ცოტა ხნის წინათ, ერევანში მოხდა მოვლენა, რომელმაც როკ-მუსიკის მოყვარულთათვის, საზოგადოების სხვა ფენაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, შეუმჩევლად ჩაიარა. სომხეთის დედაქალაქს კონცერტით ესტუმრა საკმაოდ არატრივიალური და უჩვეულო ნორვეგიული როკ-ჯგუფი “Leprous”-ი. ეს ნორვეგიელი ბიჭები წარმოშობით მეტალურგიული ქალაქ Notodden-იდან არიან. ამ ქალაქიდან წამოვიდნენ ისეთი ჯგუფები, როგორიცაა: Emperor, Zyklon, Ihsahn, Peccatum და სხვები.

ის, რომ “Leprous”-ი ვერ სარგებლობს დიდი პოპულარობით არა მხოლოდ სომხეთში, არამედ მთელს მსოფლიოში, სულაც არ არის გასაკვირი. მათი მუსიკა  სუსტ კლასიფიკაციას ეწინააღმდეგება და მიღებული ჟანრის მუსიკის ჩარჩოებში არ ჯდება. მასში სხვადასხვა – პროგრესული როკით დაწყებული, ჯაზისა და სუფთა მეტალით დამთავრებული – მიმართულება იგრძნობა. ვოკალი სუფთა და გროულინგს შორის მონაცვლეობს, რაც მუსიკას „სიმძიმეს“ ჰმატებს. ეს „ბახუსისებური ხმა“ყოველთვის მსუბუქად ვერ აღიქმება, მაგრამ ის გარკვეულწილად მომაჯადოვებელია.

… კონცერტს რაც შეეხება:

სანამ “Leprous”-ი მაყურებლის წინაშე წარსდგებოდა, სცენაზე ორი სომხური ჯგუფი Unaesthetic и Dogma გამოვიდნენ.

pt2Git7Li9ghuji0h0TzJNTWbboxEcBOQmOh-fZ0IXE

 

ჯგუფების პოპულარობისა და მათდამი სიყვარულის მიუხედავად, ყველა ნორვეგიელების გამოსვლას ელოდა.

rfKxyxnKN45SgBHymRan-IGhUtsFHBsfIWm-lC_0rKM

სანამ სომეხი როკერები აპლოდისმენტების თანხმებით კულისებს იქით მიიმალნენ, სცენაზე მათი ადგილი ახალგაზრდა მუსიკოსებმა დაიკავეს. ყველას ერთნაირი ვარცხნილობა ჰქონდა და ერთნაირი ღილებით გაწყობილი  პერანგები ეცვათ.

bee-11

ჯგუფის ვოკალისტი Einar Solberg

bee-20

bee-10

ჯგუფის გიტარისტი Tor Oddmund Suhrke

bee-25

გიტარისტი Øystein Landsverk, რომესაც ჩვენ შევარქვით „დოლფ ლუნდგენი“

bee-23

ნორვეგიული სიმშვიდე ბიჭებს აქაც გამოადგათ. ინსტრუმენტების თითქმის უემოციოდ გამართვა, საკუთარი გამოსვლისთვის მშვიდად მზადება  მაყურებელს სულ უფრო უმძაფრებდა მოლოდინს. მაგრამ სიმშვიდე მატყუარა აღმოჩნდა.

მუსიკოსები მობილიზდნენ, დაიკავეს თავიანთი ადგილები პატარა და არც ისე მოსახერხებელ სცენაზე და დაიწყეს.

bee-27

კონცერტის დაწყებამდე “Leprous”-ის შემოქმედების ზოგიერთი მცოდნე  ცოცხალი შესრულების გამო ღელავდა, მაგრამ ნორვეგიელმა ბიჭებმა თავდაჯერებული გამოსვლით, ყველაზე მწარე სკეპტიკოსსაც კი გაუქარწყლეს ეჭვები . “The Cloak”-ის ურთულესი ვოკალური პარტია ზუსტად ისე ჟღერდა, როგორც სტუდიურ ჩანაწერში.

bee-28

სამართლიანი იქნება, თუ ვიტყვით, რომ მთელი დამსახურება მხოლოდ ჯგუფის ვოკალისტს ეინარ სოლბერგს კი არ მიუძღვის, არამედ ჯგუფის თითოეული წევრის საოცრად მაღალი დონის ურთიერთდამოკდებულებას. ცუდი აკუსტიკის მქონე დარბაზში ვოკალურიცა და ინსტრუმენტალური ნაწილიც პრაქტიკულად იდეალურად ისმოდა.

განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო დრამერმა, 20 წლის ვუნდერკინდი Baard Kolstad-მა, რომელიც ჯგუფში რამოდენიმე წლის წინ მივიდა.

bee-32

მან მართლაც გააოცა მაყურებელი და რაღაც მომენტში, თითქოს ყურადღება მთლიანად მიიპყრო რთული რიტმებისა და შთამბეჭდავი სოლოს შესრულებით.

bee-31

სცენის დატოვებამდე დრამერმა ტრადიციულად გადაყარა სცენიდან ჯოხები

bee-19

ბოლოს, თაყვანისმცემლებმა მუსიკოსები სცენიდან არ გაუშვეს და ბისზე ბოლო ალბომის თითქმის ყველა სიმღერა ამღერეს. შესანიშნავი კომპოზიცია The Price კი განსაკუთრებულად ძლიერ აკორდად გაისმა. თუმცა  ნორვეგიელმა ბიჭებმა თავი ვერც ბოლო სამი ალბომის საუკეთესო ჰიტების შესრულებას დააღწიეს.

თავიანთი ძლიერი ენერგეტიკითა და სცენაზე მთლიანად დახარჯვით  (მიუხედავად იმისა, რომ ერევნის კულტურის თეატრის დარბაზში, სადაც კონცერტი გაიმართა, მხოლოდ 300 მაყურებელი ეტევა), “Leprous”-მა მართლაც დაიმსახურეს საუკეთესო შეფასება და, თუნდაც მცირერიცხოვანი  მაყურებლის უსაზღვრო მადლიერება.

და ბოლოს, უნდა ითქვას, რომ “Leprous”-ის შედარება სხვა ჯგუფთან პრაქტიკულად შეუძლებელია. ისინი მართლაც ორიგინალურები და თავისებურად განუმეორებლები არიან. მომავალში, თუ კიდევ გადაწყვეტენ ნორვეგიელები ჩვენი გულების თავიანთი კონცერტით გახარებას, არავითარ შემთხვევაში არ გამოტოვოთ. მიუკერძოებელი მსმენელისათვის ეს გამოცდილება მართლაც შეუდარებელი იქნება.

ანაიტ  ბალასანიან

Photos by Levine