სომხეთის ძორის ოლქში მდებარე, ვაიოცის საზაფხულო ბანაკში 16 ბავშვი მოიწამლა, რომლებიც ვაიკის საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში, საკვებით მოწამლვის სიმპტომებით გადაიყვანეს. ბავშვების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ბავშვებს აღენიშნებოდათ ტკივილები მუცლის არეში, სისუსტე, ასევე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები.

ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალისტთა ჯგუფი საზაფხულო ბანაკს ეწვია და გაარკვიეს, რომ 2 ბავშვს წინა დღით თავბრუსხვევა და მაღალი ტემპერატურა ჰქონდა.

ბავშვებს ადგილზე მკურნალობის კურსი ჩაუტარდათ, თუმცა მეორე დღეს მათი ჰოსპიტალიზაცია მაინც გახდა საჭირო.

სპეციალისტებმა მოწამლვის წყაროს დასადგენად საკვები პროდუქტებისა და წყლის სინჯები აიღეს. ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოებიც.