თანამედროვე მსოფლიოსთვის აქტუალურ თემებზე და სამხრეთ კავკასიის მედიასივრცეზე მსოფლიოსა და რეგიონული კრიზისების გავლენაზე ისაუბრეს, თბილისში გამართული საერთაშორისო კავკასიური მედიაფორუმის მონაწილეებმა. საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოსა და რუსეთის წამყვანი მედიასაშუალებების ხელმძღვანელები, მედიის სფეროს ექსპერტები და ახალგაზრდა ჟურნალისტები ორი დღის განმავლობაში მართავდნენ დისკუსიებს, მრგვალ მაგიდებსა და ტრენინგებს თემაზე, – ვინ გაძლებს მსოფლიო რყევების ეპოქაში?

პირველი საერთაშორისო კავკასიური ფორუმის სპეციალურ სტუმრებს შორის თბილისში ჩამოვიდნენ გაზეთ “კომსომოლსკაია პრავდას” მთავარი რედაქტორი ვლადიმერ სუნგორკინი, ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის პრეზიდენტი ევგენი სატანოვსკი, ჟურნალ “რუსკი რეპორტიორის” მთავარი რედაქტორი ვიტალი ლეიბინი და რუსეთის სახელმწიფო სატელევიზიო რადიომაუწყებელი კომპანიის მიმომხილველი, საერთაშორისო პენ-კლუბის წევრი კირილ პრივალოვი.

გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე – “დიდი სამამულო ომი და ჟურნალისტის ეთიკა”, რომლის ფარგლებშიც მედიაფორუმის მონაწილეებმა ისაუბრეს რეგიონის საინფორმაციო სივრცეში, მეორე მსოფლიო ომის ისტორიული მოვლენების ასახვის თანამედროვე ტენდენციებზე.

დღევანდელობის რყევების ეპოქად მოხსენიება სულაც არ არის გაზვიადება. დღევანდელი მსოფლიოს ისეთი აღარ არის, როგორც საბჭოთა ეპოქაში ახსოვდათ. გამოჩნდნენ ახალი ლიდერები, ახალი ძალები, შეიქმნა ახალი ალიანსები, სახელმწიფოთა ზოგიერთი გაერთიანებები დაიშალა, ზოგი კი ახალი გაერთიანებისკენ ისწრაფვის და ყოველივე ელვის სიწრაფით იცვლება.

ფორუმზე გამომსვლელთა საერთო განწყობის თანახმად, მსოფლიო პროცესებთან ერთად რაღაც დაემართა მედიასაც. კაცობრიობას აღარ აქვს საერთო დღის წესრიგი, რომელსაც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათ ქმნიდა რამდენიმე მსხვილი ტელეკომპანია, საინფორმაციო სააგენტო, თუ გაზეთი. გრანდები აუდიტორიას კარგავენ, მკითხველმა და მაყურებელმა სოციალურ ქსელებში გადაინაცვლა. დიდი ხანია ჟურბალისტები, ასეთი მორალური გამოწვევის პირისპირ არ მდგარან.

თბილისში, სასტუმრო “ამბასადორის” სააქტო დარბაზში შეკრებილი სტუმრები ცდილობდნენ მოენახათ პასუხი საერთო პრობლემაზე, გარაჩება, თუ არა მსოფლიო რყევების ეპოქაში ახალი ამბებისა და ანალიტიკური ჟურნალისტიკა, როგორც ჟანრები? თუ მკითხველმა და მაყურებელმა უკვე გააკეთა საბოლოო არჩევანი სოციალური ქსელების სასარგებლოდ და მათ გონებას აღარ სჭირდება სერიოზული საკვები?

როგორც Dalma News-ს პოლიტოლოგიური ცენტრის “ჩრდილოეთ -სამხრეთის” აღმასრულებელმა დირექტორმა იულია იაკუშევამ განუცხადა, ჟურნალისტიკა პრაქტიკულ სამუშაოსთან ერთად ხელოვნებაც არის. ბევრი ამ სფეროში ჟურნალისტური გამოცდილები გარეშე მოდის და ხშირად წარმოდგენაც არ აქვთ ამ პროფესიის სპეციფიკაზე და იმ ტექნოლოგიებზე, რომელთა ცოდნაც ჟურნალიტს სჭირდება. კერძოდ, როგორც აიღონ ინტერვიუ, როგორც მიმართონ თანამოსაუბრეს სწორად, როგორც აალაპარაკონ რესპოდენტი მის პირადულზე.

