Dalma News-ს ორი, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული შეფასებები აქვს, იმასთან დაკავშირებით, რაც მთიან ყარაბაღში, 2016 წლის აპრილის დასაწყისში მოხდა. კონფლიქტის ზონაში მიმდინარე სისხლისმღვრელი ბრძოლების შედეგად, იმ დღეებში სომხურმა და აზერბაიჯანულმა მხარეებმა სერიოზული ზარალი ნახეს, როგორც შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობაში, ისე მძიმე ტექნიკის მხრივ. კონფლიქტს სომხური მხარის მშვიდობიანი მოსახლეობაც შეეწირა.

Dalma News-ის რედაქცია ყოველთვის ცდილობს, სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებში არსებული ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენები, რეგიონის ქვეყნებსა და საზოგადოებას შორის თანამშობლობისა და ინტეგრაციის თვალსაზრისით გააშუქოს. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა და ამას გვერდს ვერც Dalma News-ი აუვლიდა.

მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დაძაბული ვითარება შეიქმნა, Dalma News-ის რედაქცია თავისი თავდაპირველი მისიიდან გამომდინარე, ყველანაირად ეცდება თავი აარიდოს ცალმხრივ და პროპაგანდისტულ შეფასებებს. როგორი განწყობაა ამჟამად ბაქოსა და ერევანში? სწორედ ამის შესახებ პირველწყაროებიდან ჩვენი კორესპონდენტები, აიკ ხალათიანი ერევნიდან და ნიჯატ გაჯიევი ბაქოდან მოგვითხრობენ.

ცვლილებების ქარი (სომხეთი)

ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, “ოთხდღიან ომად” წოდებულმა მოვლენებმა, მთელი სომხეთი და მსოფლიოს მასშტაბით სომხური დიასპორა შესძრა. ისევე, როგორც 90-იანი წლების დასაწყისში, სომეხი ერი მთიანი ყარაბაღის (როგორც სომხები უწოდებენ – არცახის) გარშემო შეიკრიბა და მის დასაცავად ყველა უთანხმოება და არსებული პრობლემა დაივიწყა.

ყარაბაღის მხარდასაჭერად მთელს მსოფლიოში მრავალრიცხოვანი ღონისძიება გაიმართა. გაიმართა საპროტესტო აქცია მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის წინააღმდეგ, აზერბაიჯანის აგრესიული მოქმედებების შეჩერებისა და მრავალმილიონიანი დახმარების მოთხოვნით.

კონფლიქტის ზონაში დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად, სომხეთშიც ჩატარდა ღონისძიებები. მოსახლეობა სისხლსაც კი აბარებდა. სრულიად სომხეთის სამოციქულო ეკლესიის კათოლიკოსმა გარეგინ მეორემ და კილიკიის სახლის კათოლიკოსმა არამ პირველმა, მთიან ყარაბაღში ერთობლივი ვიზიტის დროს ადგილობრივი მოსახლეობის დასახმარებლად მილიონი აშშ დოლარი გაიღეს.

მოხალისეების ნაკადი არ წყდებოდა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკისა და სომხეთის სამხედრო კომისარიატებში, როგორც “ერკრაპის” კავშირის ყარაბაღის ომის ვეტერანების, ისე ახალგაზრდების მხრიდან.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით აღსანიშნავია ისიც, რომ აპრილის მოვლენებმა სკეპტიკოსების მოსაზრებები გააქარწყლა. ბევრს მიაჩნდა, რომ გასული 20 წლის განმავლობაში იმედგაცრუებული ერი არ დადგებოდა ყარაბაღის სადარაჯოზე. მით უფრო – ყარაბაღის ომის ვეტერანები, რომლებისთვისაც სახელმწიფომ ამა თუ იმ მიზეზით, ცხოვრების ღირსეული პირობებით ვერ უზრუნველყო.

თუმცა კრიტიკულ მომენტში ყველა წყენა დავიწყებას მიეცა და ყარაბაღის დასაცავად ყველა ერთ მუშტად დაირაზმა. ამას ადასტურებს ისიც, რომ ოპოზიციურმა ძალებმა სრული მზადყოფნა გამოაცხადეს ხელისუფლებასთან ერთად, ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად და შიდა პოლიტიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად, საერთო გარე საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად.

ამასთანავე, სომხურ საზოგადოებაში სხვა, არანაკლებ საინტერესო პროცესიც მიმდინარეობდა. სულ უფრო ხმამაღლა გაისმოდა საფუძვლიანი ცვლილებების აუცილებლობის მოწოდებები, რაც ქვეყნის განვითარებისა და გარე საფრთხეებისგან დაცვის უფრო ეფექტიან და საიმედო სისტემის შექმნას გულისხმობს.

ამასთანავე, ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები იმის შესახებ, რომ თანამედროვე შეიარაღების შესაძენად სახსრები არ არსებობს, სულ უფრო მეტად აღიზიანებდა საზოგადოებას, რადგანაც მათ ლოგიკური შეკითხვა უჩნდებოდათ: როგორ შეიძლება ხელისუფლება არასაკმარის სახსრებზე წუწუნებდეს იმ დროს, როდესაც ბევრი ჩინოვნიკი და ხელისუფლებასთან დაახლოვებული ოლიგარქი სრულ ფუფუნებაში ცხოვრობს, რაც უზრუნველყოფილია სწორედ იმ ფულით, რომელიც მაღალი დონის კორუფციის გამო სახელმწიფო ბიუჯეტში ვერ ხვდება.

