სომხეთის საშუალო სკოლების მაღალი კლასების მოსწავლეებს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ, გამოსცადონ საკუთარი თავი ყოველწლიურ რუსულ კონკურსში “დიდი შესვენება” მონაწილეობის მისაღებად.  ამის შესახებ პროექტის დირექტორის მოადგილემ ლუბოვ კონდაკოვამ გადაცემა Perspektiva-ს (Sputnik Armenia) ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, საერთაშორისო ტრეკის ფარგლებში, ეს უკვე მეორე შესარჩევი ტურია. პირველად,ასეთი შესაძლებლობა  დსთ-ს ქვეყნებისა და შორეული საზღვარგარეთის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებმა, გასულ წელს მიიღეს.  სომხეთიდან გამარჯვებულად ოთხი საუკეთესო მოსწავლე შეირჩა.  ამჯერად, ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ კიდევ უფრო მეტ სომეხ აპლიკანტს მიიზიდავენ.  კონდაკოვას თქმით,2022 წელს რუსულ მასობრივ საგანმანათლებლო პროექტში  3,9 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა!

რა არის ის, რაც ასე იზიდავს ადამიანებს „დიდი შესვენებსკენ“, რა პროექტზეა საუბარი?  ლუბოვ კონდაკოვან  განმარტა, რომ  პროექტის სახელწოდებაში საკვანძო სიტყვაა სიტყვა “შესვენება“. თავდაპირველად  ორგანიზატორები იმედოვნებდნენ, რომ მათი პროექტი ბავშვების ცხოვრებაში დიდ ცვლილებებს მოახდენდა  და  პირველი კონკურსის ჩატარებიდან  4 წელიწადში მოლოდინიც გამართლდა.

პროექტის ფორმატი “ ჰიბრიდულ” – დისტანციური შემთხვევით არ შეირჩა. პირველი კონკურსი “კოვიდურ” 2020 წელს ჩატარდა. იმ დროს ისევე როგორც მთელი მსოფლიოს, რუსეთის მოსწავლეებიც დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ. რუსეთში არცთუ დიდხანს უფიქრიათ იმაზე, თუ საითკენ მიემართათ სახლებში გამოკეტილი მოზარდების გამოუყენებელი ენერგია. სასიხარულოა ისიც, რომ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის, არამედ დსთ-ს ქვეყნების და მთელი მოსფლიოს მოსწავლეებს, ასევე რუსეთში მცხოვრებ უცხოელ მოსწავლეებს.  ამისათვის საჭიროა  საიტზე https://bigchange.online/ განაცხადის შევსება,  შემდეგ სავიზიტო ბარათის და სამოტივაციო ვიდეოს ატვირთვა. ამგვარი  თვითპრეზენტაციის შემდეგ პორტალზე შესაძლებელი იქნება შესაბამისი ტესტირების გავლა.  აღსანიშნავია ისიც, რომ  ტესტის შევსება სახალისოა, რადგან ის სკოლაში მიღებული ცოდნის შემოწმებას არ ემსახურება.

ზუსტად ასევეა გათვლილი შერჩევის შემდეგი ეტაპი.  ეგრეთ წოდებულ “ქეისებში“ იგულისხმება ამოცანები, რომლებიც თავად მონაწილემ უნდა ამოხსნას. დავალებები განაწილებულია “ დიდი შესვენების” 12 სხვადასხვა თემატური მიმართულებით. ვინაიდან ყველა ბავშვი განსხვავებულია, პროექტის ინიციატორები ამგვარად ცდილობენ მოაწყონ მიზნობრივი მიდგომა თითოეული ბავშვის მიმართ. ვიღაცას აინტერესებს ახალგაზრდული მეწარმეობა, ვიღაცას კრეატიულობა, ვიღაცას ეკოლოგია, ამიტომ ყველას შეუძლია აირჩიოს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიმართულება და შესთავაზოს ნებისმიერი ამოცანის გადაწყვეტა არჩეულ თემაზე.

“დიდ დასვენებაზე” მოსწავლის სასკოლო ცოდნას არ ვამოწმებთ, მნიშვნელობა არ აქვს ფრიადოსანია, თუ ოროსანი. კონკურსში პირველ როგში, მოწმდება ე.წ. რბილი უნარები (soft skills – ავტ.) — ფასდება ბავშვის გუნდში მუშაობის, თანამშრომლობის უნარი, მისი აზროვნების მოქნილობა, შედეგებზე ორიენტირებულობა. ამაში ჩვენ ფუნდამენტურად განვსხვავდებით სხვა სასკოლო ოლიმპიადებისგან, რომლებიც ძირითადად სწავლის ხარისხის პრინციპზეა დაფუძნებული: ჯერ სასკოლო დონე უნდა გაიარო, მერე მუნიციპალური, რეგიონული, რესპუბლიკური. ჩვენი კონკურსი მიზნად ისახავს ბავშვის განვითარებას – ისე, რომ მან მონაწილეობა მიიღოს პროექტში რაც შეიძლება დიდხანს, მიიღოს რაც შეიძლება მეტი გამოხმაურება ექსპერტებისგან, ”- განმარტა კონდაკოვამ.

