მხარდაჭერილია ორი პროტოკოლის შესახებ პროექტი, რომლებსაც ხელი უნდა მოაწერონ სომხეთისა და რუსეთის მთავრობებმა. საუბარია 2015 წლისთვის გაზზე ფასის შესახებ ფინანსურ ანგარიშზე. პროექტი სომხეთის მთავრობამ 18 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე მოიწონა.
როგორც სხდომაზე სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ერვანდ ზახარიანმა განაცხადა, პროტოკოლის თანახმად, გაზზე ფასი 2015 წელს 1 000 კუბამეტრზე 165 აშშ დოლარს შეადგენს.
“მეორე პროტოკოლის კომპეტენტურ ორგანოებს ევალება პირველ ნოემბრამდე მოამზადონ ფინანსური ანგარიშის მოდელი შემდგომი გამოყენებისთვის”, – განაცხადა ზახარიანმა.
პრემიერ-მინისტრი დაინტერესდა, შექმნილია, თუ არა სამუშაო ჯგუფი? რაზეც ერვანდ ზახარიანმა უპასუხა, რომ სამუშაო ჯგუფი შექმნილია, დაიწყო მუშაობა და ამდროისთვის უკვე ტარდება ღონისძიებები, რომლის შედეგებიც დასამტკიცებლად პარლამენტს წარედგინება.