ორ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისის ცენტრში ოპოზიციურმა ძალებმა – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პარტიის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა, სისხლიანი პროვოკაციები მოაწყვეს. მაშინ, ისტერიული აჟიოტაჟი მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის რუსული დელეგაციის ხელმძღვანელის სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩენის გამო ატეხეს. ნაციონალებმა ამის გამოყენებით ხელისუფლების გადატრიალება სცადეს, თუმცა უშედეგოდ. ცხრაწლიანი სისხლიანი დიქტატურით ცნობილი ყოფილი დიქტატურის მესვეურებმა ქუჩაში დიდი რაოდენობით ხალხის გამოყვანა ვერ შეძლეს, რათა მმართველი “ქართული ოცნებისთვის” სამაგიერო გადაეხადათ. საქართველოს და მის მოსახლეობას საკმარისი ზიანი, საკუთარი მიზნის მიუღწევად მაინც მიაყენეს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის დასრულებამდე საქართველომ შესაძლოა დაკარგოს მილიონამდე რუსი ვიზიტორი, რომელთა მხრიდან შემოსავალიც სავარაუდოდ მილიარდ ლარამდე შეადგენს. თუ შარშან საქართველოს რუსეთის 1,4 მილიონი მოქალაქე ესტუმრა, წელს 1,7 მილიონს ელოდებოდნენ, ხოლო მათი მხრიდან შემოსავალი დაახლოებით 2,5 მილიარდი ლარი იქნებოდა. ივლისი, რომელიც წინასწარი მონაცემებით, რეკორდული უნდა ყოფილიყო, წარუმატებელი აღმოჩნდა.

წინა სტატიებში უკვე ვისაუბრეთ იმაზე, რომ “ქართულ ოცნებას” ივნისის მოვლენების და ქვეყნის შიგნით პერმანენტული რუსოფობიის ფონზე ერთგვარი ფსიქოლოგიური  კომპლექსი “გავრილოვის სინდრომი” ჩამოუყალიბდა. ამ სინდრომის არსი იმაში მდგომარეობს, რომ აბსოლუტური აუცილებლობისას, როდესაც ქვეყნისთვის მიყენებულ ზარალზე საუბრობ, რუსეთის დადებითი კუთხით ხსენებას კატეგორიულად უნდა მოერიდო და ქართულ ეკონომიკაში რუსული ფაქტორის მნიშვნელობა შეძლებისდაგვარად უნდა შეამცირო.

საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებაც მსგავსი ლოგიკისაა:

“ჩვენ შევეცადეთ ზარალი მინიმუმამდე დაგვეყანა და პოზიციურ ტემპს ვინარჩუნებთ”.

”პოზიტიური ტემპი” ნამდვილად კარგია, თუმცა გაურკვეველია რა ლექსიკური მნიშვნელობა აქვს ამ ლამაზ ფრაზას, რადგანაც ყველა კომპეტენტური სპეციალისტი და ექსპერტი ირწმუნები, რომ ეკონომიკური ზიანი გაცილებით მეტია. ამავე დროს, გამოცხადებული ზარალი მინიმალურია. ახლა სიღარიბის დონის შენარჩუნება კიდევ უფრო რთული გახდება, თუმცა ჩვენი ხელისუფლება გულს არ იტეხს.

ჭკვიანი ადამიანი გამოსავალს ყოველთვის იპოვის, რადგანაც ხომ მოდიან ჩვენთან  უცხოელები, რომლებსაც  “ვიზიტორებს” ვუწოდებთ. სიტყვას დიდი ძალა აქვს, ზოგჯერ საქმეც კი არ არის საჭირო. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აღრიცხავს თითოეულ ასეთ შემთხვევას და დაუყოვნებლივ აამაღლებს მას “ვიზიტის” ხარისხში. მნიშვნელობა არ აქვს ტურისტია თუ არა, სტატისტიკაში მაინც ხვდება. გამოდის, რომ მიმდინარე წლის ივლისმა 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს თითქმის 5.8% -ით გადააჭარბა! მართალია, რუსეთიდან ვიზიტების მაჩვენებელი შემცირდა, თუმცა მხოლოდ 6.4% -ით. თუმცა, გაურკვეველი ის არის, როგორ იქცა ასეთი პატარა პროცენტი მილიარდიან ზარალად?

საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის ხელმძღვანელი შალვა ალავერდაშვილი იზიარებს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ რუსი ტურისტების სიმცირემ უარყოფითად იმოქმედა არსებულ ვითარებაზე, რაც განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა ქობულეთისა და ბათუმის შავი ზღვის კურორტებზე. თუმცა, ალავერდაშვილის თქმით, გული არ უნდა გავიტეხოთ.

“თბილისში, სასტუმროებში განსაკუთრებული ნეგატივი არ შეინიშნება.  მართალია, სასტუმროებში ბევრი ჯავშანი გაუქმდა, თუმცა რუსი ტურისტების დაახლოებით 50% -ის ჩანაცვლება შევძელით  და  ხალხი სხვა, განსაკუთრებით ევროპისა და არაბული ქვეყნებიდან შემოვიყვანეთ”, – თქვა ალავერდაშვილმა.

თუმცა, მისივე თქმით, ყველა შეზღუდვის და რუსი ტურისტების შემცირების შედეგად, მომხმარებლები დაკარგეს  მცირე ზომის სასტუმროებმა, სასტუმრო სახლებმა და კერძო სახლებმა. ეს ძირითადად შეეხო აჭარის რეგიონს.

“მაგრამ, ზოგადად, გასულ წელთან შედარებით, ტურისტების რაოდენობის თვალსაზრისით,  წელს მაინც  პლიუსში ვართ, რადგანაც   ტურისტების რაოდენობა სხვა ქვეყნებიდანაც გაიზარდა”, – აღნიშნავს ალავერდაშვილი.

სწორედ ეს არის შეუსაბამობა: მილიარდობით ლარი მინუსებშია, ქვეყანა – პლიუსებში!

საინტერესოა, ესმის ალავერდაშვილს ის, რომ მცირე ბიზნესისთვის მომხმარებლების დაკარგვა აშკარად ნიშნავს ზარალსა და გაკოტრებას? ასეთები კი უამრავია, თანაც არა მხოლოდ აჭარაში, არამედ თბილისში და ქვეყნის სხვა ქალაქებში. ამის დასადასტურებლად საკმარისია, ამ ბიზნესში მომუშავე თუნდაც ერთ ადამიანთან გასაუბრება. კიდევ ერთი დეტალი – ის ადამიანები, რომლებიც პირად საუბარში საკმაოდ გულწრფელები არიან, ძალიან იკავებენ თავს ინტერვიუზე და გვთხოვენ, რომ მათი სახელები და გვარები არ გავასაჯაროოთ.  როგორც ჩანს, მათ ჩვენი ევროპული დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების მაინცადამაინც არ სჯერათ!

რუსეთიდან ტურისტების რაოდენობის შემცირებით დიდად დაზარალდნენ გიდები, – ამის შესახებ საქართველოს გიდების ასოციაციის წევრი ეკატერინა ლომაძე იტყობინება. რუსეთიდან საქართველოში ფრენების შეზღუდვების შემდეგ, მგზავრთა ნაკადი ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, დაახლოებით 10%-ით შემცირდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საგირაშვილმა განაცხადა, რომ 590 ათასი მგზავრის ნაცვლად, საქართველომ მხოლოდ 485 ათასი მიიღო.

რთული არ არის იმის დათვლა, რომ ეს 10 კი არა, 18%-ია. რუსული მონაცემების თანახმად, რუსეთიდან თბილისში და ბათუმში ავიაკომპანიების ბილეთებზე მოთხოვნა გასულ წელთან შედარებით 75% -ით შემცირდა, ხოლო საქართველო დამოუკიდებელ ტურისტებს შორის მიმართულებების პოპულარობის რეიტინგში მესამედან  მეოცე საფეხურზე ჩამოვიდა.

კომპანია Georgian Airways-მა  რუსეთთან პირდაპირი ფრენების აკრძალვის შედეგად 25 მილიონ დოლარამდე დაკარგა, გარდა ამისა, ავიაკომპანიებს გაყიდული ბილეთების დაახლოებით 80% უკან უნდა დაებრუნებინათ. ამას დავუმატოთ ისიც, რომ მკვეთრად შემცირდნენ ავიაბილეთების შეძენის მსურველები. ასეთ ვითარებაში კომპანიის მენეჯმენტი იძულებული გახდა საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების სათხოვნელად მიემართა. პრობლემის მოსაგვარებლად მთავრობამ  ასობით ათასი ევრო გამოყო, რუსეთიდან სომხეთის გავლით  თბილისსა და ბათუმში სატრანზიტო ფრენების სუბსიდირებისთვის.  რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგი ნაბიჯი იყო, რომელიც Georgian Airways-ს ფინანსური კრახისგან იხსნიდა.

