აზერბაიჯანში 2016 წელი მულტიკულტურალიზმის წლად გამოცხადდა. ქვეყნის პრეზიდნეტის ილჰამ ალიევის თქმით, რესპუბლიკაში მულტიკულტურალიზმის იდეა ძლიერდება და სახელმწიფოს მხრიდან სულ უფრო მეტ მხარდაჭერას მოიპოვებს.

ინიციატივა დადებითად შეაფასეს საზოგადოებრივმა მოღვაწეებმა და რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ, მათ შორის გაერომ.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ 2016 წლის მულტიკულტურალიზმის წლად გამოცხადებას, პირველ რიგში, ჰუმანიტარული მიზანი აქვს. ცნობილია, რომ რეგიონში “დაიშ”-ის (ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო) გავლენის ქვეშ ბევრი ადამიანი მოექცა, რის შედეგადაც მათ მშობლიური მხარე მიატივეს და ტერორისტულ კვაზისახელმწიფოს შეუერთდნენ.

“დაიშ”-ის საფრთხეების გარდა, ახლო აღმოსავლეთში დღეს ირანისა და საუდის არაბეთის სახით შიიტურ-სუნიტური დაპირისპირების საფრთხე არსებობს. აზერბაიჯანში ძველი დროიდან ცხოვრობს შიიტი და სუნიტი ხალხი და ისინი ერთად, ჰარმონიითა და მშვიდობით განამტკიცებდნენ აზერბაიჯანის სახელმწიფოებრიობას.

ამასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინათ, აზერბაიჯანში ყურანიდან ერთიანობის ლოცვა წაიკითხეს. ამ პროცესში სუნიტური და შიიტური სწავლებების მიმდევრები მონაწილეობდნენ, რითაც აჩვენეს, რომ მათ ერთად მუშაობა და ლოცვა ყოველგვარი უთანხმოების გარეშე შეუძლიათ. ამგვარი მოქმედება სამაგალითო შეიძლება იყოს იმ ქვეყნისთვის, სადაც შიიტები და სუნიტები, ოდესღაც ერთი ხალხი, ახლა ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძვიან.

ზემოთ ჩამოთვლილი სახიფათო ფაქტორების გამო ილჰამ ალიევმა გამოთქვა ინიციატივა, განმტკიცდეს მულტიკულტურალიზმი არა მხოლოდ აზერბაიჯანში, არამედ კავკასიის მთელს რეგიონში. რეგიონის წინაშე არსებული საშიშროებებისა და გამოწვევების თვალსაზრისით, მსგავსი ნაბიჯი აუცილებელია, მით უფრო, რომ ისლამური ბანქოს ჩრდილოეთ კავკასიაში გადათამაშებას დასავლეთი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ცდილობს.

 

როვშან იბრაჰიმოვი
როვშან იბრაჰიმოვი

როგორც Dalma News-ს პოლიტოლოგმა როვშან იბრაჰიმოვმა განუცხადა, აზერბაიჯანი დასავლეთისა და აღმოსავლეთის, ისლამური და ქრისტიანული კულტურების გასაყარზე მდებარეობს. “რეგიონში, რომელიც ცნობილია თავისი მრავალფეროვანი ეთნიკური კოლორიტით, ცოტა ქვეყანა თუ იამაყებს იმით, რომ მის ტერიტორიაზე ერთმანეთის გვერდით სხვადასხვა ხალხი ცხოვრობს, რომლებიც ინარჩუნებენ თავიანთ კულტურულ მემკვიდრეობას და მჭიდროდ ერწყმიან ერთმანეთს ფაქიზი სოციალური ძაფებით. ამ გამოცდილებას შენარჩუნება, განმტკიცება და მთელ მსოფლიო საზოგადოებაში გასაჯაროება სჭირდება”, – ამბობს პოლიტოლოგი.

ისრაელის არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო პროექტები საზოგადოებისთვის“ ხელმძღვანელი არიე გუტი აცხადებს, რომ 2014 წელს აზერბაიჯანის ხელმძღვანელობამ ორი ინსტიტუტი შექმნა, რომელთა მუშაობაც მიმართული იქნება სახელმწიფოს როლის, როგორც ეთნიკური და რელიგიური ტოლერანტობის გარანტის განმტკიცებისკენ.

“პირველი ინსტიტუტი იყო სახელმწიფო მრჩევლის თანამდებობა საერთაშორისო, მულტიკულტურალიზმისა და რელიგიის საკითხებში, რომელზეც აზერბაიჯანელი მეცნიერი და აკადემიკოსი ქემალ აბდულა დაინიშნა. მეორე გადაწყვეტილება არის ბაქოს მულტიკულტურალიზმის საერთაშორისო ცენტრის დაარსება, რომლის საქმიანობის მთავარი მიმართულება კულტურათაშორისო დიალოგისა და ჰუმანიტარული საკითხების წინ წაწევაა”, – დასძინა მან.

არიე გუტი
არიე გუტი

ექსპერტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის უმრავლესობას შიიტი მუსულმანები წარმოადგენენ, აზერბაიჯანი ასევე სხვადასვა რელიგიისა და ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლების სამშობლოა.

“აზერბაიჯანის მიწაზე ინდუიზმი და ისლამი, ცეცხლთაყვანისმცემლობა და ქრისტიანობა ყოველთვის ერთმანეთის გვერდიგვერდ არსებობდა. აზერბაიჯანში არასდროს ყოფილა ანტისემიტიზმი, ებრაელებს არასოდეს უგრძვნიათ თავი უცხოელებად. როგორც ისრაელის მოქალაქე და ისრაელის არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მსურს აღვნიშნო, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება ქვეყნის ებრაულ სათვისტომოს ყოველთვის მრავალმხრივ მხარდაჭერას უწევს”, – ამბობს გუტი.

ძველი დასახლება წითელი სლობოდა – ერთადერთი და უნიკალური ადგილია, სადაც კომპაქტურად დასახლებული ებრაელები მშვიდობიანად ცხოვრობენ. ეს აზერბაიჯანის ნამდვილი სიამაყეა. ამ მხრივ ებრაული დასახლება “წითელი სლობოდა” აზერბაიჯანში რელიგიური კონფესიების – მუსულმანებისა და ებრაელების მჭიდრო თანაცხოვრებისა და პარტნიორობის მაგალითია.

დღეს უკვე რეალური და ჭეშმარიტი ნიმუში გვაქვს, თუ სხვადასხვა რელიგიის ხალხმა, როგორ უნდა იცხოვრონ ერთად და პატივი სცენ ერთმანეთს. მიმაჩნია, რომ ებრაული დასახლება “წითელი სლობოდა” მომავალშიც იარსებებს, როგორც აზერბაიჯანში მულტიკულტურალიზმის მოდელი”, – განაცხადა ებრაელმა ექსპერტმა.

ნიჯატ გაჯიევი