ივნისის ბოლოს ერევანში, მედია და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე სპეციალისტებს შორის პოპულარულ ახალგაზრდულ ანტიკონფერენცია “ბარკემპ ერევან 2016”-ზე ცნობილი გახდა, რომ უახლოეს მომავალში სომხეთის ონლაინ-ტაქსის ბაზარზე, უკვე არსებულ GG, MobiTaxi и TaxoLine-სთან ერთად, კიდევ ერთი ახალი მოთამაშე – “იანდექს.ტაქსი” გამოჩნდება.

იმის შესახებ, თუ რით განსხვავდება ახალი სერვისი უკვე არსებულისგან და რატომ დაინტერესდა სომხეთის ბაზრით, Dalma News-ს პროექტ “იანდექს.ტაქსის” მარკეტინგის დირექტორი დანიილ შულეიკო ესაუბრა.

– რამ განაპირობა სომხურ ბაზარზე გასვლა?

– “იანდექს.ტაქსის” გენერალურ დირექტორს ტიგრან ხუდავერდიანი ჰქვია. სინამდვილეში, სომხეთში ტაქსის ბაზარი ძალიან არის განვითარებული. მეორე მხრივ, იანდექსის ბრენდი აქ ნაკლებად ცნობილია და საძიებო იანდექსით ძალიან ცოტა მომხმარებელი სარგებლობს. სხვაგან თუ ეს ბიზნესი ბრენდის წყალობით არის პოპულარული, ჩვენთან – სხვაგვარად არის საქმე. ეს ახალი და ძალზედ საინტერესო გამოცდილებაა. საინტერესოა, რა სირთულე შეიძლება არსებობდეს, როდესაც ბრენდის ძალა ზურგს არ გიმაგრებს.

– ცხადია, ბაზარზე გასვლამდე მისი ანალიზი ჩაატარეთ. რა დაასკვენით?

– დღეს ქალაქში ძალიან ბევრი – დაახლოებით 25 ათასი ტაქსი მოძრაობს. ინვესტორისთვის ერევანი ძალზედ საინტერესოა, რადგანაც ერთ ავტომობილზე 40 ადამიანი მოდის. შედარებისთვის, მოსკოვში ერთ ავტომობილზე დაახლოებით 20 ადამიანია, ამიტომაც ხარისხიანი მომსახურეობის უზრუნველყოფა ბევრად რთულია. აუცილებელია ხარისხიანი სერვისი და სერიოზული დაფინანსება.

ჩვენი მონაცემებით, ერევანში ყოველდღიური საშუალო შეკვეთა 70 ათასიდან 120 ათასამდეა. გარდა ამისა, ძალიან ბევრი ადამიანი მგზავრობს, ბაზარი საინტერესოა და არც სახელმწიფო შეზღუდვები არსებობს. ჩვენთვის ეს ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან ბაზარზე სერიოზულ მოთამაშედ ვაპირებთ დარჩენას.

საქმე იმაშია, რომ ტაქსის ბაზარი სხვადასხვაგვარია და ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ სახელმწიფო, ბიზნესი და ხალხი რას გადაწყვეტს. მაგალითად, ამსტერდამში სახელმწიფომ ფასების დარეგულირება და სერვისისთვის განკუთვნილი ავტომობილების ხარისხის გაუმჯობესება გადაწყვიტა. სტამბულში დარეგულირებულია როგორც ფასები, ისე ტაქსოძრავიანი მოღვაწეობისთვის განკუთვნილი ლიცენზიების რაოდენობა. ასევე კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მძღოლის ინტერესებსაც გათვალისწინება უნდა, რადგანაც სხვა ყველა საკითხი სწორედ მასზეა აგებული: დაბალი ფასის დაწესების შემთხვევაში მძღოლი სარგებელს ვერ ნახავს და სამუშაოზე უარს იტყვის. შესაბამისად – ტაქსიც ვერ იმუშავებს.

– კიდევ რა არის ამ ბიზნესში წარმატების საწინდარი?

