საქართველოს საჯარო სკოლებში დღეს, 14 სექტემბერს ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირველ კლასიკურ გიმნაზიას ეწვია და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

“მინდა მოგილოცოთ ყველას, სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს, მათ მშობლებს დღევანდელი ძალიან სასიხარულო დღესასწაული. განსაკუთრებით მინდა მოგილოცოთ მათ, ვინც დღეს პირველად მიდიხართ სკოლასა და უნივერსიტეტში. ეს აღტაცება ერთად ყოფნის, ერთად სწავლის მინდა, ყველას გაგიზიაროთ და კიდევ ერთხელ დიდი სიყვარულით მოგილოცოთ დღევანდელი დღე”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მან კლასიკური გიმნაზიაში დაათვალიერა ინკლუზიური სწავლების კაბინეტი, მოინახულა პირველკლასელთა საკლასო ოთახი და სკოლის სამლოცველო.

პრეზიდენტთან ერთად მშობლიური სკოლა მოინახულა პირველმა დელიმ მაკა ჩაჩუამ და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმაც, რომლებმაც პირველი გიმნაზიის მოსწავლეებს პრეზიდენტთან ერთად მიულოცეს სწავლის დაწყება და წარმატებები უსურვეს.