აზერბაიჯანში, 9 თებერვალს, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. დარეგისტრირებული იყო კანდიდატების რეკორდული რაოდენობა – დაახლოებით 1400 ადამიანი 125 ადგილიან პარლამენტში.  არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ჩატარდა. პროფესიონალ პოლიტიკოსებთან ერთად დეპუტატის მანდატისთვის იურისტები, ჟურნალისტები, ექიმები და ბლოგერებიც კი იბრძვიან. Dalma News-ის კორესპონდენტთან საუბარში ცნობილმა ექსპერტებმა ისაუბრეს საზოგადოებაში არსებულ განწყობაზე და იმაზე, თუ ამ არჩევნებისგან რას უნდა ველოდოთ. 

პოლიტოლოგთა კლუბის “სამხრეთ კავკასიის” ხელმძღვანელმა ილგარ ველიზადემ განაცხადა, რომ ამ მომენტისთვის კანდიდატებს შორის ფავორიტი არ არის, მაგრამ ცალკეულ ოლქებში არსებობს, ალბათობა, რომ გამარჯვებისთვის კანდიდატებს შორის სერიოზული ბრძოლები გაიმართება.

“ამის წინაპირობა საკმაოდ აგრესიული წინასაარჩევნო კამპანია და ამომრჩეველთან ინტენსიური შეხვედრებია. უნდა აღინიშნოს, რომ ამომრჩეველი მზად არის მხარი დაუჭიროს მას, ვისაც არა მხოლოდ პოლიტიკური გავლენა და ძალა აქვს, არამედ იმას, ვისაც თავისი დაპირებების შესრულების რესურსი გააჩნია. ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, აზერბაიჯანის მოქალაქეების სურვილია. პირველ რიგში, სოციალური პრობლემების მოგვარება, ინფრასტრუქტურის სრულყოფილება და ა.შ. თავის მხრივ, კანდიდატები არწმუნებენ თავიანთ ამომრჩეველს, რომ მათი პრობლემების შესახებ იციან და ამ პრობლემების სწრაფად მოგვარებით არიან დაინტერესებულები”, – ამბობს ველიზადე.

ილგარ ველიზადემ

ექსპერტის თქმით, ამასთანავე, ამომრჩეველი შედარებით უფრო პოლიტიკურად განათლებული და მომთხოვნია. მისთვის საკმარისი აღარ არის, მხოლოდ დაპირება და მთავარი, სადაც  ყურადღებას აქცევს ის ახალი პროექტებია, რომლებიც ქვეყანაში ცხოვრების დონის ამაღლებას მოემსახურება.

“ძველი აზროვნების და მოძველებული აგიტაციის მქონე კანდიდატებს ძალიან ცოტა შანსი აქვთ იმათთან შედარებით, ვისაც შედარებით უფრო მოდერნიზებული წინადადებები აქვთ. ანუ, ხალხს პარლამენტში მხოლოდ ახალი სახეების ხილვა კი არ სურს, არამედ ამა თუ იმ საკითხების გადაჭრის ახლებური მიდგომების და იდეების”, – დასძინა მან.

ამ არჩევნების განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ მმართველ პარტიასთან ერთად, რომელიც არჩევნებზე კანდიდატების განახლებული შემადგენლობით წარსდგა, გაიზარდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების რაოდენობა და  გამოჩნდნენ დამოუკიდებელი კანდიდატები, რომლებიც პარლამენტში მოსახვედრად იბრძვიან. სხვათა შორის, ამ უკანასკნელთ დეპუტატების სავარძლების დაკავების. არც ისე ცუდი შანსი აქვთ.

“ვიღაცას შესაძლოა ეგონოს, რომ დამოუკიდებელ კანდიდატებს ნაკლები შანსი აქვთ, თუმცა, ეს ასე არ არის. ჩემის აზრით, ხმების საერთო რაოდენობის დაახლოებით 30% სწორედ მათკენ წავა. სხვათა შორის, მთელი რიგი სხვა პარტიის წარმომადგენლებიც ამ არჩევნებში მონაწილეობენ, თუმცა, დაბალი პოლიტიკური რეიტინგის გამო, მათ გამარჯვების ძალიან დაბალი შანსი აქვთ. რაც შეეხებათ ოპოზიციურ პარტიებს, მათი წარმომადგენლების უმრავლესობა რესპუბლიკაში ცნობილი სახეები არიან და ამომრჩევლების საკმაოდ დიდი წრეც ჰყავთ. თუმცა, ძირითადი ბრძოლა მმართველი პარტიის კანდიდატებს და დამოუკიდებელ კანდიდატებს შორის გაიმართება”, – მიაჩნია პოლიტოლოგს.

