უკვე ორი წელია აზერბაიჯანი ეკონომიკურ კრიზისს განიცდის. უმაღლეს სახელისუფლებო ეშელონებში აცხადებენ, რომ ქვეყანამ კრიზისის დაძლევის გზებს მიაგნო, თუმცა ანალიტიკოსებს კვლავაც უჭირთ იმის გარკვევა – ჩაიარა კულმინაციამ, თუ რთული დროება ჯერ კიდევ წინ არის.
“2016 წელი აზერბაიჯანის ისტორიაში ღრმა ეკონომიკური რეფორმების წლად ჩაიწერა და მოიძებნა ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გზა”, – ციტატა პრეზიდენტ ილჰამ ალიევის გამოსვლიდან, რომელიც მინისტრთა კაბინეტის 2016 წელს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შედეგების და მოსალოდნელი ამოცანებისადმი მიძღვნილ სხდომაზე განაცხადა (2017 წლის 10 იანვარი).
იგივე გაიმეორა აზერბაიჯანის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზიიაფეტ ასკეროვმა: “მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი გრძელდება. მისმა უარყოფითმა შედეგებმა აზერბაიჯანზეც უმნიშვნელოდ იმოქმედა, თუმცა ჩვენმა ქვეყანამ კრიზისიდან გამოსვლა შეძლო” (2017 წლის 27 იანვარი).
სამწუხაროდ, რეალობა არც ისე ოპტიმისტურია. ამის ნათელი მაგალითია ეროვნული ვალუტა მანათის სწრაფი დევალვაცია. ადგილობრივი ეკონომისტები დარწმუნებულები არიან, რომ მანათი მთლად დამოუკიდებელი არ არის და რომ ხელისუფლება მისი კურსის შეკავებას მინიმუმ მიმდინარე წლის ბოლომდე განაგრძობს.
ნებისმიერ შემთხვევაში, სავალუტო ბაზრიდან გავრცელებული ახალი ამბები ხალხს სულ უფრო ნაკლებად აღელვებს. არსებულ ვითარებას ზოგი მიეჩვია და მოერგო კიდევაც. საბანკო ანგარიშებიდან ფული მოხსნეს, უცხოურ ვალუაში გადაახურდავეს და ეროვნული ვალუტის შემდგომი გაუფასურების მოლოდინში, ლეიბქვეშ შეინახეს.
კიდევ ერთ საგანგაშო სიგნადად იქცა გაზის და ელ.ენერგიის გადასახადების დიფერენცირებული სისტემის დანერგვა, ფაქტობრივად – ტარიფების მომატება. სოციალური ქსელები სავსე იყო სამციფრიანი ქვითრების გამოსახულებებით, თუმცა ეს ხმაურიც მალე მიწყნარდა.
მდიდრები არ ტირიან
ახალ, შეიძლება ითქვას, ფეთქებადსაშიშ საკითხად უცხოეთიდან იმპორტირებული ბენზინის გაძვირება გახდა. პირველი თებერვლიდან აზერბაიჯანის ბენზინგასამართ სადგურებზე ერთი ლიტრი “АИ-95 Premium” 1,15 მანათი ღირს (0,95 აშშ.დოლარი), ხოლო “АИ 98 Super” — 1,20 მანათი (0,62 აშშ.დოლარი). ორივე შემთხვევაში ბენზინი დაახლოებით 10%-ით – 10 გიაპიკით გაძვირდა. აღსანიშნავია, რომ მანამდე, 2017 წლის 13 იანვრისთვის იგივე მარკის ბენზინი 0,9-დან 1,05 მანათამდე (“АИ-95 Premium”) და 0,95-იდან 1,10 მანათამდე (“АИ 98 Super”) გაძვირდა.
“АИ-92”-ის მარკის ბენზინი, რომელიც აზერბაიჯანში იწარმოება და ერთ-ერთი ძირითადი სახეობაა, კვლავინდებურად 0,70 მანათი (0,36 აშშ.დოლარი) ღირს.