– უპირველესად კარგი ავტომობილი. სასურველია იგი “მილიონი” წლის არ იყოს. უნდა იყოს სუფთა, კონდიციონერით, ჩუმი და ცხადია, სასიამოვნო მძღოლით, რომელიც კარგად იცნობს ქალაქს. ყველაზე მთავარი კი ავტომობილის სწრაფი მიწოდებაა. მაგალითად, ჩვენ თავიდანვე ვერ ავუღეთ ალღო ამ ბიზნესს და თავდაპირველად ბევრ შეცდომას ვუშვებდით. დასაწყისისთვის, გადავწყვიტეთ ბიზნესი ადგილობრივ კანონებზე მოგვერგო. რუსეთში თითოეულ რეგიონს თავისი კანონი აქვს. მაგალითად, მოსკოვში ავტომობილი ყვითელი უნდა იყოს, ყვითელი ნომრები უნდა ჰქონდეს და ჭადრაკისებული დაფა უნდა ეხატოს. კრასნოდარში ავტომობილი თეთრი, ან წითელი უნდა იყოს და მასზე ჭადრაკისებული დაფა კარის მთელს სიგრძეზე უნდა ეხატოს. პერმში კი – მინიმუმ ორი კარი უნდა იყოს ყვითლად შეღებილი. ანუ, როგორც ვხედავთ, რუსეთში ეს საკითხი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დონეზე წყდება. ქალაქი, საერთო სტილისტიკის შენარჩუნებით, თავად იღებს გადაწყვეტილებას. ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ ამასთანავე, ნებისმიერი შეზღუდვა ბაზარს ართულებს და მძღოლს მუშაობის სწრაფად დაწყება უჭირს.

– რა პრინციპით არჩევენ ტაქსის ავტომობილებს ერევანში?

– პირველი ავტომობილები უშუალოდ დეტალური დათვალიერებით შეირჩევა, შემდეგ – ყველაფერი ჩვენი ტექნოლოგიებით: გავარკვევთ რა ავტომობილია, რომელი წლის გამოშვება, რომელი მარკა. დაწესდება შეზღუდვები ღირებულების მიხედვით – ავტომობილები გარკვეულ დონეზე დაბალი ფასის არ უნდა იყოს, თუმცა ყველაფერი ბაზრის დინამიკაზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, თანამშრომლოს შერჩევის ერთ-ერთი კრიტერიუმი მძღოლის გამოცდილებაა. ახალბედებს არ ვღებულობთ.

IMG_4010– ის სპეციალური დანიშნულების მოწყობილობა, რომლითაც სარგებლობთ, ტესტირებას გადის?

– უფრო ადვილია პლანშეტის შეძენა. პირველი 100, ძირითადად Asus-ის и Samsung-ის მარკის პლანშეტი, თავად შევიძინეთ. ვიცი, რომ ცოტა ხნის წინათ გაყიდვაში სომხეთში აწყობილი ტელეფონები ჩაეშვა. გვსურს მწარმოებლებს შევხვდეთ და თუ მათ კარგი სოფტი ექნებათ, მაშინ ვითანამშრომლებთ.

ასევე გვაქვს სანავიგაციო რუკები, ამიტომ დამოუკიდებლად შეგვიძლია მასში ცვლილებების შეტანა. ამას სხვა სერვისები ვერ გააკეთებენ, რადგანაც ისინი გუგლის რუკით ხელმძღვანელობენ. ზუსტად ამ დროისთვის, ქალაქში რამდენიმე ათეული კამერიანი ველოსიპედი მოძრაობს, რომლებიც ერევნის დეტალურ რუკას ქმნიან და ის უახლოეს მომავალში იქნება მზად. ასევე გვაქვს სახალხო რუკა, სადაც შეიძლება შესვლა და ნებისმიერი ცვლილების შეტანა. მას შემდეგ რაც, მოდერატორები ინფორმაციას გადაამოწმებენ, ცვლილება რუკაზე გამოჩნდება.

– ქალაქგარეთ თუ აპირებთ მუშაობას?

– აუცილებლად ვიმუშავებთ უშუალოდ ერევანთან ახლოს, მაგრამ ერთბაშად არა.

– როგორია თქვენი საკომისიო?

– პირველ პერიოდში ის 0% იქნება, რათა მძღოლმა ადვილად აუღოს ალღო სამუშაოს და შეკვეთების მიღების ახალ მეთოდს.

– რამდენი უნდა გადაიხადოს მძღოლმა სერვისთან დასაკავშირებლად?

-არაფერი. “იანდექს.ტაქსი”-სთან დაკავშირება უფასოა.

– შეკვეთების ეს მეთოდი რით არის განსხვავებული?

– მინიმუმ იმით, რომ მძღოლი ფულს ხელზე არ აიღებს. მძღოლები მიჩვეულები არიან, რომ როგორც კი მიიყვანენ მგზავრს დანიშნულების ადგილზე, მაშინვე გამოართმევენ მას გასამრჯელოს. აქ კი ასე არ იქნება. მძღოლები მიეჩვევიან პლანშეტით მუშაობას და გადახდები სისტემის შიგნით მოხდება.

