტუტგარდი და სხვ.
“საქართველოს დედაქალაქი მიმზიდველი და შერეული არქიტექტურით, ადათ-წესებითა და ტრადიციებით გამოირჩევა. ამ ქალაქის იდუმალებით მოცული ტურისტული ადგილები ვიზიტორებისათვის განსაკუთრებით საინტერესოა.
ტექნიკურად საქართველო ევროპაში არ მდებარეობს, (ეს სულ არ უშლის ხელს ამ ქვეყანას ავსტრალიის მსგავსად ევროვიზიაში მიიღოს მონაწილეობა), მაგრამ ძველ თბილისში სეირნობისას იხილავთ უძველეს მართლმადიდებლურ ტაძრებს და “არტ-დეკოს” სტილში აგებულ შენობებს, რაც საქართველოს ქრისტიანულ მემკვიდრეობასა და დასავლურ ორიენტაციას ამტკიცებს”, – წერს გამოცემა.
ჟურნალი “Time Out” 1968 წელს ლონდონში დააარსდა, ჟურნალი მსოფლიოს 38 ქვეყანაში 89 ქალაქში გამოდის და როგორც ბეჭდურ ასევე ონლაინ გამოცემას 40 მილიონამდე მკითხველი ჰყავს.