ზემოთ აღნიშნული მარკების საწვავი გაძვირების შემდეგაც კი აზერბაიჯანში უფრო იაფია, ვიდრე მეზობელ რუსეთში (შესაბამისად 0,64 და 0,74 აშშ.დოლარი – პორტალ AutoTraveler-ის მონაცემები), საქართველოში (0,85 და 0,90 დოლარი), სომხეთში (0,76 და 0,81) და ძვირადღირებული საწვავით განთქმულ თურქეთში (1,42 და 1,44 დოლარი). კონკურენციის გარეშეა ირანი, სადაც ბენზინის საშუალო ფასი 0,40 აშშ.დოლარია.
ბენზინის გაძვირება ყოველთვის და ყველგან იწვევს მოსახლეობის შიშს, რადგანაც საწვავის გაძვირების გარდაუვალი შედეგია მთელი რიგი სხვა პროდუქტების და მომსახურეობების გაძვირებაც.
ძვირდება ტრანსპორტი, საკვები პროდუქტები, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში მაღალ ოქტანური მარკის ბენზინის ფასების 20%-ით მომატებას აზერბაიჯანში ფართო რეზონანსი არ მოჰყოლია და ამას რამოდენიმე მიზეზი ახლავს თან.
2014 წელს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-მა შიდა მოთხოვნის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრობლემები გამო ბენზინის ექსპორტი შეწყვიტა, ხოლო მთელი წარმოება АИ-92-ის მარკის ბენზინის გამოსაშვებად მიმართა. ჯერ კიდევ მაშინ SOCAR-ში განაცხადეს, რომ ამიერიდან АИ-95 და АИ-98-ის მარკის ბენზინების იმპორტირება მოხდება ქვეყანაში, ხოლო მათი ფასი განისაზღვრება ბაზრით და ადგილობრივი სავალუტო ბაზარზე დოლარის კურსით. ეს ყველასთვის ცნობილია და ჯერ-ჯერობით წინააღმდეგობა არავის გაუწევია.
მეორე მიზეზი – მაღალ ოქტანური მარკის ბენზინის მოთხოვნა აზერბაიჯანში დაახლოებით 10%-ს შეადგენს და ამ პროცესში მომსახურეობის სფეროში მომუშავე სატრანსპორტო საშუალებები არ შედის.
მესამე მიზეზი – პრემიუმ-95 და სუპერ-98-ს ძვირადღირებული ავტომობილების ავზში ასხავენ, ამიტომაც ამჟამინდელი გაძვირება არც თუ ძალიან გააღარიბებს ასეთი ავტომობილების მფლობელებს.
რას ამბობენ ეკონომისტები?
ეკონომისტი გუბარ იბადოღლუ А-92-ის მარკის ბენზინის გაძვირებას პროგნოზირებს. “ერთი ლიტრი იმპორტლი ბენზინის ბოლო ჯერზე გაძვირების შემდეგ სამამულო ბენზინის ფასთან გასხვავება შესამჩნევლად გაიზარდა. ბრენდი “სუპერ”-ის ფასი გაორმაგდა, ხოლო “პრემიეუმ” – “АИ-92″-ის ფასთან შედარებით 1,71-ჯერ ძვირია. ამავდროულად ეს განსხვავება კიდევ გაიზრდება, რადგანაც მანათის გაუფასურება კვლავაც გრძელდება”, – წერს იბადოღლუ Facebook-ის თაის გვერდზე.
ექსპერტს მიაჩნია, რომ ეს ფაქტორი გამოიწვევს დიზელის და АИ-92-ის ბენზინის მონოპოლური მწარმოებლის – სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ის სატარიფო საბჭოში მიმართვას საკუთარი პროდუქციის გაძვირების ნებართვისთვის. დამატებით არგუმენტად გამოიყენებენ მეზობელ ქვეყნებში საწვავის შედარებით მაღალ ფასს, – მიაჩნია იბადოღლუს.