– თქვენ ძალიან დაბალი ტარიფი დააწესეთ. ეს რას ნიშნავს?

– არაფერს. გასაგებია, რომ კლიენტამდე მისასვლელი ხარჯი ვიღაცამ უნდა დაფაროს და ეს არის მძღოლი. ამიტომ აბსოლუტურად ნორმალურია, რომ მინიმალური ტარიფი არსებობს, რომელიც ერევანში მაგალითად, 600 დრამია (1 აშშ. დოლარზე ოდნავ მეტი).მაგრამ ტაქსოპარკის ტექნოლოგიას არ შეუძლია უახლოესი ავტომობილის მიწოდება, მათ ტრაფიკი არ გააჩნიათ და არ იციან მარშრუტის დაგეგმარება მოკლე გზისა და საცობების გათვალისწინებით. გარდა ამისა, ჩვენი მძღოლები უქმად ხომ არ იდგებიან. ეს კი დროის გონივრულად გამოყენების საშუალებას გვაძლევს. აი, ამ მიზეზებით გვაქვს დაბალი ტარიფი – 100 დრამი პირველ 2 კმ-ზე, შემდეგ 100 დრამი კილომეტრზე, მინუს გზაზე ლოდინის ერთი წუთი – 25 დრამი. ჯერჯერობით ჯამაგირის გადახდა ნომინალებით მოხდება, უახლოეს მომავალში კი – საბანკო ბარათებით.

– რამდენ ხანს შეინარჩუნებთ დაბალ ტარიფს?

– ყოველთვის. იგი შეიცვლება მხოლოდ საწვავის ფასის ცვლასთან ერთად, თუმცა ჩვენ მის ადაპტირებას მოვახერხებთ. როდესაც მოსკოვში ვიწყებდი მუშაობას, ერთხელ მგზავრობის საშუალო ფასი 400,500 რუბლი იყო, ახლა 99 რუბლია. ფასი დაახლოებით 5-ჯერ შევამცირეთ, სამაგიეროდ მძღოლს გაეზარდა შემოსავალი. ეს ტექნოლოგიების წყალობით შევძელით, რადგანაც ჩვენ დროს უქმად არ ვკარგავთ.

– აპირებთ თუ არა ბიზნესის სხვა რეგიონებში გაფართოებასაც?

– რუსეთის გარდა, სადაც ჩვენ დაახლოებით 20 ქალაქში ვმუშაობთ,ვართ მინსკსა და ერევანშიც. ამ მომენტისათვის ვფიქრობთ ყოფილი საბჭოთა კავშირის დიდ ქალაქებში გასვლას. ვემზადებით ბიზნესის ალმა-ატაში გატანისთვის.

P.S. ბაზარზე ახალი მოთამაშის გამოჩენას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, როგორც მთელი რიგი ტაქს-სერვისების მძღოლების, ისე კომპანია GG-ს ხელმძღვანელობის მხრიდან, რომელიც “იანდექს.ტაქსს” კომპანიის იაფად შესყიდვის მცდელობაში ადანაშაულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კონკურენტების შევიწროვების მიზნით ფასების დემპინგით იმუქრება.

მთავრობის სახლთან მოწყობილ საპროტესტო აქციაზე კერძო ტაქსის მძღოლები და სხვადასხვა ტაქს-სერვისის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რომლებიც პირობების გათანაბრებას მოითხოვდნენ. თავის მხრივ, ავტომძღოლების დაცვის ლიგის თავმჯდომარე ტიგრან ოვანესიანმა განაცხადა, რომ საპროტესტო აქციები გაგრძელდება და ტაქსისტები სახელმწიფოსგან სავალდებულო ლიცენზირების გაუქმებას, ლიცენზიების და ახალი ავტომობილების შეძენის, ასევე ლიცენზირების მოთხოვნასთან დაკავშირებული ხარჯების და ბაზარზე დაურეგულირებელი ვითარების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას მოითხოვენ.

თუ როგორ განვითარდება მოვლენები, დრო გვიჩვენებს. მანამდე კი “იანდექს.ტაქსი” ერევნის ტაქსის ბაზარზე, დაახლოებით 7,65 მილიონი აშშ.დოლარის მოცულობით, წარმატებით გავიდა.

მოამზადა არმინე აგარონიანმა 

Maram-ის ფოტოები