უკრაინის პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს აზერბაიჯანში ვიზიტი იგეგმება. ამის შესახებ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა აზერბაიჯანში უკრაინის ელჩმა ალექსანდრე მიშენკომ, საპარლამენტო არჩევნების შედეგების კომენტირებისას.

“ერთობლივი კომისიის ფარგლებში იგეგმება საპასუხო ვიზიტები, ეს გაგრძელდება. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი შარშან უკრაინაში ჩამოვიდა, წელს იგეგმება უკრაინის პრეზიდენტის აზერბაიჯანში ვიზიტი. მაგრამ ვიზიტის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. ეს აზერბაიჯანის მთავრობასთან უნდა შევათანხმოთ,” – განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, უკრაინა ამიერიდან აპირებს აზერბაიჯანთან მთელ რიგ სფეროებში ითანამშრომლოს.