ამ დღეებში, თბილისსა და ქვეყნის სხვა ქალაქში ახალი წლის დღესასწაულის მთავარი სიმბოლო – ნაძვის ხე მოირთო. საქართველოს მთავარი საახალწლო ნაძვის ხე პირველი რესპუბლიკის მოედანზე აინთო. ამის შემდეგ სპეციალურად დამონტაჟებულ სცენაზე მაყურებლის წინაშე მიუზიკლი ” საახალწლო ექსპრესი” წარსდგა.

სადღესასწაულო ღონისძიება საქართველოს დედაქალაქის სხვა ადგილებშიც მოეწყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია ქვეყნის პარლამენტის წინ მდებარე სკვერი.

ქვეყნის სხვა ქალაქებშიც, ცენტრალურ მოედნებზე საახალწლო ნაძვის ხეები აინთო. მათ შორის გამოვარჩევთ ბათუმს, ქუთაისს, ზუგდიდს, რუსთავს და თელავს.