თურქულ მედიაში ერთ-ერთ განხილვად თემად იქცა ის, რომ  აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია “სოკარმა” ნავთობის მოსაპოვებლად ამ ქვეყანას მიაშურა.

თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ კომპანია “SOCAR Turkey Enerji A.Ş.”-ს მის ტერიტორიაზე ნავთობის მოპოვების უფლება მისცა. ნებართვა ხუთწლიანია.

როგორც “Xezerxeber.com“-ი იტყობინება, ამ დოკუმენტის თანახმად  “SOCAR Turkey Enerji A.Ş” და “OPC Petrol Arama ve Üretim Ltd”-ი შეძლებენ ერთობლივად მოიძიონ “შავი ოქრო” ისეთ ტერიტორიებზე, როგორიც არის ადიამანი, ბათმანი, მარდინი და სხვა.

2012 წლის 30 მაისიდან “სოკარი” თურქეთში განაგრძობს მოღვაწეობას “SOCAR Turkey Enerji A.Ş.”-ის სახელით.