თბილისში საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი CineDOC, 21-25 ოქტომბერს გაიმართება, რომლის ფარგლებშიც ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი, რუსი და თურქი რეჟისორები თავიანთ ნამუშევრებს წარადგენენ.

როგორც Dalma News-ს კინოფესტივალის ორგანიზატორებმა განუმარტეს, წლევანდელი ფესტივალი სამი საკონკურსო სექციისგან შედგება: პირველი- საერთაშორისო კონკურსი ათი დოკუმენტური ფილმისგან შედგება მეორე- Focus Caucasus-ი, რომელზეც კავკასიის რეგიონის სხვადასხვა რეჟისორი წარადგენს დოკუმენტურ ფილმს; მესამე სექციის ფარგლებში კი 8-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდა რეჟისორთა ნამუშევრების ჩვენება მოეწყობა.

CineDOC-თბილისზე გაიმართება კინოჩვენებები, დისკუსიები, ვორქშოფები, მასტერ-კლასები და სხვა.