ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მყოფ ქართველ სტუდენტებს შეხვდა. მან სტუდენტებს ადმინისტრაციის საქმიანობა გააცნო, ესაუბრა ტურიზმის დარგის მნიშვნელობაზე და სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

შეხვედრა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა. აღნიშნული უწყება უკვე მესამე წელია ახორციელებს საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივას – საქართველოს საჯარო უწყებებში საზღვარგარეთ მოსწავლე სტუდენტთა სტაჟირების პროგრამას.

სტაჟირების პროგრამა სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ საჯარო მოხელისთვის აუცილებელი პროფესიული გამოცდილება, გაეცნონ საქართველოს საჯარო უწყებების მუშაობის პრონციპებს, ისარგებლონ პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობით, – აღნიშნავენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.