ველიზადეს აზრით, თავად ხელისუფლებაა დაინტერესებული იმაში, რომ პარლამენტში კონკურენტუნარიანი დეპუტატები მოხვდნენ, რომლებსაც ექნებათ ახალი შეხედულებები და მზად იქნებიან ქვეყნის საკეთილდღეოდ პატიოსნად და ღიად იმუშაონ.

თავის მხრივ, ეკონომისტმა, წიგნის “აზერბაიჯანის საბანკო უფლების” ავტორმა, აკრამ ჰასანოვმა Dalma News-ის კორესპონდენტთან პარლამენტის ეკონომიკურ ბლოკში კანდიდატების მოხვედრის და რესპუბლიკის ფინანსურ-ეკონომიკურ სფეროებში მოსალოდნელი ცვლილებების  პროგნოზებზე ისაუბრა.

აკრამ ჰასანოვმა

“აზერბაიჯანში პარლამენტის დაშლის არაკლასიკური ვარიანტი მოხდა. ჩვეულებრივ, როდესაც პარლამენტს და პრეზიდენტს შორის კონფლიქტია, სახელმწიფოს მეთაური იძულებულია მეჯლისი დაშალოს. ჩვენმა პარლამენტმა დაშლის შესახებ თავად განაცხადა და შესაბამისი წინადადება ქვეყნის ხელმძღვანელობას გაუგზავნა, რასაც თან ახლდა თხოვნა იმის შესახებ, რომ ქვეყანაში რეფორმების გატარების და საკანონმდებლო ორგანოს  განახლების საჭიროებისთვის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დანიშნულიყო. ეს მსოფლიო პოლიტიკურ პრაქტიკაში ერთობ უჩვეულო შემთხვევაა. თუმცა, ერთი რამ არ მესმის, ძველი მოწვევის პარლამენტის უმრავლესობა ამ არჩევნებში რაღატო იყრის კენჭს?!”- , განაცხადა ჰასანოვმა.

“თუ ძველი სახეების უმეტესობა, ისევ დეპუტატების სავარძლებში მოკალათდებიან, ბუნებრივია, მთავრობის ეკონომიკური ბლოკისგან რადიკალურ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. თუმცა, არსებობს შანსი, რომ მოვლენ კომპეტენტური, აქტიური და მამაცი ადამიანები, რომლებიც მზად იქნებიან ქვეყანა უკეთესობისკენ შეცვალონ და  უკეთესი კანონები მიიღონ. სხვათა შორის, აზერბაიჯანული საზოგადოება პარლამენტის ეკონომიკური ბლოკის ახალი წევრებისგან საკანონმდებლო ჩარჩოებში სერიოზულ ცვლილებებს ელოდება. კერძოდ, “კონკურენციის” და “საბანკო საქმიანობის” შესახებ კოდექსებს, ასევე “გაკოტრების” და “სამომხმარებლო სესხების” შესახებ კანონებს და ა.შ.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ სტატიის მომზადების დროს, არჩევნებისთვის დარეგისტრირებული კანდიდატების რაოდენობა 1399 ადამიანი იყო. საერთო ჯამში, არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 2431 ადამიანმა გამოთქვა. ამასთან, 1 032-მა ადამიანმა საარჩევნო პროცესის სხვადასხვა ეტაპზე საკუთარი კანდიდატი  ნებაყოფლობით  მოხსნა.

ასევე ცნობილია, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 32 წევრისგან შემდგარი დელეგაცია აზერბაიჯანში ჩავა და არჩევნებს დააკვირდება.

”სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლები მიესალმებიან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის  დელეგაციის მიერ არჩევნების  დაკვირვებას და ხაზი  გაუსვეს პოლიტიკურ ნებას, ჩატარდეს არჩევნები გამჭვირვალე, თავისუფალ და სამართლიან გარემოში”,- ნათქვამია საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაში.

ნიგიარ ჰუსეინოვა