“ხშირად ახალგაზრდა ჟურნალისტებს არ აქვთ წარმოდგენა ეს როგორ გააკეთონ სწორად და აკეთებენ ისე, როგორც მათ წარმოიუდგენიათ. აქ მთელი რიგი ტექნოლოგიების ცოდნაა საჭიროა. როგორ იმუშაონ ცხელ წერტილებში, კონლიფქტურ ზონებში. ფორუმის მიზანია ჟურნალისტური სამუშაოს ხარისხის ამაღლება, თუ როგორ გაუწიონ ჟურნალსტებმა კონკურენცია სოციალურ ქსელებს და საინტერესო იყვნენ მკითხველისთვის”, – გვითხრა იულია იაკუშევამ.

მისივე თქმით, მსგავსი ფორუმი თბილისში 2013 და 2014 წლებშიც ჩაატარეს, მაგრამ წლევანდელი ფორუმი უფრო ფართო და საინეტერსო იყო, როგორც მონაწილეების, ისე განსახილველი თემების თვალსაზრისით. მსოფლიო ეკონომიკის პრობლემა, საერთაშორისო ურთიერთობები. მთელს მსოფლიოში მატულობს კონფლიქტები და ადამიანებს სურთ საწრმუნო ინფორმაცია მიიღონ. ამაში კი მათ “მეოთხე ხელისუფლება” ეხმარებათ.

წლევანდელი ფორუმი თბილისში ქართული მხარის, გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” ინიციატოვით ჩატარდა და მთელი სამხრეთ კავკასიის მედიაფორუმი მოიცვა. ცალკე მასტერკლასები ჩატარდა ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდა (25-დან 35 წლამდე ასაკის) ჟურნალისტებისთვის. წამყვანი მედიაექსპერტები მათ რეპორტაჟული ჟურნალისტიკისა და წარმატებული ინტერვიუს საიდუმლოებაზე ესაუბრნენ. აუხსნეს სოციალური ქსელების, როგორც ახალი მასობრივი მედიასაშუალებები სპეციფიკა და განიხილეს სამხრეთ კავკასიის მედიასახის ჩამოყალიბების თანამედროვე მექანიზმები. როგორ კეთდება საუკეთესო რეპორტაჟები და ინტერვიუები, როგორ ჩავაყენოთ სოციალური ქსელები ჩვენი ჟურნალისტური წარმატების სამსახურში და, როგორ მოვახერხოთ ორინტირება მის, ზოგჯერ მღვრიე საინფორმაციო ნაკადში.

სამხრეთ კავკასიის ქვეყნები არც თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკაში და არც მედიის დღის წესრიგში არ უნდა მიიჩნიონ პერიფერიად. ფორუმის ორგანიზატორებმა კავკასიელ ჟურნალისტებს მოუწოდეს ეძებონ ზრდისა და განვითარების გზები. და მაინც, უმთავრესია გავარკვიოთ, სად გადის ახალი ზღვარი პროფესიულ ჟურნალისტიკასა და ბლოგებს შორის და რა პასუხისმგებლობა ეკისრება ჟურნალისტს ომებისა და კონფლიქტების გაშუქებისას?

მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” პრეზიდენტის მალხაზ გულაშვილის შეფასებით, 13-14 ნოემბრის ფორუმზე თბილისში ბევრი საინტერესო ადამიანი ჩამოვიდა. ქართველი, სომეხი, აზრებაიჯანელი და რუსი პოლიტოლოგებისა და ჟურნალისტების მოსაზრებების მოსმენა მისთვის საინტერესო იყო. თავად ფორუმის გამართვა ხაზს უსვალს თბილისის ერთგვარ პრიორიტეტულობას, რომ “რუსეთი აღიარებს კავკასიაში საქართველოს როლს”.

“ვინც ჩამოვიდნენ, პოზიტიურად არიან განწყობილნი საქართველოს მიმართ. საქართველოსთვის მსგავსი ტიპის კონფერენციების ჩატარება ყოველთვის სასარგებლოა იმისთვისაც, რომ ადამიანები ჩამოვიდნენ და ნახონ, რომ არავითარი ისტერიკა არ ეწყობა აქ რუსების მიმართ. რომ ქვეყანა სტაბილურად ვითარდება”, – აცხადებს მალხაზ გულშვილი.

მისი თქმით, უმთავრესი საკითხი დღეს, რაც მსოფლიოს აწუხებს არის “ისლამური სახელმწიფოს” თემა, რომლის ირგვლივ არსებობენ სახელმიწფოები, რომლებსაც აქვთ განსხვავებული მიდგომები.

მედიაფორუმზე შეკრებილი ქართველი ჟურნალისტების მხრიდან გამოთქმული უმთავრესი სურვილი იყო, რომ რუსეთმა დაიწყოს საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზება, რადგან, საქართველოსთან “ნორმალური ურთიერთობით რუსეთი კავკასიის სტაბილურობას უზრუნველყფოს”.