გვჯერა, რომ სუპერსიმეტრია ბუნებაში რაღაც სახით აუცილებლად არსებობს, მაგრამ როგორ? ამის შესახებ News.am-ის კორესპონდენტთან საუბარში ბუნებრივი კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტის (დუბნა, რუსეთი) პროფესორმა ევგენი ივანოვმა ისაუბრა. იგი ერევანში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე გამოვიდა მოხსენებით თემაზე “სუპერსიმეტრია ინტეგრირებულ სისტემებში”.

მისივე თქმით, ერევანში შეკრებილი მეცნიერები მათემატიკური ფიზიკის დარგში მუშაობენ, რაც მოცემულ ეტაპზე საკმაოდ შორს არის სიცოცხლისა და ექსპერიმენტისაგან.

“ჩვენ თეორეტიკულ მათემატიკურ მოდელებს ვაგებთ, როლებსაც ერთად აღებულს, შეუძლიათ სამყაროს გარკვეული სურათის შექმნა”, – ამბობს პროფესორი და დასძენს, რომ დღეს გაბატონებულია იდეა იმის შესახებ, რომ “ყველაფრის” თეორია არის სუპერსიმების – არაწერტილოვანი ობიექტების, რომლებსაც ხანგრძლივობა აქვთ სივრცეში და დროში, როცა კლასიკურ ფიზიკაში შესასწავლი ობიექტი იყო წერტილი.

“სუპერსიმების თეორიას საფუძვლად სუპერსიმეტრიის გაგება უდევს, რომელიც ყველაფერს აკავშირებს და ამყარებს”,- ამბობს მეცნიერი.

როგორც კონფერენციის კიდევ ერთი მონაწილე, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუშაკი ალექსეი ისაევი ამბობს, არსებობს ჰიპოთეზა იმისა, რომ მთელი (ფოტონი) და ნახევრადმთელი (ელექტრონი) სპინების მქონე ნაწილაკებს შორის არის სიმეტრია. “სავარაუდოდ, სამყაროს განვითარების რომელიღაც ადრეულ ეტაპზე ეს ნაწილაკები თანაბრები იყვნენ, ანუ ეს იყო ერთი ნაწილაკი ორ განხორციელებაში”, – ამბობს ისაევი.

ნანტას უნივერსიტეტის (საფრანგეთი) პროფესორი ანდრეი სმილგა ამბობს, რომ დღევანდელ კონფერენციაზე შეკრებილი ხალხი “იკვლევს სამყაროს, რომელიც არ არსებობს”. კერძოდ, არსებობს გეომეტრია, რომელიც გაჩნდა როგორც ექსპერიმენტალური მეცნიერება სოფლის მეურნეობისათვის საჭირო მოედნის გასაზომად და ასევე არსებობს მრავალგანზომილებიანი სივრცის გეომეტრია – ეს სუფთა მათემატიკაა. “ზუსტად ასევე ჩვეულებრივი ფიზიკა სწავლობს არსებულ სამყაროს, მაგრამ შესაძლებელია იგივე მეთოდებით წარმოსახვითი სამყაროს შესწავლა. სწორედ ამას ვაკეთბთ ჩვენ და არსებობს წარმოსახვითი სამყაროების კლასო, სადაც არსებობს ძალიან ლამაზი მოვლენა – სუპერსიმეტრია”,- ამბობს მეცნიერი და დასძენს: “არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს მხოლოდ წარმოსახვითი სამყარო კი არ არის, არამედ რეალური სამყარო, უბრალო მას ახლა ვერ ვხედავთ”.

ევგენი ივანოვის თქმით, ამჟამად სუპერსიმეტრიის ძიება დამაჩქარებელზე მიმდინარეობს, მაგრამ ჯერ უშედეგოდ, რადგანაც ასეთი ნაწილაკები ძალიან მაღალი ენერგიის წყალობით წარმოიშვებიან. შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ ეს ზღვარი იმდენად მაღალია, შეუძლებელია არსებულ დამაჩქარებლებზე მისი მიღწევა. ასევე შესაძლებელია, რომ სუპერსიმეტრიის გაგება საერთოდ არ არსებობს ბუნებაში. ასეთ შემთხვევაში ეს ყველაფერი უბრალოდ დაიშლება.
ინდოელმა მეცნიერმა ავინაშ ხარემ კონფერენციაზე ურთიერთობის არაფორმალურ ატმოსფეროზე ისაუბრა და დასძინა, რომ შეხვედრაზე თავმოყრილი ადამიანები, რეგიონის იმ ქვეყნებიდან არიან, რომლებსაც განსხვავებული პოლიტიკური წყობა და ურთიერთობები აქვთ, მაგრამ მეცნიერება მათთვის უპირველესია.

როგორც კონფერენციის ორგანიზატორმა, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელმა არმენ ნერსისიანმა განაცხადა, რომ ეს რიგით მეექვსე ყოველწლიური კონფერენციაა მათემატიკურ ფიზიკაში – “სუპერსიმეტრია ინტეგრირებულ სისტემებში”.

მასში მონაწილეობა მიიღო 30-მდე მიწვეულმა სპეციალისტმა საქართველოდან, ინდოეთიდან, იაპონიიდან, ირანიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ჩილედან და ბრაზილიიდან.

კონფერენცია მიმდინარეობდა თეორეტიკული ფიზიკის შესახებ რეგიონალურ საგანმანათლებლო პროექტში საერთაშორისო თანამშრომლობის საფუძველზე, რომლის სპონსორია ფონდი Volkswagen, სომხეთის სამეცნიერო სახელმწიფო კომიტეტისა და იუნესკოს თეორეტიკული ფიზიკის ცენტრის რეგიონალური ნეტვორკის ნაწილობრივი მხარდაჭერით.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან: ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ლეიბნიცის (ჰანოვერი) უნივერსიტეტი.