თუ ქვეყნის ხელისუფლება გარკვეულ ნაბიჯებს არ გადადგამს პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემების რეფორმირებისათვის, სავსებით შესაძლებელია, უახლოეს მომავალში ამ რეფორმების გატარება მომიტინგე ხალხმა მოითხოვოს.

სომეხი ერი და სომხური საზოგადოება მთელს მსოფლიოში, მზად არის ყველაფერი გააკეთოს მთიანი ყარაბაღის დასაცავად და მოელის, რომ ხელისუფლება სამშობლოს სახელით გარკვეულ მსხვერპლს გაიღებს. აშკარაა, რომ მთიანი ყარაბაღის (ასევე სომხეთის შიდა პოლიტიკური ცხოვრების) შემდგომი მომავალი, სწორედ იმაზე იქნება დამოკიდებული, მოახდენს თუ არა ხელისუფლება საზოგადოების მოთხოვნაზე რეაგირებას.

როგორც აპრილის მოვლენებმა აჩვენა, სომხეთის მთავრობის ყველაზე ძლიერი საყრდენი არის არა მოკავშირეები სხვადასხვა სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკში, რომლებიც საკუთარ თამაშს აწარმოებენ და ხშირად სომხეთის ინტერესებს არ ეთანხმებიან, არამედ საკუთარი ერი, რომელიც ხელისუფლებისგან გასხვავებით, სულ უფრო რწმუნება იმაში, რომ ყარაბაღის კონფლიქტში მხოლოდ საკუთარი ძალების იმედი უნდა გქონდეს და არა მსოფლიოს დედაქალაქებიდან ჩამოსული “კეთილი ბიძების”.

ერი ომისთვის? (აზერბაიჯანი)

აპრილის დასაწყისში, აზერბაიჯანის დედაქალაქში არავინ ელოდა, მხარეთა არმიების შეხების ხაზზე საომარი მოქმედებების დაწყებას. მოვლენების შემდგომმა განვითარებამ აჩვენა, რომ მოლოდინის მიუხედავად რეგიონი ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების მოწმე გახდა.

ომის დაწყებას, ნებისმიერ ქვეყანაში დიდი ემოციები მოჰყვება. როგორც პრაქტიკა გვაჩვენებს, უმრავლეს შემთხვევაში ასეთ ვითარებაში ერი ომის მხარეს დგება.

რაღაც მომენტში ბაქო ეროვნული დროშის ფერებში გარდაისახა. დროშები ყველგან იყო გამოფენილი – სახლის აივნებსა და ავტომობილებზე. მოსახლეობა სახელმწიფოს გვერდით დადგა და თითქოს ხანგრძლივი ძილიდან გამოიღვიძა. როგორც უფროსი თაობა ყვებოდა, მსგავსი აჟიოტაჟი და მაღალი დონის პატრიოტიზმი, 90-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა კავშირის დაშლისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს შეინიშნებოდა.

აზერბაიჯანული ერი დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა “ფსიქოლოგიური აუტის” მდგომარეობაში და პატრიოტიზმის თაობაზე ყველანაირი საუბარი, მეორე და მესამე ადგილზე იყო გადაწეული. ქალაქი, რომელშიც პატრიოტული ლოზუნგი უკიდურესი იშვიათობა იყო, მოულოდნელად ზეპატრიოტულად იქცა. დროშამ, გერბმა და ჰიმნმა -პირველ ადგილზე გადაინაცვლა, წამოიწია და ხალხს ყველანაირი პირადი პრობლემა დაავიწყდა.

ანალოგიური ვითარება განმეორდა სოციალურ ქსელებშიც. Facebook-ის მთელი აზერბაიჯანული სეგმენტი ეროვნული დროშის ფერებით, პატრიოტული სტატუსებით, ლექსებით, ეროვნული გმირებისა და ბრძოლის ველზე სამშობლოსათვის თავგანწირული ადამიანების ფოტოსურათებით აჭრელდა. ამ დროს ვაშა-პატრიოტიზმში ვერავის დაადანაშაულებ, მაგრამ მიმდინარე მოვლენების ფონზე ქვეყანაში არმიისადმი სიამაყის დონე მნიშვნელოვნად ამაღლდა. თითოეული შაჰიდის დაკრძალვაზე, თავიანთი გმირის უკანასკნელ გზაზე სიამაყით გამცილებელი, ძალიან ბევრი ადამიანი იყრიდა თავს. შაჰიდების ოჯახის წევრები, დიდ მორალურ და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას ღებულობდნენ. ხელისუფლება კი თავის მხრივ ფინანსურად ეხმარებოდა დაღუპულთა ოჯახებს.

დაზავების შესახებ გავრცელებულ ახალ ამბავს, აზერბაიჯანში ცრემლებით შეხვდნენ: ბაქოში ცოტა თუ ისურვებდა ამას, შესაძლოა იმის გამო, რომ ომი პრაქტიკულად არ შეხებია ქალაქის მოსახლეობას, შესაძლოა იმიტომაც, რომ ხალხი დაიღალა მოლაპარაკებების ხანგრძლივი და უშედეგო პროცესისგან, რომელიც არანაირ კონკრეტულ შედეგამდე არ მიდის.

რაოდენ უჩვეულოდაც არ უნდა ჟღერდეს, ომს დადებითი მხარეც აქვს, ის მთელ საზოგადოებას სახელმწიფო ინტერესების გარშემო კრებს. მაგრამ სამხედროებსა და მშვიდობიან მოსახლეობას შორის არსებული მსხვერპლი, დადებით ასპექტებს აბათილებს. მით უფრო, რომ დაღუპულთა უმრავლესობა ახალგაზრდობაა.

მოამზადეს აიკ ხალათიანმა (ერევანი) და ნიჯატ გაჯიევმა (ბაქო)