წარმოგიდგენთ პოლიტიკური ანალიტიკოსის, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული კვლევითი ცენტრის დირექტორის არამ საფარიანის ავტორის სტატიას „სომხეთის სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოტენციალი ევრაზიული ინტეგრაციის პროცესში: სატრანსპორტო კომუნიკაციების უწყვეტი ფუნქციონირების აღდგენის პერსპექტივაზე. სამხრეთ კავკასიაში“, – რომელიც კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ბოლოდროინდელი გლობალური და რეგიონული გარდაქმნების კონტექსტში, დასავლეთ-აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის ღერძების გასწვრივ სატრანსპორტო კომუნიკაციების განვითარების გზაჯვარედინად სამხრეთ კავკასიის გადაქცევის საკითხი უპრეცედენტოდ ახალ შინაარსს იღებს. წინამდებარე მოხსენება ეფუძნება ევრაზიის ექსპერტთა კლუბის მუშაობას, კერძოდ, როგორც ამ სტატიის ავტორის, ასევე ცნობილი სომეხი ეკონომისტების, პროფესორების აშოტ თავადიანისა და თათულ მანასერიანის ეკონომიკურ კვლევებს. ავტორი ასევე მადლობას უხდის უმსხვილესი სომხური გადამზიდავი კომპანიის „აპავენის“ აღმასრულებელ დირექტორს გაგიკ აგაჟანიანს ამ სტატიის მომზადების პროცესში გაწეული საექსპერტო რეკომენდაციებისთვის. ეს მასალები საფუძვლად დაედო მოხსენებას XI საერთაშორისო ფორუმზე „ევრაზიის ეკონომიკური პერსპექტივა“, რომელიც სანკტ-პეტერბურგში 2023 წლის 28-29 ნოემბერს ჩატარდა. ქვემოთ განვიხილავთ ამ პრობლემის გეოპოლიტიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო, ასევე ეკონომიკურ და ტექნიკურ ასპექტებს.

გეოპილოტიკური ასპექტი

2020 წელს, მთიანი ყარაბაღის რეგიონში 44-დღიანი ომის, ხოლო 2023 წელს ყარაბაღელი სომხების თავიანთი სამშობლოდან სომხეთის რესპუბლიკაში იძულებით გადასახლების შემდეგ, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალი ვითარება შეიქმნა. სამშვიდობო მოლაპარაკებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გრძელდება და როგორც მესამე ქვეყნების ექსპერტები ადასტურებენ, დასასრულს უახლოვდება. ცნობილია, რომ მოლაპარაკების პროცესის მთავარი სირთულე მდგომარეობს არა განხილული პრობლემებისა და მიდგომების არსში, არამედ შუამავლების (რუსეთი, ევროკავშირი და შეერთებული შტატები) კონკურენციაში ამ მოლაპარაკების პროცესის წარმართვის მცდელობებში. თანამედროვე პოლიცენტრული სამყაროს შუამავალ ცენტრებს შორის სასტიკი კონკურენცია მოლაპარაკების და მთელ სამშვიდობო პროცესს რეგიონში, ანიჭებს როგორც საერთაშორისო განზომილებას, ისე დამატებით დაძაბულობას. როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლები, თუნდაც ურთიერთსაწინააღმდეგო რიტორიკისა და ურთიერთბრალდებების ატმოსფეროში, აღიარებენ, რომ მომავალი სამშვიდობო ხელშეკრულების ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები უკვე შეთანხმებულია. შეგახსენებთ, რომ რუსეთის შუამავლობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების დროს საჭიროდ აღიარეს, ყველა სატრანსპორტო კომუნიკაციის ფუნქციონირების აღდგენა და კერძოდ, სამხრეთ სომხეთის გავლით, აზერბაიჯანსა და ნახიჩევანს შორის უწყვეტი სატრანსპორტო კავშირების უზრუნველყოფა. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობის პარალელურად, სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაზე მოლაპარაკებები 12-წლიანი შესვენების შემდეგ განახლდა. ამ მოლაპარაკებების მიზანი ძირითადად ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო კავშირების აღდგენა, ავტომაგისტრალისა და ყარსი-გიუმრის სარკინიგზო ხაზის გახსნაა. პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა კარგად იციან, რომ სრული ინტეგრაციის პროცესში მყოფ თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის უწყვეტი კომუნიკაციის უზრუნველყოფის საკითხი დგება. ექსპერტებმა ასევე იციან, რომ სომხურ-თურქული მოლაპარაკებების შედეგი მთლიანად დამოკიდებულია სომხურ-აზერბაიჯანული მოლაპარაკებების წარმატებაზე. თურქეთი კი სომხეთთან ურთიერთობას განავითარებს იმდენად, რამდენადაც ეს არ ეწინააღმდეგება მისი მოკავშირე აზერბაიჯანის ინტერესებს. ასევე ნათელია, რომ ამ მოლაპარაკებების პროგრესს ყურადღებით ადევნებენ თვალს არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები, არამედ რეგიონის მოსაზღვრე მნიშვნელოვანი მოთამაშეები (რუსეთი და ირანი).