ამ აზრს სხვა აზერბაიჯანელი ექსპერტი აკრამ გასანოვიც იზიარებს.
“ჯერ-ჯერობით იმპორტული მარკების ფასი იმატებს. სწორედ ასე ხსნიან: მართალია, დევალვაციაა, მაგრამ ჩვენ საზღვარგარეთ ვყიდულობთ და ამიტომაც ვუმატებთ ფასს. ამ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, მალე ადგილობრივი მარკაც გაძვირდება, რასაც იმით ახსნიან, რომ დოლარის ექვივალენტში ჩვენი ბენზინი უცხოურთან შედარებით იაფია. ნებისმიერ შემთხვევაში SOCAR-ს სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ფასების ძალიან მალე მოიმატებს”.
არსებობს ბენზინის დამოუკიდებლად წარმოების იმედი?
მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი ნავთობმომპოვებელი ქვეყანაა, დღეს რესპუბლიკაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა არ არის, რომელიც შეძლებდა არა მხოლოდ შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილებას, არამედ საექსპორტო პროდუქციის წარმოებას. როგორც ცნობილია, ნედლი ნავთობი მზა პროდუქციაზე იაფია.
“სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის წლების განმავლობაში ჩვენ მხოლოდ ნედლეულის დანამატს ვახდენთ. ნავთობის ხარჯზე ბევრი წარმოების მოგვარება შეგვეძლო, ბენზინის ჩათვლით. მაგრამ ეს გავაკეთეთ, რადგანაც ნედლი ნავთობის გაყიდვას განსაკუთრებული გონება და ძალა არ სჭირდება. ამიტომაც ვყიდულობთ იმას, რაც ჩვენივე ნავთობით არის სხვაგან შექმნილი”, – ამბობს გასანოვი.
რაც შეეხება ამ სფეროში აზერბაიჯანის იმედებს, ის გრძელვადიანია. თუმცა SOCAR-ის პრიორიტეტების გათვალისწინებით ვადებმა შესაძლოა შორეულ მომავალშიც გადაიწიონ. ამგვარად, 2016 წლის სექტემბერში ჰეიდარ ალიევის სახელობის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მოდერნოზების პროექტის რეალიზება დაიწყო. მოდერნიზაციის შემდეგ, რომელსაც 1,5-დან 2 მილიარდ დოლარამდე დასჭირდება, ბაქოს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში გადასამუშავებელი ნავთობის მოცულობა 6 მილიონი ტონადან 7,5 მილიონ ტონა ნავთობპროდუქტებამდე გაიზრდება. ამასთანავე, ნავთობპროდუქტების გამოშვების სტრუქტურა შეადგენს: დიზელის საწვავი – 37%, საავტომობილო ბენზინი – 25%, საავიაციო საწვავი – 13%, დანარჩენი მოცულობა კი სხვა ნავთობპროდუქტებზე მოდის.
ამ პროექტის რეალიზების დასრულების ვადად ადრე 2018 წელი დასახელდა, ახლა კი – 2020 წელი. შესაძლოა, ეს საბოლოო ვადა არ არის, რადგანაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია დღეს თურქეთში STAR-ის ქარხნის მშენებლობით არის დაკავებული, რომლის ამოქმედებად მომავალ წელს იგეგმება.
ცოტა მოგვიანებით, დაახლოებით 2030 წლისთვის დაგეგმილია ბაქოს გარადაგის რაიონში ნავთობგაზგადამამუშავებელი და ნავთობქიმიური კომპლექსის (OGPC) მშენებლობის მეორე ფაზის დასრულება, რომლის ფარგლებშიც ექსპლუატაციაში ჩაეშვება ახალი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. ამ უკანასკნელში მოხდება მაღალკარტონული ბენზინის და სხვა ნავთობპროდუქტების წარმოება.
ნიჯატ გაჯიევი