“გვინდა უდიდესი მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას გაწეული დახმარებისთვის და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში არსებული პრობლემები სრულად მოგვარდება”, – ნათქვამია საქართველოს ავიახაზების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამის მიუხედავად არსად ჩანს პასუხი კითხვაზე, თუ ვინ დაეხმარება მძღოლებს – ტარიელს და გოჩას, რომლებიც მაიდანზე და დიდუბეში თავიანთი ავტომობილებით დგანან და ტურისტებს ელოდებიან, რათა საქართველოს ისტორიულ ადგილებში მცირედ ექსკურსიაზე წაიყვანონ. მათ ხომ, ამ მიზნით სპეციალური ავტომობილები შეიძინეს, რომლის კრედიტიც წლების განმავლობაში უნდა იხადონ და თან ოჯახები არჩინონ.

“მთავრობაში განაცხადეს, რომ ისინი მცირე ზომის სასტუმროებს დაეხმარებიან. რამდენადაც ვიცი, მათ რამდენიმე თვის განმავლობაში ვალების გადახდაში დაეხმარებიან, ასევე პროცენტებს შეუმცირებენ. ჩვენზე კი არავინ არაფერს ამბობს, დახმარება არსაიდან ჩანს.  შესანიშნავად ვიცი ბანკების მუშაობის სპეციფიკა: ვიღაცას თუ გადასახადებს, ან პროცენტებს შეუმცირებენ, იგივე ფულს სხვების ხარჯზე ამოიღებენ. ასეთ შემთხვევაში დაზარალებულები ისევ ჩვენ ვრჩებით”, – განაცხადა ტარიელმა.

ბანკებს ხუმრობა არ უყვართ. ჩვენს თანამემამულეებზე ზრუნვას კი, როგორც ჩას, არავინ აპირებს.

ვინ დაეხმარება ქალბატონ მანანას ბათუმიდან, რომელსაც სახლში ინვალიდი ქალიშვილი ყავს და რომელიც თავს სასტუმროს დალაგებით და ჭურჭლის რეცხვით ირჩენდა. ახლა იგი უმუშევარია, თუმცა არ ბრაზობს თავის დამსაქმებლებზე, რომლებიც ასევე მისი მეზობლები არიან, რადგანაც იცის, რომ ისინიც არანაკლებ რთულ მდგომარეობაში არიან.

“ჩემს დამსაქმებლებს  საბანკო სესხებთან დაკავშირებით, რაღაც დახმარებას დაჰპირდნენ, მაგრამ მათ ამის არ სჯერათ. რამდენიმე წლის წინ, ერთმა ბანკმა მათ ძალიან ბევრი ფული წაართვა, აბსოლუტურად უკანონოდ. ამ საქმეზე სასამართლოც მოიგეს, მაგრამ ბანკში ყველაფერი სამსახურიდან გათავისუფლებულ  თანამშრომელს დააბრალეს და ერთი თეთრიც არ გადაუხდიათ”, – ამბობს ქალბატონი მანანა.

საინტერესოა, სად არიან ჩვენი მეგობრები ამერიკიდან და ევროპიდან? ისინი, ვინც რუსეთთან კონფლიქტში სათავისოდ გვიყენებენ და შემდეგ გვანიჭებენ “საპატიო უფლებას” მარტოობაში ამაყად გავუმკლავდეთ მათი წყალობით გართულებულ პრობლემას. საკუთარ სამშობლოს დარტყმა ხომ სწორედ მათმა “ნაბიჭვრებმა” მიაყენეს, რომლებიც გარედან ნაკარნახევი რუსოფობიის ჭრილში მოქმედებდნენ.  იქნებ ახლა, თავისი  ერთგული ვასალის დასახმარებლად, მილიონობით ამერიკელი ტურისტი ჩქარობს ჩვენთან ჩამოსვლას?!  მათ  შემდეგ კი გერმანელები, ფრანგები, ბრიტანელები და ევროკავშირის სხვა წევრები?!  ასე რომ, ჩვენს ელიტას ისღა დარჩენია მოამზადოს კარგი ნაღმი ცუდი თამაშისთვის.

დავით კუპატაძე (თბილისი)