თბილისში აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკის (AIIB) მორიგი სხდომა 26 აგვისტოს გაიმართება, რომელზეც ბანკის პრეზიდენტს აირჩევენ. სხდომაში 57 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. – ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “მედიანიუსი” წერს.

პრეზიდენტობის ორი კანდიდატია წარდგენილი. მათ შორის ერთ-ერთი ჩინეთის ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ცზინ ლიციუნია, ხოლო მეორე “ნორილიის ნიკელის” (Норильский Никель) ვიცე-პრეზიდენტი ანდრეი ბუგროვი.

აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკი 2014 წელს იაპონიაში დაარსდა. მისი კაპიტალი 100 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო პირველადი აქციონერული კაპიტალი- 50 მლრდ აშშ დოლარს.
sh.p‏