რუსეთის პოლიტიკამ სამხრეთ კავკასიაში ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციები განიცადა. საბჭოთა კავშირის ყოფილ რეგიონში რუსეთი დომინანტი ძალა აღარ არის, მაგრამ ცდილობს თავისი პოლიტიკით გავლენა შეინარჩუნოს და რეგიონის ყველა ქვეყანასთან მჭიდრო თანამშრომლობა დაამყაროს. სწორედ ამიტომ, რუსეთმა მხარი დაუჭირა „3+3“ფორმატის იდეას (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, ირანი, რუსეთი და თურქეთი). ამ დიალოგის ფორმატში მონაწილე ყველა ქვეყნის მიზანია რეგიონული დიდი, თუ პატარა პრობლემის გადაჭრის მცდელობა. რათა დამატებითი იმპულსი შესძინონ სამხრეთ კავკასიის ირგვლივ დიდი რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას.

სწორედ ამ რეალობამ უკარნახა სომხეთის ლიდერს, ნიკოლ ფაშინიანს, სომხეთის მსოფლიო გზაჯვარედინად გადაქცევის ინიციატორი გამხდარიყო. სხვათა შორის, ეს პროექტი ითვალისწინებს ჩვენს ქვეყანაში განვითარების და ეკონომიკური თანამშრომლობის გაერთიანებას ამოცანების.

პოლიტიკური და სამხედრო ასპექტები

„მსოფლიოს გზაჯვარედინის“ იდეის წარმატებისთვის აუცილებელია სომხეთმა მოლაპარაკების პროცესები ლოგიკური დასრულებისკენ წაიყვანოს, როგორც აზერბაიჯანთან, ასევე თურქეთთან. გასაგებია, რომ გლობალურ დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირებისა და ჰიბრიდული ომების რეალობა აიძულებს რუსეთს მიიღოს ალტერნატიული პროექტები გლობალური ტრანსფორმაციების კონტექსტში და ეძებოს განვითარების ახალი ფორმები და გზები პარტნიორებთან, უპირველეს ყოვლისა, უზარმაზარ რეგიონში- ახლო აღმოსავლეთში. ის ფაქტი, რომ რუსეთმა მოახერხა ჩრდილოეთ-სამხრეთის ღერძის გასწვრივ თანამშრომლობის გააქტიურება, როგორც ცენტრალური აზიის, ისე სამხრეთ კავკასიის გავლით, სავსებით აშკარაა. სავაჭრო ბრუნვის განვითარების სტატისტიკური და წარმატებული ერთობლივი ეკონომიკური პროექტების მონაცემები ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ევრაზიის რეგიონში ძალიან სერიოზული გარდაქმნები ხდება, რომლებიც მიზნად ისახავს სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას და რუსეთისთვის მიყენებული ზიანის მაქსიმალურ კომპენსაციას. დასავლეთთან დაპირისპირება. სწორედ აქ დაიწყო სამხრეთ კავკასიამ ჩუმად თავისი შესამჩნევი როლის შესრულება.