ბავშვებისთვის დავალებები შემუშავებულია წამყვანი რუსული უნივერსიტეტების დონეზე, პროექტის სხვა პარტნიორების მიერ, რომლებიც წარმოდგენილია მსხვილი კორპორაციებით, რომელთა წარმომადგენლები ორგანიზატორებთან და ექსპერტებთან ერთად  სტუდენტების მიერ შემოთავაზებული გადაწყვეტილებების შეფასებაში მონაწილეობენ. კომპეტენტური ჟიური ირჩევს საუკეთესოს საუკეთესოთა შორის, შედეგადაც ფინალისტებს შორის არანაკლებ 500 მოსწავლეა!

„როცა ბავშვები დისტანციურ ეტაპზე ყველა საჭირო დავალებას დაასრულებენ, შევქმნით 500 ფინალისტის სარეიტინგო სიას და თითოეული მათგანი მიიღებს უფასო (!) ბილეთს “არტეკის” საერთაშორისო ბავშვთა ცენტრში 3 კვირიან ცვლაში. ეს Artek-ის მერვე ცვლაა, რომელიც წელს 15 ივლისს იწყება და 4 აგვისტომდე გაგრძელდება“, – განმარტავს პროექტის დირექტორის მოადგილე.

ლეგენდარულ ბანაკში გატარებული სამი კვირიდან, კონკურსის ფინალისტებისთვის ერთი კვირა ხდება გადამწყვეტი. ფინალურ  შვიდდღიან პერიოდში ბავშვები  “დიდი დასვენებიდ” მოვლენებში მონაწილეობენ, რომლის შედეგების მიხედვით  გამარჯვებულები გამოვლინდებიან. დანარჩენი 14 დღის განმავლობაში, მოსწავლეები “არტეკის” მრავალფეროვანი პროგრამით ისიამოვნებენ, რომელიც სავსეა შეხვედრებით, მასტერკლასებით, ექსკურსიებით, კემპინგით და ა.შ.

კონკრეტულად რა პრიზს მიიღებენ  გამარჯვებულები?

თანამოსაუბრის თქმით, ვინაიდან უცხოელ  მონაწილეთა შორის ორი ასაკობრივი კატეგორიაა – 14-17 წლის მოსწავლეები, ანუ მე-8 და დამამთავრებელი კლასების  (თუ საუბარია სომხურ სკოლაზე – ავტორი)  მოსწავლეებზე, მაშინ საუბარია ორი სახის წახალისებაზე. საერთაშორისო ტრეკის უფროსკლასელთა შორის  გამარჯვებულისთვის – მომავალი აბიტურიენტისთვის, გათვალისწნებულია უფასო სწავლის შესაძლებლობა რუსულ უნივერსიტეტებში.

„საუბარია, საბიუჯეტო ბაზაზე სრულიად უფასო განათლებაზე ! მაგალითად, შარშან  500 ფინალისტი გვყავდა, გამარჯვებულად 58 მოსწავლე ვაღიარეთ, ახლა კი ვინც სურვილი გამოთქვა, რუსეთის სხვადასხვა უნივერსიტეტში ჩაბარების პროცესშია“, – განაცხადა თანამოსაუბრემ.

რაც შეეხება იმ აპლიკანტებს, რომლებსაც უმაღლესში ჩაბარება არ  აინტერესებთ,  ან უფრო პატარა ასაკის არიან, მათთვის არანაკლებ საინტერესო წახალისება  არსებობს. ეს არის მოგზაურობა რუსეთში,- პროგრამის “მეტი, ვიდრე მოგზაურობა” ფარგლებში. „აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ვაუჩერებით დავაჯილდოვებთ 200-მდე ადამიანს და მათ შეეძლებათ იმოგზაურონ რუსეთის სრულიად განსხვავებულ მხარეებში – როგორიცაა კამჩატკა, ბაიკალი, ალტაი, ურალი, კარელია. და, რა თქმა უნდა, მოსკოვი და პეტერბურგი. მაგალითად, 2022 წლის დეკემბერში 20 გამარჯვებული უკვე გაემგზავრა მცირე 8-დღიან ტურში, ეწვია მოსკოვს, სანკტ-პეტერბურგსა და კარელიას. ამჟამად შარშანდელი გამარჯვებულები ემზადებიან თავიანთი მოგზაურობისთვის და მათთან ერთად ვფიქრობთ იმაზე, თუ რუსეთის რომელ კუთხეს უნდა ესტუმრონ”, – თქვა კონდაკოვამ. – ასე რომ, გარდა იმისა, რომ ყველა ფინალისტი მიიღებს ბილეთს “არტეკში” მოსახვედრად, გათვალისწინებულია ორი ძირითადი ჯილდო: უნივერსიტეტში სწავლა და მოგზაურობა რუსეთის გარშემო. თუმცა ჩვენი აზრით, ღონისძიების ყველაზე მნიშვნელოვანი „პრიზი“ მაინც ის მეგობრები და ნაცნობებია, რომლებსაც მოზარდები აქ იძენენ. ვიცით, რომ შარშანდელი მონაწილე სკოლის მოსწავლეები, დამეგობრდნენ, აქტიურად ურთიერთობენ, სტუმრობენ ერთმანეთს და მუდმივად არიან კონტაქტში.

პროექტის დიდი დასვენების 2022 წლის ფინალისტები სომხეთიდან, პროექტით “ გამარჯობა, რუსეთო!”

რაც შეეხება სომხეთიდან ჩამოსულ მოსწავლეებს, ცოდნის რა დონე აჩვენეს, ან თავი როგორ გამოავლინეს?

„როგორც უკვე აღვნიშნე, შარშან, როცა საერთაშორისო ტრეკი პირველად განხორციელდა, სომხეთიდან ოთხმა გოგონამ გაიმარჯვა.  ახლა მათ ჩარიცხვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვმუშაობთ.  მონაწილეებმა მაქსიმალურად პოზიტიურად გამოავლინეს საკუთარი თავი, ისინი შესანიშნავი მეგობრები არიან!  ვიმედოვნებთ,  წელს სომხეთიდან კიდევ უფრო მეტი ბავშვი მიიღებს მონაწილეობას . პროექტი ძალიან კეთილია – საუბარია ბავშვობაზე, არტეკზე, ზაფხულზე, მეგობრობაზე და მასში მონაწილეობა ნამდვილი სიამოვნებაა“, – თქვა თანამოსაუბრემ. მან ასევე აღიარა, რომ ძალიან უყვარს სომხეთი და აქ უკვე მეხუთედ მოდის! ”მე ორჯერ გავფრინდი შვებულებაში და რამდენჯერმე სხვადასხვა მივლინებით რუსულ-სომხეთის ახალგაზრდულ ფორუმებზე”, – თქვა ლიუბოვ სერგეევნამ და გვიზიარებს მოგზაურობის შთაბეჭდილებებს.

„ბოლო ვიზიტის დროს გარნიში, ხორ ვირაპში, ეჩმიაძინში ვიმყოფებოდი და ვოცნებობ, როგორმე სევანშიც მოვხვდე.  ყოველ ჯერზე, სიამოვნებით მოვდივარ და მოგზაურობისას ყველაზე პოზიტიურ შეგრძნებებს განვიცდი. ბევრს ვმოგზაურობ, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე რუსეთში, მაგრამ პირადად ჩემთვის ერევანი ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქია. გულწრფელად მიყვარს სომხეთის დედაქალაქი და მზად ვარ ეს ყველგან ვაღიარო“, – განაცხადა თანამოსაუბრემ. – მომწონს არქიტექტურა, ძალიან მიყვარს ტუფი, რომლისგანაც ქალაქის ცენტრში ყველა სახლია მოპირკეთებული. მაგრამ ქვეყნის მთავარ ღირსებას ხალხი წარმოადგენს და სომხეთში, ჩემი აზრით, ძალიან პასუხისმგებლიანი, კეთილი, მეგობრული, დახმარებისთვის მუდამ მზად მყოფი ხალხია.

ზოგადად, სომხეთი და რუსეთი დიდი ხნის მეგობრები არიან და ჩვენი ხალხები,  განსაკუთრებით ჩვენი ახალგაზრდობა ერთმანეთთან უნდა  მეგობრობდნენ. აქედან გამომდინარე,  მიმაჩნია ჩვენი შეჯიბრი ძალიან მნიშვნელოვანია. მასში ხომ ჩავრთავთ უმცროსი ასაკის – მე-8 კლასის მოსწავლეები ერთვებიან, რომლებიც პროგრამის მიხედვით შემდეგ რუსეთში ჩამოდიან, აქაურ თანატოლებს უკავშირდებიან და მეგობრდებიან.  ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი ხალხები აბსოლუტურად ახლოს არიან – სულით, რწმენით, მენტალიტეტით. ამიტომ ერთმანეთთან თანამშრომლობა უნდა გავაძლიეროთ.

საუბრის შეჯამებისას, ლიუბოვ კონდაკოვამ სომეხ ხალხს ყველაფერი საუკეთესო, სიკეთე და მშვიდობა უსურვა. და კიდევ ერთხელ, დიდი სიამოვნებით მიიწვია ყველა მოსწავლე  პროექტში “ დიდი შესვენება” მონაწილეობის მისაღებად, რომლის რეგისტრაციაც უკვე დაწყებულია. იგი ტრადიციულად, 28 მარტს – ამავე სახელწოდების დღესასწაულზე იწყება და 15 მაისამდე გრძელდება.

ირინა გრიგორიანი