2018 წლის 4 აგვისტოს, ერევნის ჩრდილოეთის გამზირი ინტერნაციონალური დღესასწაულის მოედნად იქცა. ცუდმა ამინდმა ხელი ვერ შეუშალა სტუმრებს ტრადიციად ქცეულ, რიგით მეოთხე ფესტივალს – Yerevan Taraz Fest 2018-ს დასწრებოდნენ. ღონისძიება დედაქალაქის მერიის ინიციატივით, სამთვიანი პროგრამის “ერევნული ზაფხულის” ფარგლებში მიმდინარეობს, რომლის მიზანია სომხეთში გასართობი ტურიზმის განვითარება.

ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იყი სომხეთის და სხვა ქვეყნის ეროვნული სამოსი და სამკაულები. იქ დამსწრეთ შეეძლოთ რუსეთის, უკრაინის, პოლონეთის, ინდოეთის, ყაზახეთის, ისრაელის, ქუვეითის და რაღა თმა უნდა, სომხეთის ეროვნული სიმღერებით და ცეკვებით დამტკბარიყვნენ. მოერგოთ, იქ წარმოდგენილი ეროვნული სამოსი და ფოტოები გადაეღოთ. ორგანიზატორების თქმით, მსგავსი ღონისძიებები ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს.

ფესტივალი ადგილობრივი და უცხოელი ოსტატების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვით გაიხსნა.

ეს არის მრავალმხრივი ფესტივალი, სადაც ეცნობი ამა თუ იმ ქვეყნის კულტურულ სიახლეებს, საინტერესო ადამიანებს და იმას, თუ როგორ ჩუქნიან მეორე სიცოცხლეს დიზაინერები ეროვნულ სამოსს და სამკაულებს.

ბოლო დროს სომხეთში ძალზედ აქტუალურია სომხური ეროვნული სამოსის “ტარაზის” გამოყენება. ერთგვარ მოდად იქცა ქორწილში “ტარაზის” ჩაცმა. ისტორიის მუზეუმში წარმოდგენილია საპატარძლო “ტარაზი”. ფესტივალზე, ასევე, წარმოდგენილი იყო ორი ფოტო-ატელიე, სადაც შესაძლებელი იყო ეროვნულ სამოსში სამახსოვრო ფოტოების გადაღება.

“დღეს, ამ ფესტივალზე, თითოეული საკუთარ ქვეყანას და კულტურას წარმოადგენს. ჩვენ სომხეთში ძალიან კარგი უკრაინული დიასპორა გვყავს. ხშირად ვაწყობთ ისეთ კულტურულ ღონისძიებებს, რომლებიც გვაერთიანებს. მიმაჩნია, რომ ჩრდილოეთის გამზირი – მეგობრობის გამზირია. შემთხვევითი არ არის, რომ ფესტივალი სწორედ ამ ადგილას იმართება”,- განაცხადა სომხეთში უკრაინული დიასპორის წარმომადგენელმა, ლარისა სარქისიან-კორენიუკმა.

დამთვალიერებელს არა მხოლოდ ეროვნული ატრიბუტების ნახვა შეეძლო, არამედ ეროვნული კერძების დაგემოვნებაც. მაგალითად, რუსეთის წარმომადგენლებმა სტუმრებს გემრიელი ჩაი, ჯემი და კრენდილი შესთავაზეს, უკრაინელებმა – სალა, ხოლო ებრაელებმა – ტრადიციული ებრაული კერძები: ორი სახის კვერი სპეციალური სოუსით (რომლის მომზადების საიდუმლო არ მჟღავნდება), ებრაული დესერტი – “ამანის ყურები” ორი განსხვავებული ვარიაციით – ლიმნით და ვაშლით,  ფისტებით და შოკოლადით.

“ცოტა ხნის წინათ, სომხეთში პირველი ებრაული რესტორანი – “სიონი” გაიხსნა. ბევრი კლასიკური ებრაული და მოსკოვში ებრაული რესტორნიდან გამოგზავნილი სპეციალური რეცეპტის მიხედვით მომზადებული კერძი გვაქვს. ეს რესტორანი ისრაელიდან ჩამოსული ტურისტების კომფორტულ დასვენებას უზრუნველყოფს. იმავდროულად, ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც საინტერესოა ასეთი რესტორნის მონახულება და რაღაც ახალი კერძის დაგემოვნება, მით უფრო რომ ჩვენთან მაღალი ფასები არ არის”, – განაცხადა ისრაელის დელეგაციის წარმომადგენელმა გევორგ ხოტიკიანმა.

დღეს, ასევე მოთხოვნადია ხელნაკეთი ნივთები: სამაჯურები, მძივები, ბეჭდები, ჩანთები, საათები და ა.შ. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ერევანში ცხოვრობს ადამიანი, რომელიც მოძრავ სურათებიან ღია ბარათებს ხელით ამზადებს. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ მათგანს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. მაგალითად, გახსნი ღია ბარათს და მფრინავ თოლიას დაინახავ.

“ეს ტექნოლოგიის შემუშავების ხანგრძლივი პროცესის შედეგია. ტექნოლოგიური ხაზი სხვადასხვა ეტაპებს მოიცავს. ისინი ხელს უწყობენ მუშაობის და ტექნოლოგიური საიდუმლოს გამარტივებას. ბევრი ადამიანი ამ ყველაფერს ხედავს, მაგრამ ვერ ხვდება, ეს რა არის. ერთი ღია ბარათის დასამზადებლად 20-30 წუთი მჭირდება, ხოლო ინტერნეტში ისინი მათ 3 საათის განმავლობაში ამზადებენ. მათი გაყიდვა დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო”, – ამბობს ბეჭდვითი კომპანია Magicprint-ის დამფუძნებელი, მიხეილ არტემოვიჩი, რომელიც ერევანში ბრენდის “ძია მიშას” სახელითაა ცნობილი.

ფესტივალის ბოლო აკორდი დიზაინერების კოლექციების დეფილე და მოდების ჩვენება იყო. წარმოდგენილი კოლექციების მთავარი შემადგენელი ნაწილი მინიატურული ფერწერული ელემენტები და “ტარაზი” იყო. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კულტურული ცენტრი “ტერიან” და ინდივიდუალური დიზაინერები.

მოამზადა მარიანა აკოპიანმა

ფოტოები:  ქალაქ ერევნის მერიის ოფიციალური ფეისბუქგვერდი