სავაჭრო ბრუნვის განვითარების სტატისტიკური მონაცემები და წარმატებული ერთობლივი ეკონომიკური პროექტების მონაცემები ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ დიდი ევრაზიის რეგიონში ხდება ძალიან სერიოზული ღრმა გარდაქმნები, რომლებიც მიზნად ისახავს სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას და რუსეთისთვის მიყენებული ზიანის მაქსიმალურ კომპენსაციას დასავლეთთან დაპირისპირების გარემოში. სწორედ აქ დაიწყო სამხრეთ კავკასიამ ჩუმად თავისი შესამჩნევი როლის შესრულება. სომხეთი, როგორც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი, საოცარი ტემპით ავითარებს რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას. აქ ორი ფენაა – ვაჭრობა საკუთარი წარმოების პროდუქციით და რეექსპორტი მესამე ქვეყნებიდან. თანამედროვე სავაჭრო ომების კონტექსტში, ეს განვითარებადი ურთიერთობები ორივე შემთხვევაში მუშაობს ეკონომიკური თანამშრომლობისთვის და არის უდავო, მკაცრი არგუმენტი პოლიტიკური, მჭიდრო პარტნიორობის განვითარების სასარგებლოდ. დაახლოებით იგივე სურათი განვითარდა აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში. თურქეთ-აზერბაიჯანის ტანდემი რუსეთისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ამ თვალსაზრისით, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში თურქეთის გავლენის მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე, ეს მნიშვნელოვანი ამოცანაა რუსეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში. როგორც ჩანს, ახალი ფენომენი ისაა, რომ ისტორიაში პირველად თურქეთს და სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის თურქ ხალხებს საშუალება აქვთ, საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევის, კონფლიქტებისა და ომების გარეშე, გამოიყენონ ეროვნული სუვერენიტეტისა და საკუთარი ეკონომიკის პოტენციალი, ყველაზე მჭიდრო თანამშრომლობითი ურთიერთობების განვითარებისათვის. ამ ვითარებაში ცნობილია, რომ ევრაზიული თანამშრომლობის პოტენციალის რეალიზებისთვის რუსეთი დაპირისპირებისა და მეტოქეობის იდეის ნაცვლად, ყველა ამ ქვეყანასთან და ასევე ირანთან, მჭიდრო თანამშრომლობის იდეას გვთავაზობს.

სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ომისშემდგომი განვითარება, რუსეთისა და სხვა პარტნიორების მცდელობები, ჩართონ საქართველო თანამშრომლობისა და ურთიერთქმედების ფორმატებში, მიმდინარეობს ამ პროცესებისადმი დასავლეთის, ჩინეთისა და ინდოეთის ძალიან ღია ინტერესების ფონზე.

ასევე აშკარაა, რომ რეგიონის ქვეყნებს შორის სამხედრო, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა ზემოაღნიშნული პოტენციალის რეალიზებითაა ნაკარნახევი. პირველად პოსტსაბჭოთა, 30 წლიანი პერიოდის განმავლობაში, რეგიონის ქვეყნების პოლიტიკური ინტერესები ემთხვევა როგორც მათი ზოგიერთი პოლიტიკური მიზნის განხორციელებას, ასევე დიდი ევრაზიის პარტნიორობის ფარგლებში რეგიონული თანამშრომლობის მიზნებს.

ეკონომიკური და ტექნიკური ასპექტები

როგორც ზემოთ აღინიშნა, სომხეთსა და რუსეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები სწრაფად ვითარდება და საოცარ დინამიკას ავლენს. ასევე ვითარდება სომხეთის ურთიერთობა ირანთან. მოსალოდნელია, რომ ეს ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ხასიათს მიიღებს ევრაზიის ეკ. კავშირსა და ირანს შორის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ გრძელვადიანი შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ. აღსანიშნავია ისიც, რომ პოლიტიკური ურთიერთობების არარსებობის მიუხედავად, სომხეთსა და თურქეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები ვითარდება (მიუხედავად თურქეთის მთავრობის 1993 წლიანი ემბარგოსა). ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობების ნორმალიზების შემთხვევაში ამ ურთიერთობებს გარკვეული განვითარების პოტენციალი აქვს.

