თბილისის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის გადასახადი გაიზარდა. სემეკ-ის გადაწყვეტილებით ელექტროენერგიის შესყიდვის საუშალო ფასი 5.5 თეთრიდან 12 თეთრამდე გაიზარდა. შესაბამისად მოიმატა დედაქალაქში სამომხმარებლო ტარიფმა.

ელექსტროენერგიაზე ტარიფის გაზდრასთან დაკაშირებული სხდომა სემეკში ხმაურიანი გამოდგა. სხდომის დაწყებამდე სემეკის შენობასთან საპროტესტო აქციაც გაიმართა, სადაც “ქართული დასის” ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ დენის გაძვირებაში ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები დაადანაშაულა, რომელთა “ჯიბეებშიც ილექება ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის შემოსავლებიდან შემოსული თანხები” – განაცხადა ბაღათურიამ.

სხდომაზე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა “თელასის” პროფკავშირების ხელმძღვანელ მალხაზ ღონიაშვილსა და “მემარცხენე ალიანსის” ლიდერი სოსო შატბერაშვილს შორის, რის გამოც ეს უკანაკსნელი ღონიაშვილის დაცვამ სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს. კერძოდ, სოსო შატბერაშვილის გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ ღონიაშვილმა “თელასის” თანამშრომელთა სახელფასო საკითხი წამოჭრა, რაზეც შატბერაშვილმა უპასუხა, რომ ქვეყანაში უფრო მნიშვნელოვანია ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის საკითხი, ვიდრე “თელასის” თანამშრომელთა სახელფასო პირობები.

როგორც ჩანს ღონიაშვილს კომპანიის თანამშრომლების გაგულისება აშინებს და ამბობს, რომ თუ “თელასის” თანამშრომლები სახელფასო დანამატს ვერ მიიღებენ, ისინი საპროტესტო აქციებს ერთსულოვნად დაიწყებენ. მისივე თქმით, რვა წელია “თელასის” 2000-ზე მეტ თანამშრომელს ხელფასი არ გაზრდია და ისინი დანამატის სახით ყოველთვე პრემიას იღებდნენ.

საბოლოო ჯამში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ გადაწყვეტილება “თელასის” სასარგებლოდ მიიღო და თბილისელებისთვის დენის ტარიფი გაზარდა. კერძოდ, დღგ-ს გარეშე 101 კვტსთ-ის ჩათვლით დენი 11 თეთრი ეღირება. 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით 14.400 თეთრი, 301 კვტსთ-დან და მეტი – 18.2 თეთრი.

ახალი ტარიფის დადგენის მთავარ საფუძვლად აშშ დოლართან ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ვარდნა, შესასყიდი ელექტროენერგიის გაძვირება და ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის ზრდა სახელდება.

სხდომის დასრულების შემდეგ “თელასის” კომერციული დირექტორის მოადგილე მიშა ანთაძემ ჟურნალისტები დაამშვიდა, რომ ზამთარში დედაქალაქში დენზე გრაფიკი არ დაწესდება და ახალი ტარიფი მინიმუმი იმისთვის არის, რომ თბილისმა ექსცესების გარეშე გამოიზამთროს.

დენის ახალი ტარიფი გამოქვეყნებიდან ამოქმედდება და ძალაში იქნება 2016 წლის 31 დეკემბრამდე. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ეკონომიკური მდგომარეობა კვლავაც დამძიმდა ლარმა ვარდნა განაგრძო, “თელასი” სემეკისთვის ახალ განაცხადს მოამზადებს, მითუმეტეს, რომ მათთვის დამაკმაყოფილებელი არც დღევანდელი გადაწყვეყილება გამოდგა.