რაც შეეხება, სომხური ბიზნესის მოლოდინს, ჩრდილოეთ-სამხრეთის ღერძის სრულ განხორციელებას, როგორც ცნობილია, სომხეთში ტვირთების გადაზიდვის 70% საქართველოს გავლით (ზემო ლარსის გამშვები პუნქტით, ასევე ბათუმისა და ფოთის პორტებით) ხორციელდება. ტვირთის გადაზიდვის 30% ირანის გავლით ხორციელდება. ბოლო დროს საგრძნობლად გაიზარდა ტვირთების გადაზიდვის მოცულობა როგორც საქართველოს, ისე ირანის გავლით (აქ საგრძნობლად გაიზარდა ირანის, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლი ბენდერ აბასის პორტიდან). სომეხი ექსპერტები კმაყოფილებით აღნიშნავენ, რომ ზემო ლარსის გამშვები პუნქტის რეკონსტრუქციის შემდეგ (ბრწყინვალედ დაასრულა რუსულმა მხარემ), ყოველდღიურად 1400-მდე ავტომობილი შეიძლება გადაადგილდეს და ეს ის მოცულობაა, რომელიც სომხურ ინტერესს უახლოეს მომავალში დააკმაყოფილებს. თუ საქართველოშიც (ყაზბეგის დასახლებასთან) სწრაფად დასრულდება გვირაბის მშენებლობა, მაშინ შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს ტვირთების გადაზიდვა სომხეთიდან რუსეთში და პირიქით. შედეგად, მკვეთრად გაიზრდება სატრანსპორტო მომსახურების ხარისხიც. სომხეთის დღევანდელ ინტერესებს საქართველოში, ბათუმისა და ფოთის პორტებიც აკმაყოფილებს, თუმცა აქაც არის ზრდის პოტენციალი. თუ სომხურ-თურქული მოლაპარაკების პროცესი დადებითად დასრულდება, მაშინ სომხურ სატრანსპორტო კომპანიებს ახალი შესაძლებლობა მიეცმათ, განახორციელონ ტრანსპორტირება ხმელთაშუა ზღვის პორტიდან- მერსინიდან. ეს კი მნიშვნელოვნად შეამცირებს ტრანსპორტირების დროსა და ხარჯებს. სომხური ტვირთმზიდები დღეს ძალიან სკეპტიკურად უყურებენ რუსეთსა და შუა აზიის ქვეყნებში აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით ტრანსპორტირების შესაძლებლობას. თუმცა, ყველა ერთსულოვანია იმ მოსაზრებაში, რომ თუ სარკინიგზო ხაზი აზერბაიჯანის ნახიჩევანის ანკლავით გაიხსნება სომხეთთან, მაშინ სომხეთი და ირანი შეიძლება რკინიგზითაც დაუკავშირდნენ და ამან საუკეთესო გავლენა მოახდინოს მგზავრთა გადაყვანასა და ტვირთების გადაზიდვის საქმეში.

სომხეთი უკვე რამდენიმე წელია დაინტერესებულ ქვეყნებს აფხაზეთის გავლით სატრანსპორტო კავშირების აღდგენის საკითხის გააქტიურებას სთხოვს. დღემდე, რუსული დიპლომატიის გარკვეული ნაბიჯების მიუხედავად, ეს საკითხი წინ არ წასულა. თუმცა, აშკარაა, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის სახმელეთო სატრანსპორტო კავშირები სამხრეთ კავკასიის გავლით, საერთაშორისო ურთიერთობების თანამედროვე ლოგიკის შენარჩუნებით, კიდევ უფრო გაიზრდება. სომეხმა ეკონომისტებმა ბელორუსს და ყაზახეთს, როგორც ევრაზიის ეკ. კავშირში არსებულ მოკავშირეებს, მიმართეს, რათა დაეწყოთ მრავალმხრივი მოლაპარაკებები აფხაზეთის გავლით საავტომობილო და სარკინიგზო კომუნიკაციების აღდგენის თაობაზე. როგორც ჩანს, ეს საკითხი შესაძლოა მალე დადგეს, თუ ზემოაღნიშნული „3+3“ ფორმატი სრულად ამოქმედდება.

„მსოფლიოს გზაჯვარედინის“ იდეის განსახორციელებლად სომხეთის ტერიტორიაზე თანამედროვე ჩრდილოეთ-სამხრეთის ავტომაგისტრალის მშენებლობის დასრულებას უდიდესი ტექნიკური მნიშვნელობა აქვს. ეს მშენებლობა ათ წელზე მეტხანს გაგრძელდა და მის დასრულებას ბიზნესისა და სატრანსპორტო სფეროს წარმომადგელნები ელოდებიან.

ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, პოზიტიური პროცესები, რომლებიც ხელს უწყობს სამხრეთ კავკასიის გავლით სატრანსპორტო კავშირების აღდგენის წარმატებას, ამჟამად ჭარბობს ნეგატიური მოვლენების ტენდენციას, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება. სამხრეთ კავკასიის ქვეყნების, ასევე რუსეთის, ირანისა და თურქეთის ძალისხმევას, რეგიონში ეკონომიკური თანამშრომლობის განსავითარებლად, წარმატების სერიოზული, უპრეცედენტო შესაძლებლობა აქვს.